http://blogs.liberali.ge/ge/blog/1857/119040/ვისაც გახსნა დაეზარება იმათთვის დავაკოპირებ

"არ არის აუცილებელი კომენტატორმა ყველაფერი იცოდეს"
ვასილი უტკინი
"კომენტატორმა რამე მაინც უნდა იცოდეს"
ირაკლი დათუნაშვილი
ბრაზილიელებმა დღემდე არ იციან როგორ მზადდება ფორთოხლის წვენი იმიტომ, რომ ისინი ფორთოხლით ფეხბურთს თამაშობენ და აბა ბურთს როგორ გამოწურავენ.
ბრაზილიელები ყველაფრით ფეხბურთს თამაშობენ. შეიძლება თავებითაც. რიოს გეტოებში. შეიძლება დღევანდელი ფეხბურთის სამშობლო ინგლისია,
შეიძლება ფეხბურთის მსგავსს ინკები თამაშობდნენ და კიდევ უფრო ადრე ჩინელები, მაგრამ ბრაზილიელებს ფეხბურთი მაინც ყველაზე მაგრად უყვართ.
სწორედ ეს წლევანდელ მუნდიალს კიდევ უფრო დრამატულს ხდის - მუნდიალი იქ, სადაც ფეხბურთი ყველაზე მეტად უყვართ და იციან.
ფეხზე მყარად მდგარ კლიშეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მეორე ტურიდან იწყება, არ ვეთანხმები, მაგრამ როგორც მორიგი სნობი და სტერეოტიპების ტყვე,
ამ კლიშეს გამოვიყენებ და ფეხბურთზე მეორე ტურის დაწყების, შესაბამისად მუნდიალის "ჭეშმარიტი" დაწყების შემდეგ დავიწყებ წერას. ახლა კი იმ უხერხულ მომენტზე,
რომელიც გარკვეულ დისკომფორტს მიქმნის და ხელს მიშლის მუნდიალს სიამოვნებით ვუყურო.
ეს უხერხული მომენტი კი არა, ძალიან უხერხული მომენტია. მომენტიც არ არის. ეპოქაა. უსასრულობა. მარადისობა. და მას აქვს სახელი, მაგრამ არ მინდა ვთქვა.
საერთოდ მიმაჩნია, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას, ყოველთვის უნდა მიუთითო სად არის პრობლემა, სად ჩანს, ვინ არის. ყველაფერს უნდა დაერქვას სახელი.
ყველაფერს. მაგრამ მე არ მინდა ვთქვა, ცოტა არ იყოს ჩათლახობა მგონია, რომ აი, ავდგე და მაგალითად ვთქვა, რომ ამ უხერხულობას და დისკომფორტს ქვია დათო მინაშვილი.
აღარც მახსოვს უკვე რამდენი წელია, უხსოვარი დროიდან ამ ადამიანს მიჰყავს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მატჩების ტრანსლაციები. პირველ რიგში ეს იმის ბრალია,
რომ რაღაც ანანისტური კანონის გამო მუნდიალის მატჩების ტრანსლირების უფლება მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. მეორე პრობლემა კი ის არის, რომ ამ ადამიანს არავინ ეუბნება,
რომ ფეხბურთის კომენტატორად არ ვარგა. აესე, უბრალოდ, არ ვარგა.
მას არ აქვს ეფექტური ხმის ტემბრი, სიტყვების საჭირო მარაგი, საფეხბურთო ცოდნა, არ შეუძლია თამაშის გარჩევა, ფეხბურთელების ერთმანეთისგან გარჩევა,
არ იცის რომელი ფეხბურთელი რომელ კლუბში თამაშობს, ამა თუ იმ ფეხბურთელმა როგორ და რამდენი ითამაშა გასულ სეზონში, არ აქვს იუმორი და რამე განსაკუთრებული ცოდნა,
რომ ფეხბურთისგან მოგწყვიტოს და ვთქვათ ანტიკურ ფილოსოფიაზე ან ორნითოლოგიაზე გესაუბროს. მაგრამ ის მაინც არის ფეხბურთის კომენტატორი. კომენტატორი, რომელსაც ხელფასს ვუხდი მე.
ხო, ის იტყუება. იტყუება მაშინ როცა ამბობს, რომ, მაგალითად, ბარკლი (ინგლისის ნაკრების და ევერტონის ფეხბურთელი) არ არის ევერტონის ძირითადის ფეხბურთელი.
იტყუება მაშინ, როცა ამბობს რომ ჯაკას (შვეიცარიის ნაკრების და მიონჰენგლადბახის ფეხბურთელი) სათამაშო ფორმის გამო შვეიცარიელები წუხან, იმიტომ,
რომ ჯაკას სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. ერთია, როცა გეშლება ფეხბურთელების გვარები, არ იცი რომელ კლუბებში თამაშობენ, რამდენი გოლი აქვთ გატანილი და ა.შ.
მაგრამ სულ სხვაა, როცა იტყუები და მაყურებლები განზრახ შეგყავს შეცდომაში. ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ზევით უკვე ვახსენე,
ჯაკას უთამაშებლობით ვერ იქნებოდნენ შვეიცარიელები შეწუხებულები იმიტომ, რომ ამ ადამიანს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.
და ამ ყველაფრის შემდეგ, ეს ადამიანი ფეხბურთის ექსპერტად მიიჩნევა, მას შეუძლია მოიწვიოს ფეხბურთის სინოდი,
დასვას და ეკამათოს მას სამამულო ფეხბურთის მომავალზე, წარსულზე, მენეჯმენტზე, მსაჯობაზე...
ერთი სიტყვით, როგორც ამბობენ ხოლმე nothing personal, just bussines.
ფეხბურთის არცოდნა, სულაც არ არის ცოდვა, პირიქით, ცოდვა ისაა, როცა არ იცი და სხვებს უმტკიცებ, რომ იცი. მე, ისედაც გაუბედურებული,
ყველა მხრიდან ნახმარი რიგითი ქართველი ვითხოვ, რომ დავით მინაშვილმა აღარ წაიყვანოს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები.
ხაზს ვუსვამ და ვაკონკრეტებ - მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზეა საუბარი.
უყურეთ ფეხბურთს. არ უსმინოთ. მხოლოდ უყურეთ. მომავალ შეხვედრამდე.