გილოცავთ ყველას პირველ რიგში...
საბელამ ითამაშა ისე, როგორც უნდა ეთამაშა ბელგიის წინააღმდეგ, მაქსიმალურად პრაგმატულად და მინიმალური შეცდომებით
კლასნად და უშანსოდ მოვუგეთ, გარკვეულწილად იმიტომ რომ, ბელგიას ის აკლდა ზუსტად რაც ამ სტადიაზე არის აუცილებელი, და რასაც ვწერდი თამაშის წინ კიდეც
ის კი მართალია, რომ კონტრებზე მთლად კარგად ვერ გადავდიოდით, მაგრამ გაიხსენეთ რა შემადგენლობით ვიყავით, დიმა სტარტზევე გაიტრამვა და გავიდა, მარცხნივ ბაასანტა გვედგა, რომელსაც ნებისმიერ წამს შეიძლებოდა მოეჯვა, ამიტომ ლავესი მას ეხმარებოდა დაცვაში, და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდა
ამის გარდა დიმას მაგივრად შემოსული პერესიც უფრო დაცვითი სტილია ვიდრე შემტევი, ასე რომ მაგ მხრივ სანერვიულო ნაკლებია
დადებითი მომენტები იყო რათქმაუნდა იგუანის გამოღვიძება, გოლს რომ თავი დავანებოთ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო
იმდენი ვიძახეთ მეკარე და მცველებიო რომ აგერ გოლს არ ვუშვებთ უკვე მეორე თამაშია
ფაქტიურად კარში ვერ გვირტყამენ წესივრად, გარაი ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ მახსენდება , მაგის ზენიტში გადასვლა ნერვები მეშლება
დემიკელსისიც კარგი იყო, ერთი ორჯერ კი ჰქონდა რაღაც ჩვეული გამოხტომები, მაგრამ გართულების გარეშე ჩაიარა საბედნიეროდ
იმედია დი ამრია სრულ მზადყოფნაში იქნება, და სრული შემადგენლობით წინ ფინალისკენ
ტოტოს კომენტარი მაინტერესებს, იმედია არ გვთვლის ჰოლანდიასთან განწირულად