ოსკარი-ჩელსის ფანები სულ მაგის გინებაში არიან. ძალიან კარგი იყო ახალგაზრდულ ნაკრებში მაგრამ ბრაზილიაში მაგის თამაში მე არ მახსოვს.
არადა 2 წლის წინ ინტენსიურად ვუყურებდი ბრაზილერაიოს და წესით არ უნდა გამომრჩენოდა.
ხალკი ვის დაეკარგა საერთოდ. ეგ რომ ნომრლური ფეხბურთელი და ტალანტი ყოფილიყო ჯერ იაპონიაში ვინ გაუშვებდა და მერე პორტუგალიაში არ დაკარგავდა ამდენ ხანს. ეხლა რა საყლევეთშიც თამაშობს ყველამ კარგად ვიცით. ზენიტის ფეხბურთელის იმედი რომ გვაქვს აი მანდ გვერხევა. დავეცით ბრატცი.
ფრედი-კაცი რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატშიც კი ვერ გაქაჩა სადაც ბენზემა ლამის ღმერთი იყო. გაბუნძულდა სამშობლოში. იქ უნდოდა წყნარად ეთამაშა საშუალო დონეზე და ბრახ ნაკრები. ბედაურების და ვირების თემაა რა.
პაულინიო საერთოდ ლიტვაში წავიდა. ალბათ ფიქრობდა ფეხბურთს თუ ვერ ვითამაშებ მოხუცს მაინც მოვუვლი იქ და ცოტა ფულს სამშობლოში გავაგზავნიო.
რამირესი-გაურკვეველი წარმოშობის ხვლიკისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. რანაირი ფეხბურთელია ან საერთოდ არის თუ არა ფეხბურთელი თვითონაც არ იცის. ერთი პერიოდი პლანეტა მტკიცედ იყო დარწმუნებული რომ არა. ბარსასთან გოლმა ცოტა შეარყია ეს ჭეშმარიტება და ეხლა ყველანი საგონებელში ვართ.
ფერნენდინიო -რამირესაბრაზნი. სიტიში წარმატებულია, მაგრამ რამე განსაკუთრებული თვისება დაასახელეთ მაგის და გავჩუმდები. რამე საფეხბურთო ილეთი რაც ნორმალურად გამოსდის.
ლუის გუსტავო-გვარდიოლამ სასწრაფოდ მოიშორა გუნდიდან. ექცევიან ესე მომავალ ჩემპიონებს? არა. არასაფეხბურთო შტატიდან არის ევროპაში წავიდა სერია ცედან.
ჟულიო ცეზარი-ერთხელ დაგვღუპა და ეხლა ტორონტოს გარდა არავინ აიყვანა.
მარსელო-ოფიციალური მასხარა. თან იმენა დიპლომიანი თვით დიდი მაურინიო აწერს ხელს.
დანი ალვეში-ბედმა სხვადასხვა გუნდებში შეყარა თორე მარსელოს მასწავლებელი იქნებოდა. როცა ბრაზილიაში თამაშობდა რიგით 7 ნომერი იყო მარჯვენა მცველებში რეიტინგით. საკმარისია ერთხელ ნახო როგორ აწვდის და მერე მიხვდებით რა არის ბარსას ბოლო 2 წლის წარუმატებლობის მიზეზი.
ტიაგო სილვა-მოსკოვის დინამოში ძაგოევი აღარ კადრულობს თამაშს.
დავიდ ლუისი-ესეც სერია ცეს ლომი თავის დროზე. საუკეთესი 40 გუნდშიც არ მიასუნინეს.
ნეიმარი-იუთუბის ლომი ეგა. მოვიდა ბარსაში დაშალა გუნდი. ხავი ყატარში გაიქცა მაგის შემხედვარე. მესის ხასიათი გაუფუჭდა ისევე როგორც ბარსას ყველა ფეხბურთელს იმდენად რომ ტიკი-ტაკა ოფიციალურად გარდაიცვალა და ეხლა ვისაც არ ეზარება ყველა უგებს.
ჟო წითელ არმიელი, თან ისეთი ცუდი იგროკია სიტიშიც კი ვერ გაძლო
ბერნარდ შახტარელზე და ეგეთ წარმონაქმნებზე საერთოდ არ მინდა ლაპარაკი.
ერთადერთი ჟიგადორია მანდ ერნანესი.
მაგრამ ეგაც კაი გაუწონასწორებელი და ზოგჯერ ავიწყდება რომ ფეხბურთი სხვაა და კაპოერა სხვა.
სკოლარი???
მოხერხება ხო უნდა პალმეირესი სერია B-ში გააგდო.
წარსულის აჩრდილია. ეხლა დიდ მწვრთნელს კი არა სამტრედიის მარშრუტკის მძღოლს გავს.
მოკლდე ვის ხელში ვართ
იანამჟა შენ დაგვიფარე