ესე იგი რა ხდება ხალხნო.
ჯერ თვალის ასახვევად ბრაზილია მოახვედრეს ძალიან ძლიერ ჯგუფში მექსიკასთან და ხორვატიასთან.
მანდედან გაყვანა ხო უნდოდა უთხრეს თქვენ ბიჭებო არაფერზე ინერვიულოთ როგორმე საჯარიმოში წაიქეცითო.
ძლივს მიაღწია ფრედმა იქამდე და დაეცა. დანიშნეს პენალი და მიაგებინეს ბრაზილიას.
მეორე თამაშში წინასწარ ხო იცოდნენ რომ ბრაზილია და მექსიკა რომ ერთნაირ ქულებს დააგროვებდნენ და 2 გოლი სპეციალურად არ ჩაუთვალეს. მექსიკას
ნუ იქამდე კამერუნი რომ დაესუსტებინათ ჩორტი ჩააგდეს ფედერაციასა და ფეხბურთელებს შორის პრემიებზე და კამერუნი მაგით მოიშორეს თავიდან.
მერე ისევ თვალის ასახვევად მექსიკასთან მარსელოზე პენალი არ დადეს.
კამერუნთან კიდე თამაშგარიდან გატანილი გოლი ჩაუთვალეს (მერე რა რომ არ იყო თამაშგარე ###ზე მკიდია ესე მაწყობს მე

).
მექსიკამ რომ 3 გოლი გაიტანა და შეიძლება პირველზე გასულიყო გადარეკა ბლატერმა ობამასთან, ობამამამ მექსიკის პრეზიდენტთან და დაემუქრნენ მექსიკას თუ არ გინდათ ფრიდა კალვოს საფლავზე მაკდონალდსი ავღმართოთ სასწრაფოთ გაუშვით გოლიო. ამათაც გაუშვეს.
კამერუნს კიდე საგარეო ვალი შეუმცირდა ცოტა ფერნანდინიოსგან რო გაუშვა გოლი პარალელურ რეჟიმში.
ეს ბრაზილიის ჯგუფში მაგრამ პარალელურადაც მუშაობენ ბოზები.
ესპანეთი გამოაყლევეს საჭმელში უყრიდნენ რაღაცას და ვერ მოძრაობდნენ ტიპები.
ამიტომ ჩატოვეს ძალით ესპანეთი ჯგუფში და დააჯახეს ბრაზილიას ჩილე. ასვტარალიის გაყვანა უნდოდათ მაგრამ ეგ ტონკი მუშაობა აღარ გამოვიდოდა.
იტალია ინგლისი ჯგუფში ჩატოვეს.
თან იტალია რა ტონკათ. ჯერ პენალი არ დაუდეს კოსტა რიკას იტალიასთან ეჭვი რომ არავის გასჩენოდა.
მერე კიდე სუარესს გაუმაზეს მაყუთო რომ ისეთი ###ობა გაეკეთებინა მოედანზე იმ წუთას რომ ვერ გააგდებ მაგრამ მერე დისკვალიფიკაციას აკიდებ.
უკბინა მატერაცის ეხლა 2 თამაშს მინიმუმ გამოტოვებს და ბრაზილაისთან ვეღარ ითამაშებს.
ნუ იტალია რომელიც ყოველთვის უგებს ბრაზილიას ამ გზით მოიშორეს.
თან რა იტალიაა ბიჭოოო იმობბილეს და ბალოტელის იტალია უშანსოთ იყო ბრაზილია. ეგრე უნდა მოეშორებინათ თორე სხვანაირად ვინ ან რა მოუგებდა მაგათ.
ურუგვაი ხო ჩერეზ სუარესით მოტყდა მაგრამ იკაიფე ტიპები რა დონის ტვინები არიან.
დაჟე ისეთ გუნდებს ურტყავენ რომლებიც ფინალში უეჭველი გაიფენდნენ ბრაზილიას.
პორტუგალიას კაცი გაუგდეს და 4:0 წააგებინეს გერმანიასთან.
ეხლა შემდეგ ეტაპზე გერმანიას და საფრანგეთსაც მოტეხავენ როგორმე და ეგაა რა.
გადაწყვეტილია ძმაო ამ მსოფლიოს ბედი საერთოდ რას უნდა ვუყუროთ.
დაველოდები მე შემოდგომას და აი ჩემპიონშიპში რომ აიწევა მილუოლი-ბლექბერნი.
ან სერია ა-ს კლასიკა რეჯიო-კალაბრიული დერბი მაგას ჩავუჯდები.
ფეხბურთი ეგაა ატალეხებულ მოედანზე რომ მიდის ტაქტიკური ბრძოლა.
თან სტადიონი უნდა იყოს ძველი და ნახევრად შევსებული.
და დაჟე კარში დარტყმაც რო იშვიათია თორე ეს ბევრი გოლები და გახსნილი თამაში არის ცირკი და კლუნადა.
ნეიმარი რომ 4 გოლს გაიტანს იმ მუნდიალს მოვუტყან დაამრსებლის ძვლები.