შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ხვალ კოლუმბია მაგრად ჩაიჯვამს, ვერაფერს გააკეთებს, გავარდება და ამას მოყვება შეთქმულების თეორიების ახალი ტალღა (ფეხბურთბრძენი ლეიბორისტი გოჩების "ბრაზილიას უწმინდავენ გზას" პონტები), თორემ პირადად მე ნამეტანი გამისწორდება კოლუმბიის გასვლა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მტერს და ავს დაცვაში ჩაყრილ ურუგვაისთან ჯახი.
ჩაჯმა შემდეგი რამის გამო მგონია:
მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში ძალიან მომეწონა გუნდი, თუ ოდნავ მაინც დააკვირდებოდა კაცი, ბევრ ხარვეზს აღმოაჩენდა ამ ერთი შეხედვით კარგ ბანდაში - დაცვას ბევრი საქმე არ ქონია და მაინც ხშირად ცდებოდა, ნახევარდაცვა მობილური არაა (როგორც მექსიკის, ჩილეს, ფრიცების, ფრანცების ან გალანძიის) და ხშირად აგვიანებს ბურთის ამოტანას ან უჭირს ამის გაკეთება, არც ფალკაოს გარეშე თავდასხმაა ნამეტანი მრისხანე.
ვიცი ბევრი შემეკამათება ამაზე (ზოგი გაიცინებს კიდეც) - მეტი რა გინდა 9 გოლი გაიტანეს სამ მატჩშიო, მაგრამ ერთია მკვდრებთან გალაღება და მეორე პლეიოფში თამაში, თან პლეიოფში გამობრძმედილ, ჩათლახ და ხისტ ურუგვაისთან, რომელიც სუას არყოფნის გამო სავარაუდოდ სვარკაზე გადაეწყობა და კონტრშეტევის იმედად დარჩება.
მეკარის საიმედოობაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ბევრი საქმე არ ქონია ჯგუფურ ეტაპზე.
ყურადსაღებია სამხრეთამერიკული ტინგიცობაც (ვგულისხმობ დროული პასის გაკეთების მაგივრად უაზრო ფინტაობას და მანჭვა-გრეხვას), რომელიც კოლუმბიას დანარჩენ ლათინოსებთან შედარებით ნამეტანი უხვად აქვს მიმადლებული.
ასევე მნიშვნელოვანი მომენტია ე.წ. საპლიეოფო გამოცდილება, რომელიც კოლუმბიას ფაქტიურად არ გააჩნია (ერთადერთხელ გავიდნენ PO-ში შორეულ 1990 წელს და იქაც რენე იგიტას ტინგიცობამ დაღუპათ კამერუნთან).
ასევე მგონია, რომ მექსიკა გავა შემდეგ ეტაპზე იმიტომ, რომ გალანძიაზე კარგი გუნდია, არ ყავს მეგავარსკვლავები, მაგრამ ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია ჯერ ჯერობით (თუ ყველაზე უკეთესი არა) - ტექნიკური, სწრაფი, ძალიან ორგანიზებული, სუპერ შეთამაშებული (ასე მგონია თვალები რომ აუკრა, მაინც ითამაშებენ) და რაც მთავარია ფეხებზე კიდიათ ავტორიტეტები.
აცტეკები არავისთან არ გამოვლენ წინასწარ ჩაჯმულ-განწირული პონტებით.
ჩემი მოკრძალებული აზრით მინიმუმ ოთხეულს იმსახურებენ ერერა და მისი ბიჭები.
იმედს ვიტოვებ, რომ მოხვდებიან კიდეც ოთხეულში (კაკ მინიმუმ

).
ბრაზილია - ჩილეზე ვერაფერს დავწერ, გარდა იმისა, რომ სულით და გულით ვქომაგობ ჩემ ლომებს და ვუსურვებ ჩილეს გაპარტახებას (არა მარტო ჩილესას

)
This post has been edited by Tom Brady on 28 Jun 2014, 07:14