1950 წლის 6 ივლისი მარაკანასო
2014 წლის 9 ივლისი მინეირასო
ალბათ ესე დაარქმევენ

აი განადგურებული ვარ.
მას მერე რაც 93 წელს გადავწყვიტე რომ ვსიო უკვე ბრაზილიის ბალეშიკი ვარ ამერიკაში მაგათ მხარეს უნდა ვიყო
თან რაღაც რაღაცეები გავიგე
ერთი ოცნება მქონდა ჩატარებულიყო მსოფლიო ჩემპიონატი მარაკანაზე სადაც ბრაზილია მოუგებდა არგენტინას ფინალს და აწევდა თასს
24 საათზე ნაკლები დროის წინ ეს ჯერ კიდევ შეიძლება მომხდარიყო
ყველაფრის გათვალისწინებით (არც თუ ისე კარგი თამაში გუნდის, ლიდერების არყოფნა, გერმანიის სიძლიერე და ა.შ) თეორიულად შესაძლებელი იყო.
რეალობაა რააა? დაწერა ერთმა კეთილმა იუზერმა აგერ გერმნიის თემიდან
როგორც ბრაზილია იყო გერმანიაზე ძლიერი გუნდი 2002 წელს
ისე გერმანიაა ჩვენზე ძლიერი დღეს.
რა არის ამის მიზეზი?
დროებითია ეს თუ ხანგძლივი დროის განმავლობაში გაგრძელდება ეს სხვა თემაა
და თამაშის მეორე დღე ყველაზე ცუდი დროა ამის გასარჩევად როცა ემოცია სჭარბობს.
ამიტომ ყოველგვარი ოპტიმიზმი რაც მე მქონდა და ბევრი არ მქონდა
აგერ გადახედეთ ფორუმს და ეგ ხო მაინც ინახავს პოსტებს
უფრო თავის გამხნევება იყო და რაღაც სენსაციის მოლოდინი
რომ ბრაზილია გაიმარჯვებს ერთხელ ისე რომ გაუმართლებს
გადაახტება საკუთარ თავს და იქნება ისეთი ჩემპიონი როცა ვერ ჯობია სხვებს ერთი თავით მაგრამ მაინც ჩემპიონია
სახლში თამაშის, ჟილკის, გამართლების და იღბლის ხარჯზე
კაცს რომ რაღაცის სურვილი აქვს თორე
შე ვირო შენა
ხო რაღაცა წაგიკითხვას და ბოლოს და ბოლოს რაც კი თამაშების ჩანაწერები არსებობს თითქმის ყველა გინახავს რაც უთამაშია ბრაზილიას მუნდიალზე
მთლიანი თამაში თუ არა ხანგძლივი მიმოხილვა მაინც
სად ნახე ერთი რომ ბრაზილიას ეგრე მოეგოს ერთხელ მაინც
ისეთი გამართლება რომ ქონოდათ როგორიც საჭირო იყო ამ მუნდიალის მოსაგებათ
5 გზის კი არა 10 გზის ჩემპიონები ექნებოდნენ უკვე თუ თორმეტგზის არა
90 წელს მოჯადოვებული კარი მახსოვს არგენტინასთან არაფრით რომ არ შევიდა შიგნით ბურთი
ეგ არის პირველი შთაბეჭდილება ბრაზილიის ნაკრებისა რაც მომსდევს და ეხლა ვხვდები რომ მთავარიც ეგა ყოფილა
თითქოს რატო უნდა დაიგლიჯო ვიღაც გადამთილებისთვის ნერვები მაგრამ
თუ მართლა არ განიცადე
და ნერვები არ აიშალე
ისე გამარჯვების სიხარულის შეგრძნებას რა აზრი აქვს
ტკბილი არ იქნება
არ შემიძლია მე ესე ნელთბილი ყოფნა არაფერში
ფეხბურთი ჩემთვის ის არაა ლუდს დავაყოლო და ჩიპსებს და კომფორტულად ვუყურო დიდ პლაზმურ ეკრანზე უბრალოდ რომ დრო მოვკლა
აბა როგორ არ განვიცადო
და ვაწყვეტ ამასაც თავს და მაქვს ყოველ 4 წელიწადში ერთხელ დიდი გლოვა
არ ვამბობ რომ კარგია ეს მაგრამ მე ეხლა ჩემ ფეხებს შევიცვლები
ხოდა იმათთვის დავწერე ეხლა ამდენი უაზრობა
რომ არიან აქა ამ თემაში გულშემატივარნი ნაღდები
ხოდა ზოგი მეტად განიცდის ამ ამბავს ზოგი ნაკლებად
ყველა კი განვიცდით
გუშინელ დღემდე ჩვენ მთავარი გვაკლდა მაინც არ ვიყავით ისეთები როგორებიც იყვნენ ის ტიპები რომლებიც უყურებდნენ გარინჩას, პელეს და ტოსტაოს და აგემოვნებდნენ დიდი გამარჯვებების გემოს საყვარელ გუნდთან ერთად
ჩვენ არ ვიცოდით რა იყო მარაკანასო
დიდი ტკივილი და უსუსურობის განცდა ამავდროულად
გადმოცემით კი ვიცოდით მაგრამ ჩვენ ტყავზე არ გვქონდა გამოცდილი
და ეხლა უკვე ვიცით
ეს პირველი გაკვეთილი და მეორე
ჩვენ ვერასოდეს მოვიგებთ მუნდიალეს თუ ვინმეს არ ვაჯობებთ
ჩვენ მთავარ კონკურენტებზე ძლიერები არ ვიქნებით მინიმუმ 1 თავით მაინც
გერმანიას რომ 3:0 მოეგო
ვიტყოდით მერე რა ნეიმარი და სილვა არ იყვნენ
გერმანელები ფორმის პიკში შეხვდნენო და კი დაგვწყდებოდა გული მაგრამ გადავატარებდით ამას როგორც ვარსკვალავური გუნდის წაგება გავატარეთ ფრანგებთან
ამ 7:1 ვერ მოვინელებთ ვერასდროს

