ბარსელონა“ „ლივერპულის“ თავდამსხმელთან, ლუის სუარესთან კონტრაქტის გასაფრომებლად მზადაა, იტყობინება ბრიტანული მედია. თუმცა, ტრანსფერის შემთხვევაში, ლუისმა თავისი „ცუდი ჩვევები“ უნდა დაივიწყოს.
როგორც Mirror ავრცელებს ინფორმაციას, სუარესი კვირაში ხელფასის სახით 160000 ფუნტს მიიღებს. საერთო ჯამში, ლუისს შეუძლია „ბარსელონაში“ ყოფნის დროს 40 მილიონი ფუნტი გამოიმუშავოს. გარდა ამისა, კონტრაქტის პირობების თანახმად, სუარესი კარგად უნდა მოიქცეს მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. ამდენად, მან არ უნდა უკბინოს თავის მოწინააღმდეგეს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კონტრაქტის დარღვევა იქნება.
„ბლაუგრანა“ შეშფოთებულია სუარესის ქცევით. კონტრაქტში ამ პუნქტის დამატებით, კლუბი შეამცირებს განმეორებითი ინციდენტის რისკს და გულშემატკივრებს დაამშვიდებს.
ამჟამად, „ბარსელონა“ „ლივერპულთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მხარეები ვერ თანხმდებიან სატრანსფერო თანხაზე. მერსისაიდელები ურუგვაელში 80 მილიონ ფუნტს ითხოვენ, ხოლო კატალონიელები ოთხჯერ მცირე თანხას და ჩილელ თავდამსხმელს, ალექსის სანჩესს სთავაზობენ.
გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ფიფამ სუარესი ნაკრებში 9-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ფეხბურთელს ასევე აეკრძალა რაიმე სახის კავშირი ფეხბურთთან 4 თვის განმავლობაში.
კბენას უკრძალავენ