ვახ ჩემი 1 საათია თემას ვეძებ!
ეს სად მოვხვედრილვართ

თამაშს რაც შეეხება, ყველა ჩემი სიტყვა უკან მიმაქვს საბელაზე, მიუხედავად იმისა რას იზამს შემდეგ 2 თამაშში (და იმედია ექაც სასიამოვნოდ გამაკვირვებს). ტაქტიკა ტაქტიკაო, და ჩახადა ვილმოტს, მარტო მე კი არა ყველა გააკვირვა, 90 წუთის განმავლობაში ყველა თამაშში მინიმუმ 15-20 კარის მიმართულებით დამრტყმენლმა გუნდმა 1 თუ 2 დაგვირტყა მხოლოდ! გაკვირვებული ვუყურებდი დემიკელისს, სად იყო აქამდე?

მესის ის უნდა გაეტანა, არ შეშვენის ასეთი "უკლასო" დაბოლოება, არადა 100% ით დარწმუნებული ვიყავი მარჯვნივ მოატყუებს მეთქი კურტუას და შეაგორებს ცარიელ კარში

.
ძიმკას ტრამვა უდიდესი დანაკლისია, და გამოჩნდა კიდეც ხეირიანად რომ ვერ გადავედით კონტრ შეტევაში მეორე ნახევარში 2-3 კინკილა მომენტის გარდა.
იგუაინის ორივე დარტყმამ გოლი+ხარიხა გაბრიელი გამახსენა, (არ დამძრახოთ მკრეხელობისთვის

). ასევე დალაგებულად თუ ითამაშეს ჰოლანდიასთან უპრობლემოდ წამოვიცვამთ, და ფინალშიც ანალოგიურად. იქ ან დამტვრეულ გათანგული გერმანია იქნება, ან კიდევ უნეიმარო ბრაზილია, და მარტო მსაჯები იმედია ვერ მოგვიგებენ

წინ არხენტინა!