ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა, L'Equipe-ს ინფორმაციით, უეფა ეჭვობს, რომ "პსჟ-ს" და "ცრვენა ზვეზდას" დაპირისპირება ჩაწყობილი იყო.
მატჩი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის, ჯგუფური ეტაპის, მეორე ტურში შედგა და "პსჟ-ს" გამარჯვებით, 6:1 დასრულდა.
გამოცემის ცნობით, უეფას, წყარომ შეატყობინა, რომ სერბული კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა, სხვადასხვა საბუკმეიკერო კომპანიებში 5 მილიონი ევროს ფსონი გააკეთა იმაზე, რომ მისი გუნდი სწორედ 5-ბურთიანი უპირატესობით დამარცხებოდა.
საკლუბო ფეხბურთის ორგანიზაციამ ამ ფაქტის გამო საფრანგეთის პროკურატურას უკვე მიმართა და საქმის გამოძიება დაწყებულია.
სულ არაა ყომარი ფეხბურთში