უვიცივის თუ არა შენ გეცოდინება

მერამდენე ქამბექია ეს მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების? ვიცოდი მაგრამ ამერია სათვალავი.
ინგლისთან რომ დააქამბექეს ყველაზე მეტი ქონდათ.
ეხლა ერთი კიდე მიემატა და მე მგონი მაგაშიც ვერ დაგვეწევა კარგა ხანი ვინმე.
კიდევ ერთი უნიკალური რეკორდი შეიძლება დაიდოს ცოტა ხანში.
თუ ბრაზილამ მოუგო მექსიკას გამოვა ისე რომ 1982 წლიდან მოყოლებული პირველ ორ თამაშში უკვე ინაღდებს გუნდი ფლეი ოფის საგზურს.
გამოდის რომ 30 წელზე მეტია თეორიული შანსიც კი არ ყოფილა გუნდის ჯგუფში ჩარჩენის.
ეხლა თამაშს რაც შეეხება.
98 წელს ამ ხორვატიის მეოთხედი ფასიც არ იყო შოტლანდია და როგორ გაგვიჭირდა მგონი გვახსოვს ყველას.
არადა ზე ხალხი იყო მაშინ გუნდში.
ესეა, გახსნის თამაში ყოველთვის მძიმეა.
პირველად როგორც ესეთი 66 წელს გაიმართა ინგლისი-ურუგვაი და წაიყარეს მაშინ თავზე ფერფლი კუნძულელებმა ეს გუნდი რისი მომგებიაო.
ჰოდა ეგრეა, ფავორიტს უჭირს ყოველთვის ეს გახსნის თამაში არა აქვს მნიშვნელობა ჩემპიონის რანგში ხვდება თუ მასპინძლის.
ეხლა გერმანიამ რომ კოსტა რიკა გაიფინა არ უნდა შევადაროთ მაგას იმიტომ რომ რაკიტიჩი+მოდრიჩი ტრანსფერები იმდენი ჯდება კოსტა რიკის 5 წლის ბიუჯეტია.
დანარჩენი თამაშები რომ ავიღოთ და აღარ შეგაწყენთ თავს თუნდაც იგივე გერმანია-ბოლივია ფავორიტი აგდებს თამაშს ყოველთვის და იმის 30% არ აკეთებს რასაც მისგან ელიან.
ამ ფონზე ეს იყო ნორმალური და ჯიგრული დაწყება.
მე არ ვამტკიცებ რომ გადავიმტვრევთ მუხლზე ყველას და უფრო მეტიც ყველაზე პესიმისტურად ვარ განწყობილი რაც კი მუნდიალს მოვსწრებივარ და სელესაოსთვის მიბალეშიკია.
მე უბრალოდ იმას ვამბობ რომ ამ თამაშით არანაირი დასკვნის გაკეთება არ შეიძლება არც კარგის არც ცუდის.
ვიყავით ნომერ პირველი ფავორიტები ისევ ვართ.
ერთი მახარებს ოსკარის კარგი ფორმა.
ცოტა მაშფოთებს ზედმეტად ემოიციური განწყობა.
არ მომეწონა ეს ჰიმნის დროს ცრემლიანი თვალები და ზა სპინოი მასკვა განწყობა.
ამან დაგვმართა მარაკანასო 1950-ში და რაღა შორს მივდივართ ჰოლანდიასთან მეორე ტაიმი 4 წლის წინ.
ცოტა უნდა მოეშვნენ ბიჭები ეს რაგბი არაა ფეხბურთია.
თუ არ დაიკიდეს რომ აგერ 200 მილიონი კაცი უყურებს და ლოცულობს მათზე და თუ დაავიწყდათ რომ ფეხბურთი პირველ რიგში თამაშია რისგანაც პირველ რიგში შენ სიამოვნება უნდა მიიღო ისე არაფერი გამოვა.
სელესაოს არ გამოსდის თორე სხვები რაში მაინტერესებს ამ შემთხვევაში.