8 ფეხბურთელი, რომელიც “ჩელსის“ დატოვებს
თარიღი: ივნისი 23, 2014
1346362244_chelsea
გუშინ, ინგლისურ გამოცემა, Metro-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ლონდონის “ჩელსის“ გულშემატკივრები ამ ზაფხულს იძულებულები გახდებიან გამოემშვიდობონ კლუბის 8 მოთამაშეს, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც კონტრაქტები ეწურებათ.
პირველ რიგში, საუბარია დავიდ ლუისზე, რომელიც “პარი სენ-ჟერმენში“ გაიყიდა, ასევე ეშლი კოულსა და ლამპარდზე, რომლებსაც კონტრაქტები ეწურებათ.
ზემოხსენებულ ფეხბურთელთა სიას უახლოეს პერიოდში დაემატება ფერნანდო ტორესი, რომელუ ლუკაკუ, პეტრ ჩეხი, ჯონ ობი მიკელი და რაიან ბერტრანი. ამ ფეხბურთელების გაყიდვით, “ჩელსი“ დაახლოებით 70 მლნ. ფუნტი სტერლინგის გამომუშავებას მოახერხებს და ეს ფინანსები დაიხარჯება ახალი მოთამაშეების შესაძენად.
გარდა ამისა, კლუბი გეგმავს დაახლოებით 13 მილიონი ფუნტის მიღებას იმ ფეხბურთელების გაყიდვით, რომლებიც სხვა კლუბებში იჯარის წესით არიან გასხვისებულები.
წყარო: Metro
მოვა აგვისტო და ისევ აქა ვარ.
This post has been edited by lasha1997 on 23 Jun 2014, 00:57