ბრავო კოლუმბია

ნაღდად არ მოველოდი ისე წყნარად მოუგეს, გეგონება ვარჯიშზე არიანო.
ფალკაო რომ ყავდეთ, ვაფშე დაბრდღვნიდნენ ყველაფერს, თუმცა ისედაც საკაიფო გუნდია.
არადა მეგონა, რომ ურუგვაისთან ვერ აჩვენებდნენ იმას, რაც ჯგუფში აჩვენეს, მეგონა იმ მკვდრებიოს დამსახურება უფრო იყო, ვიდრე კოლუმბიის.
როდრიგესი ძალიან მაგრად უბერავს, გოლი ძალიან ლამაზი იყო.
ხამესს და ჯეიმსს რაც შეეხება, რა შუაშია ლებრონ ხამესი და პლატონ შავყვერაშვილი.
კოლუმბიაში ხამესს ეძახიან და ჯეიმსი რანაირადაა კაცო ?

აგერ მანჩესტერმა დადო საინტერესო ლინკი და ა ბატონო კიდევ ერთი საინტერესო წყარო, სადაც ყველა ფეხბურთელის სახელ -გვარია მოცემული ისე, როგორც ეს გამოითქმის ორიგინალში
http://www.goal.com/en/slideshow/7997/10/t...-player?ICID=OPმასე მაიკლი ქართულად მიხეილია და რა ვქნათ ჯორდანს მიხეილი დავუძახოთ თუ მიშა ?
ან ბესარიონოვიჩის სახელი სხვადასხვა ერის წარმომადგენლებმა როგორ უნდა წარმოთქვან ?
ინგლისელმა - ჯოზეფ, ესპანელმა - ხოსე(პ), ფრანგმა - ჟოზეფ ??
არადა ყველა ნორმალური იოსებს (იშვიათად - იოსიფს) უწოდებს დიდ ბელადს.
საერთოდ ყველაზე მეტად რუს ყ.ლეებს უყვართ სახელების დამახინჯება, გაიუს იულიუსი რატომღაც გაი იულიი არის, მარკუს კრასუსი - მარკ კრასი, კეისარი - ცეზარი, აქილევსი- ახილი და ა.შ.
დიმა ობოლაძესაც ევასება ეგ საქმე - ხერარდი რატომღაც ჟერარდი იყო, ცუბერბულერი - ზუბერბახლერი, მიკუ - მიშოუდი და ა.შ.
This post has been edited by Tom Brady on 29 Jun 2014, 03:30