საფეხბურთო ჩემპიონატმა ბრაზილიაში ინფლაცია გააღრმავა

ბრაზილიაში ოქტომბერში არჩევნები გაიმართება და, როგორც Bloomberg–ი წერს, პრეზიდენტი დილმა რუსეფი შესაძლოა დამარცხდეს, რისი მიზეზიც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში ქვეყნის ეროვნული ნაკრების წარუმატებლობაა.
სწორედ ამით ხსნის სააგენტო ბრაზილიური რეალის ზრდას დოლართან მიმართებაში – წლის დასაწყისიდან დღემდე მან უკვე 6,7%–ით მოიმატა, რაც განვითარებად ქვეყნებს შორის საუკეთესო შედეგია.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ინვესტორების იმედები ბრაზილიის პრეზიდენტის შემცირებულ რეიტინგს და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაში ცვლილებების დაწყების მოლოდინს უკავშირდება.
ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების გამანადგურებელი მარცხი ჯერ გერმანელებთან ანგარიშით 1:7, შემდეგ კი ჰოლანდიელებთან 3:0 კიდევ უფრო არყევს რუსეფის რეპუტაციას ამომრჩეველთა თვალში.
გაუგებარია, რა კავშირშია ამ ყველაფერთან პრეზიდენტი, მაგრამ დასავლეთის გამოცემები სწორედ ასე აშუქებენ არსებულ სიტუაციას.
Bloomberg–ის გამოკითხვის თანახმად. ქვეყნის მხოლოდ 38% უჭერს მხარს ქალბატონ რუსეფს.
ეკონომისტებმა ბრაზილიის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი წელს 1,07%–დან 1,05%–მდე შეამცირეს. ახლა კი ეს მაჩვენებელი თითქმის ნულს უტოლდება. სხვა პრობლემების გარდა, ქვეყანაში ფასების ზრდა დაიწყო, მსოფლიო ჩემპიონატმა კი მხოლოდ გააღრმავა ინფლაცია.
სწორედ ფასების ზრდის გამო ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა, განაკვეთი გაეზარდა, რომელიც ამჟამად 11%–ის დონეზე იმყოფება.
ვამბობდი კრიზისია თქო და აგერ, ა...
This post has been edited by Borris on 15 Jul 2014, 16:44