საღ გონებაზე, გუშინ მეზობლები გავაღვიძე ლიოვის და იოზილის გინებაში.
1. ლამი - გადავიადა თუ არა მარჯვნივ, თავის ადგილზე ეგრევე დაეტყო გუნდს და მასაც. ბევრად უფრო ლაღი გახდა, შეტევებზე გავიდა, მაგან და შურლემ აიკლეს ბოლოს მარჯვენა ფლანგი. ცენტრში კიდევ დგას როგორც საშუალო დონის ფეხბურთელი, ჰა ცოტა უკეთესი. ასე რთულია ამის დანახვა? 2 კაცი ვერ ხედავს ამას მსოფლიოში, ლიოვი და გუარდიოლა. ერთმა ხომ ჩააჯმევინა ბაიერნს წელს, მეორე გერმანიის ნაკრებს მოუვლის.
2. შვაინა - მეეჰ, ვეღარ არის ის რაც იყო. არ ვიცი რისი ბრალია, იმედია ჯერ ფორმის აღდგენა ვერ მოახერხა და სიბერის ბრალი არ არის
3. ჰიოვდეს და მუსტაფი - საერთოდ რატომ არიან ნაკრებში. ჰიოვედესი კარგი ჯანდაბას, არ აქვს დიდი არჩევანი, მაგრამ მუსტაფი? კი ###ობაა ამის თქმა, მაგრამ თუ 1 თვით მაინც გაიტრავმა კარგია.
4. მერტე - გუშინ ბევრი იმუშავა, სისწრაფე არ აქვს და შეეცი თუ გინდა მაგრამ რამდენიმე კარგი ბურთი გამოიღო. ჰუმელსის გარეშე მაინც უჭირს.
5. ხედირა - კი ვითომ რაღაც, მაგრამ ერთი მოშნად ჩაისვარა საჯარიმოში გამოტანისას და გოლს ძლივს გადავრჩით.
6. კროსი - ბევრი ირბინა და სხვათაშორის უაზროდ არა, რამდენჯერმე სახიფათოდაც დაარტყა. უკეთესადაც შეუძლია, მაგრამ გუშინდელი გუნდის საერთო ფონზე ცუდი არ იყო.
7. ბოატენგი - ბევრჯერ გადაგვარჩინა, ბევრჯერ ჩაისვარა. ანუ როგორც თამაშობს ისე ითამაშა :/
8. მიულერი - მიულერი რომ არა, ჩემ ფეხებს გავიდოდა გუშინ გერმანია. იგივე გააკეთა, რაც რობენმა მექსიკასთან. მთელი თამაში არ გაჩერებულა, რამდენიმე საკაიფო დრიბლინგი. ფლანგი აიკლო და ბოლოს შედეგიც დადო.
9. შურლე - ძალიან კარგად ჩაერთო, საფრთანგეთთან ძირითადიდან უნდა დააწყებინოს წესით, მაგრამ ლიოვმა რა იცის წესი.
10. ნოიერი - ყველაზე მაგარი ფეხბურთელი მიმდინარე ჩემპიონატზე. გარდა იმისა, რომ ძალიან მაგარი მეკარეა, ტიპმა გუშინ ჰუმელსის მაგივრად ითამაშა და ერთი შეცდომა არ დაუშვია, რამდენჯერ გამოვიდა. არ ვიცი იმ ჟღვინტლიჭამიას დავალებული ქონდა თუ არა ასე გამოსვლებზე თამაში და დაცვა ნოიერის იმედზე იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია რამდენიმე გოლს გადაგვარჩინა, როდესაც ბოატენგი და მერტესაკერი სპორტული ინტერესის გამო მისდევდნენ ალჟირელებს

11. იოზილი – ###ობის აპოთეოზი. იგივე ლიოვი, ოღონდ მოედანზე.
12. ლიოვი – უნიჭო მწვრთნელი, გუშინ დაჟე ვფიქრობდი ალჟირთან გამოვარდნილიყვნენ რომ ეს ტრიპერი როგორმე მოიშოროს ნაკრებმა. შეიძლება ნახევარფინალიც დადოს ეხლა ამ სირმა, ან დაჟე ფინალიც სადაც წააგებს ჩვეულ სტილში და დარჩება კიდევ 4 წლით. რატომაც არა, ფინალზე და ნახევარფინალზე ოცნებობენ სხვა გუნდები. არადა რომ არა გუშინ მიულერი, ნოიერი და შურლე ამ სლეს საერთოდ ტაქტიკური მონახაზი თუ ქონდა. შეტევის დროს უკან აბრუნებდნენ ბურთს ტიპები და რატომღაც მგონია რომ ამ სლის დავალება იყო ნებისმიერი შეტევის ნოიერიდან დაწყება. როგორი ჩასვრილიც არის თვითონ, ისე ათამაშებს ნაკრებს. უაზროდ. ბრმა დაინახავდა გუშინ როგორი საჭირო იყო ცენტრფორვარდი მითუმეტეს, კლოზეს მსგავსი, რომელსაც ნებისმიერი ადგილიდან გააქვს გოლი თუ საჯარიმოშია. რამდენჯერ გაარღვიეს ფლანგები შურლემ და მიულერმა და გამჭოლ პასზე ბურთზე დამრტყმელი არავინ იყო, ჰაუტზე გადადიოდა :/ მაგრამ არა, მთავარია იოზილი ჯვამდეს 120 წუთი და კლოზეს დედა არ ვატირე.
ალჟირს რაც შეეხება, არავის ეგონოს, რომ რომელიმე გუნდზე ნაკლები იყო, ვინც 16–ში დარჩა ბევრზე მეტი თუ არა. სასწაული ფიზიკური მომზადება და სისწრაფე ქონდა გუნდს, + უზარმაზარი მოტივაცია, როგორიც არცერთ გრანდს არ აქვს როგორც წესი. თამაშის დაწყებამდეც დავწერე, როდესაც ხალხი საფრანგეთთან შანსებს ითვლიდა, რომ ჯერ ჯობდა ალჟირს გავცდენილიყავით. ადვილ თამაშს ნამდვილად არ ველოდი, უბრალოდ ნერვები მომიშალა ჩვენი მწვრთნელის სიბეცემ, რომელსაც რამდენჯერმე შეეძლო ძალიან მარტივად გამოეცნო ცვლილებები და თითქოს ჯინაზე არაფერს ცვლიდა.
მოკლედ, არავინ ჩამოწეროს არც გერმანია და არცერთი გუნდი საერთოდ ვინც მეოთხედფინალშია. არავინ იცის რა მოხდება და უაზრობაა საერთოდ ვინმეს შანსებზე ლაპარაკი. 50–50–ზე აქვს ყველა მეოთხედფინალისტს შანსი. დაველოდოთ.