პირობას გაძლევთ, ვინც მოინლებს ის არ ყოფილა ნამდვილი ბრაზილეირო და იბრალებს

მი ბუდემ ს ეტიმ ჟიტ
სელესაო არ ყოფილა არასდროს ნე რიბა ნე მიასა გუნდი
თუ წაგებაა ეგაც ეპიკური უნდა იყოს და კიდევ კარგი იყო
და დღეის ამას იქიდან მომავალში ჩვენ ყოველთვის გვექნება შიში რომ მინეირასო არ განმოერდეს
ყოველი გამარჯვება იქნება დამტკიცება იმისა რომ ის რაც მოხდა მხოლოდ შემთხვევითობა იყო
და ბრაზილიაში გაიზრდება თაობები იმ სულისკვეთებით რომ თავისი გამარჯვევებით და ოსტატობით გადაფარონ მინეირასო
როგორც პელემ და კამპანიამ გადაფარეს მარაკანასო
აგერ ნახეთ თუ ესე არ მოხდეს
ფეხბურთი ბრაზილიის გარეშე არ არსებობს
ისევე როგორც ბურთი არ შეიძლება იყოს ოთკუთხედი
ბოლო დროს ძაან გარობოტდა ფეხბურთი
პოეტურობა აკლიაო
და აგერ პოეტურობა და სენტიმენტები
ყველაზე ტიტულოვანი გუნდი სახლში ყველაზე დიდი ანგარიშით აგებს ისტორიაში ნახევარფინალს
ისეთი ჩავატარეთ მიმიქარავს ბერძნული ტრაგედია
ცხონებული შექსპირი კიდე ალბათ შურით სკდება საფლავში

ამ ქვეყანაში ფეხბურთის თამაშს მაინც არ გადაეჩვევიან ასე რომ გამარჯვევბებიც მოვა სად წავა
ცოტა სასაცილოთ კი ჟღერს ეხლა მაგრამ მაინც ვიტყვი
რუმო აუ ჰექსა !!!