წავიდა ნაკრებიდან ჩემი და არამარტო ჩემი აზრით ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
დასრულდა 14 წლიანი სანაკრებო კარიერა:
133 მატჩი 13 გოლი...
ტიტულები:
ევროპის ჩემპიონატი (2) 2008,2012
მსოფლიო თასი 2010
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 1999
პირველად ნაკრებში 2002 წლის მსოფლიოზე მახსოვს, კორეასთან რომ შემოვიდა და პენალტი დაარტყა. იმ პენალტზე უკეთესი მინახავს თუ არა 12 წლის მერე ახლაც არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო
2002 ში არ იყო ძირითადის წევრი
არც 2004 ში
2006 ში დაიწყო და 2008 კი მართლა დაიწყო და დაიწყო...
2008 ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი საიდანაც დაიწყო ესპანეთის ნაკრები..
ჩემთვის 2010 მსოფლიო თასის საუკეთესო ფეხბურთელიც...
დღეს დელ ბოსკემ თქვა:
"Xavi has been key in Spain's style and in all the success achieved,"
""We all agree that Xavi is so important for us - even more important than the coach. He'll always be appreciated by the [Spanish Football] Federation, by the coach and by the national team."
"Spain won't find another Xavi"
2011 წელს მარკამ ჩაატარა გამოკითხვა და მომხმარებელთა დაახლოებით 86%-მა ესპანეთის ნაკრების ყველა დროის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად დაასახელა...
ეს უბრალოდ პირადი მიღწევებია და ზოგადად ამას არაფერს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ის ყოველთვის ჩემთვის უსაყვარლესი ფეხბურთელი იქნება.
¡ADIOS, MAESTRO!