წარმოდეგნა რომ არ ქონოდა არ წაიყვანდა. ცნობილია სკოლარი იმით რომ ძალიან ბევრ ფეხბურთს უყურებს და განსაკუთრებით არ მაზავს პრიმერას და პრემერლიგას.
ეგ გამორიცხე რომ არ იცოდა და უი კაი ბიჭიაო ურჩიეს და წაიყვანა

რაც შეეხება მის დაბალ დონეს.
ტიპი ისეთ დონეზე ძულდათ ბრაზილიაში ვერ წარმოიდგენ.
აი ბარსას ფანებს რომ ძულთ მაურინიო, პეპე და ვინსტონ ბოგარტი ერთად

და მიზეზი იყო ესეთი გაუგებარი ფეხბურთი რასაც ის დღეს ათამაშებს.
მე ნანახი მაქვს მაგის გრემიოს თამაში ლაივში ჯერ კიდევ 1995 წელს აიაქსთან.
კინაღამ წამიხდა ბრაზილიურ ფეხბურთზე წარმოდგენა.
ეგეთი სვარკა, ქაჯობა და უხეშობა კომბინაციაში იშვიათად.
მაგრამ რა გინდა ფანტასტიკურ გუნდს ნიჩია გაუკეთა.
და პენლებში წააგეს მარტო. იქამდე ან სან პაულოს (ფანტასტიკური გუნდი) როგორ აჯობეს ან თუნდაც არგენტინულ გრანდებს წარმოდგენა არ მაქვს.
რისი თქმა მინდა ჩელსის ბალეშიკი ხარ და მაურინიო ხო იცი არ გესწავლება.
მაგარია რა თქმა უნდა ბევრი დაწერილა და ეხლა მის განხილვას აქ აზრი არ აქვს.
მაგრამ აქვს თავისი სტილი ხო.
მორჩე ვერ შეცვლის, თუ დადებს შედეგს ამ სტილით უნდა დადოს.
მაგრამ როგორც ფრედი არ გადაიქცევა ჟოარზინიოდ.
ისე სკოლარის გუნდი არ ითამაშებს ლაღად. არცერთი.
იქნება ესეთი სისხლის ნთხევა მოედანზე ტანჯვა წვალება და ვაება.
მაგრამ ამას პარალელურად მოსდევს შედეგიც ხშირად.
ამიტომაც ვერაფერი ვერ ქნა ბერძნებთან ორჯერ როცა ჯობდა წესით 2 თავით.
და ამიტომაც გამოაგდო 2 ჯერ ზედიზედ ინგლისი 2004 და 2006 წლებში.
პორტუგალია ჰოლანდია ხო გახსოვთ ყველას.
ეგაა სკოლარის სახე.
არ შეუძლია მეტი და რა გინდა რომ ქნა.
მაგრამ მეტი რაღა უნდა შეძლოს 4 წელიწადში რასაც მაგან პორტუგალიით მიაღწია მთელ პორტუგალიურ ფეხბურთს არ მიუღწევია ისტორიაში.
პორტუგალია სკოლარის გარეშე მთელს ისტორაიაში მუნდიალის 1/2 ფინალი ერთხელ.
ევროს 1/2 ფინალი ორჯერ.
სკოლარის ხელში სულ 6 წელიწადში ევრო ფინალი და მუნდიალი 1/2 ფინალი+ევროს 1/4 ფინალი.
ის რაც ბრაზილიამ ქნა ესპანეთთან შარშან არის იშვიათი გამონაკლისი.
როცა სხვა სტილით მოიგო ბრაზილიამ ლაღად, არასკოლარისეულად.
აი სხვანაირად როგორ ვთქვა ცუდი მწვრთნელი არ არის მაგრამ ცუდი მწვრთნელია

პირველადაც და მოერედაც მაგის დანიშვნა იყო იძულებითი ნაბიჯი.
ჭირდებოდა სელესაოს შველა.
სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.
პირველ შემთხვევაში უშველა მაგრამ სანამ უშველიდა იყო სამარცხვინო წაგება ჰონდურასთან.
ძალიან მაგარი გუნდით წააგო.
ჟარდელებით, ელბერებით და იმ ხალხით ეხლა რომ მისტირიან.
მერე წვალებ წვალებით ბელგიასთან და ინგლისთან მაინც გაძვრა.
სულ ეგრე წვალებ წვალებით დადის მაგრამ კი მიდის.
აგერ სამი მსოფლიო ზედიზედ 1/2 ფინალი დადო.
არაა ეგ პატარა ამბავი.
ეხლა ნეიმარიც დაემტვრა და სულ საწყისს დაუბრუნდა.
აწყობილ გუნდს უპირისპირდება გრემიოთი.
ახალგაზრდა რომ იყოს დაბრდღვნიდა ლიოვს სრული სერიოზულობით ვამბობ.
მაგრამ ვაღარაა ისეთი.
მწვრთელებსაც აქვთ თავის პერიოდი მერე რა რომ მოედანზე ჯლიგინი არ უხდებათ.
სად 10 წლის წინანდელი კაპელო და სად დღევანდელი.
სად 10 წლის წინანდელი მაურინიო ან ჰიცფელდი და ა.შ.
ასე რომ არ ვიცი რა იქნება.
ხალხს რომ გონია უი ნეიმარი დაიმტვრა და ეხლა დაბრდღვიან ფრიცები ამათ.
ან იმიტომ დაბრდღვნიან რომ აქამდე ისენი კარგათ თამაშობდნენ და ესენი ცუდათ.
ეგ ძალიან ჩვეულებრივი ფეხბურთის არცოდნაა.
და ბოლოს
მითი ქალებმა ფეხბურთმა არ იცინა დაამსხვრია
unknown lady-მა
ფრაზით
უბრალოდ ერთ დავამატებდი არსებობენ სკოლარის გუნდები რომლებიც რას თამაშობენ თვითონაც არ იციან