მოდი ერთი წუთით ვიფიქროთ რომ სკოლარი ძალიან სულელი კაცია
აი აზრზე არ არის
გარტყმაში არ არის ფეხბურთის, შემთხვევით გახდა მწვრთნელი აქამდე სულ უმართლებდა
გრემიო შემთხვევით გახადა კონტინენტის საუკეთესო გუნდი
მერე პალმეირსთანაც გაუმართლა
ბრაზილიის გაჩემპიონებას კიდე რა უნდოდა რონალდო ყავდა
მაგრამ მერე გამოჩნდა მისი ნამდვილი სახე
როცა სახლში ორჯერ ჩაისვარა ბერძნებთან
უშანსოდ იყო ფრანგებთან 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალში
ისევე როგორც გერმანელებთან 2008-ში
ჩელსიდან გამოაგდეს
პალმეირასი ქვედა ლიგაში გავარდა მისი მწვრთნელობით
და ბოლოს მისი სისულელე იმით გამტკიცდა რომ მხოლოდ ერთი კაცის იმეზე იყო მუნდიალზე
დაიმტვრა ის კაციც რაც მოსალოდნელი იყო რადგან ფაიფურის არის და ყოველი ხელის მიდებაზე საოცარი გამეტებით ეცემა ძირს
ხოდა იჯდეს ეხლა უყუროს მისი დარჩენილი ფეხბურთელები რომლებიც მხოლოდ ნეიმარის სტაფი იყო და მისგან დამოუკიდებლად არაფერს წარმოადგენენ როგორ შეიმუსრებიან გერმანული მანქანის მიერ
დაიჯერეთ ეხლა თქვენ ესა განსაკუთრებით ბოლო აბზაცი

რაღაც რთული დასაჯერებელია
და იცით რატოა რთული დასაჯერებელი?
იმიტომ რომ კაკა არ წაიყვანა
წაეყვანა ის კაცი ბუნჩულა, მორწმუნე, სიმპათიური და ყველანაირად კაი ტიპი ყოველგვარი ირონიის გარეშე
აი როგორ იქცევა. თითქოს ნაწყენი უნდა იყოს სკოლარიზე მაგრამ გუნდს დაყვება თამაშებზე
გასახდელში ჩადის, ამხნევებს ბიჭებს. დავიჯერო ის სკამზე და გასახდელში სიტუაციას არევდა.
გუნდში დაძანულობას შეიტანდა? წარმოუდგენელია
რონალდინიო კიდე ჰო. ცოტა არასერიოზული ტიპია. არც დისტიპლინა უყვარს.
შეიძლება იგივე ნიემარსთვის კაი მაგალითი არ ყოფილიყო მაგრამ კაკა?
რა დისტიპლინის დარღვევაზე და გუნდის არევაზეა ლაპარაკი კაცი მე მგონი ვაჟიშვილი იყო სანამ ცოლს შეირთავდა და არც უღალატია.
ეგეთი კაცი ბენჩზე მწვრთელმა უნდა ინატროს და ცოლმა სახლში.
და რა კომფორტულია როცა არ გაამართლებს ნეიმარი და მის მაგივრად კაკა შემოგყავს.
ვინ გაგაკრიკიტიკებს?
არც არავინ. იტყვიან რაც შეეძლო გააკეთა ამ კაცმაო და ეხლა თვითონ ვერ შევარდება მოედანზეო.
წაკბენენ გაზეტები 1-2 დღე და დაავიწყდებათ როგორც პერეირას აურაცხელი ცოდვები დაავიწყდათ 2006 წელს.
ადამიანი რომ კაკას და რონადინიოს არ წაიყვანს ანუ ხალხს რომლის გუნდში ყოფნასაც არავინ გააპროტესტებდა
იმას ნიშნავს რომ მოგებას აპირებს და ამიტომ იმაზე კი არ ფიქრობს წაგების შემთხვევაში ნაკლები კრიტიკა შემხვდესო
საერთოდ არ ფიქრობს წაგებაზე
ოღონდ მოგებას ის თავისებურად ხედავს
მიაჩნია რომ ეხლა ერნანაეში უკეთესია კაკაზე მოედნის ცენტრში
და ამიტომ ურჩევნია ყოველი შემთხვევისთვის სკამზე ერნანეში იჯდეს და ვინმე სხვა მხოლოდ სახელისთვის
ჩვენ შეიძლება ბევრი ვიდავოთ ეხლა მართლა ერნანეში 2014>კაკა 2014-ზე თუ არა
მაგრამ რადგან წაიყვანა ესე იგი აქვს გეგმა B
თორე ისე რა გიჟია ხალხს გაალანძღინოს თავი
მანცდამიანც ერნანეშს ნუ გამოვეკიდებით
შეიძლება არც გამოვიდეს მოედანზე
მაგრამ დემოსტრაციულად უარის თქმა მეგა, უკვე ნელ-ნელა ქრობისკენ წასულ ვარსკვლევებზე დედუქციის მეთოდს თუ მოვუხმობთ ამტკიცებს იმას რომ გეგმა B არსებობს და მის შესრულებას სკოლარის ხედვით ვილიან-რამირესი-ერნანეშ-ჰალკი და ოსკარი უფრო კარგათ შეძლებენ.
რამდენად გამოვა ეს ყველაფერი ან რამდენად იმუშავებს არ ვიცი
ფეხბურთია ესა და არა 1000 რაღაც ხდება
ჰოლივუდის ბლოკბასტერი არ არის ყველა გეგმა მუშაობდეს რასაც კი მთავარი გმირი მოიფიქრებს
სკოლარი არც მესიაა და არც წყალზე მოსიარულე
სადაც ტელე სანტანას არ გამოუვიდა თავის ჩანაფიქრი რა გარანტია არსებობს რომ ამას გამოუვა
მოკლედ მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი

და როგორ დამთავრდება თამაში წარმოდგენა არ მაქვს
უბრალოდ დარწმუნებული ვარ რომ იმისა რომ უნეიმაროდ თამაშის გეგმა არსებობს
და ეხლა არ ზის სკოლარი და ამაზე არ ფიქრობს
ეს ყველაფერი კაი ხნის მოფიქრებულია
ხოდა იმტვრიოს ეხლა ლიოვმა თავი რა უდევს სკოლარის თავში

ჩვენ მშვიდად დავიძინოთ ხვალ მშფოთვარე ღამე გველის