ისტორიულად: არგენტინას 1 მოგება, ჰოლანდიას 4, ფრე 3. ბურთები 6:13 (ერთადერთი დუბლი არგენტინელთაგან კემპესს)
რობენი ხომ სწრაფია (ფიფას მონაცემებით 31.6 კმ/სთ განავითარა) მაგრამ მხოლოდ მეორე რეიტინგში (ფიფა-სისწრაფე), პირველზეა...როხო

31.8 კმ/სთ
რობენო ნო პასარა

მესის მაქსიმუმი: 29.6 (მემგონი შვეიცარიასთან გოლზე, ერთხელ რომ გაინძრა

)
მარკას სტატისტიკა: რობენმა ამ მსოფლიოზე 14 კილომეტრით მეტი(!) ირბინა ვიდრე მესიმ
და ყოველი დილა მესის იწყებაო მასკერანოსთან ერთად მეტოქეების ჩანაწერების ანალიზით

(რათქმაუნდა თან რაღაცას შეექცევა, ,,მატეს")
როხოს ლავესის დაახმარებს საბელია, მოკლედ იგივეს ტოვებს: რომერო, საბალეტა, დემიჩელისი, გარაი, როხო, მასკერანო, ბილია (შანსი გაგოსაც აქვს), ენცო, ლავესი, მესი, იგუაინი
ვან გაალი დე იონგით და ყველა საუკეთესოთი ვინც ყავს, მხოლოდ იმას ეჭვობს, უფრო დაცვითი ვეინალდუმი ჩასვას 3-5-2-ში (5-3-2 დაცვისას, ფლანგზე კუიტი-ბლინდი) თუ უფრო შემტევი დეპაით 3-4-3-ით (5-2-3 დაცვისას)
ვან პერსის მუცელი ტკიოდა, მაგრამ ითამაშებსო, კუნი შეცვლაზე
ტემპერატურა 19 გრადუსი, შეიძლება თამაშის დროს 13-იც იყოს (ასეთ ,,სიცივეში" ამ გუნდებს არ უთამაშიათ ჩემპიონატზე)
ტენიანობა 74%, წვიმაც იქნება სავარაუდოდ
თურქი მსაჯი ზოგადად არ იძლევა ხისტი თამაშის უფლებას (პორტუგალია - ესპანეთზე 9 ყვითელი მისცა და ამან გააგდო ნანი რეალთან) მაგრამ ბრაზილია - მექსიკის თამაშზე 31 დაჯარიმა იყო და მხოლოდ 4 ყვითელი
* * *
2008-ის ოლიმპიადაზე არგენტინამ დი მარიას დამატებითში გატანილით 2:1 მოუგო ჰოლანდია, იმათ მარტო დე გუზმანი ყავდათ, ამათ 9 კაცი დღევანდელი შემადგენლობიდან
21 წელია არგენტინას დიდი ტურნირი არ მოუგია, ყველაზე დიდი პერიოდია მათ ისტორიაში. 59-ის კოპა ამერიკიდან 78-ის ჩემპიონობამდე 19 წელი იყო გასული (4 წაგებული ფინალი)
ჰოლანდიამ 3 თამაში ამოქაჩა (მოგება), არავის ამოუქაჩია 4 მუნდიალზე (გერმანია70-საც 3 აქვს) და არავის არასდროს ყოლია ჰოლანდიამდე 5 ,,ესპანურ-ენოვანი" მეტოქე (ბელგიას ყავდა 86-ში ოთხი)
ფიფას რეიტინგი არ გამოქვეყნებულა, მაგრამ არგენტინაა ამ წამისთვის პირველზე, ზედიზედ 5 აქვს მოგებული (გაიმეორეს 86-ის შედეგი) მუნდიალზე, 6 რეკორდი იქნება