ალბათ ძალიან რთული იყო ეს არაპროფესიონალი ადამიანი ასე ჯიგრულად გამოსულიყო, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ ეს შეძელით

მე კი ვიცი ეგ ტიპი ვინც არის და რას წარმოადგენს, მაგრამ გვერდითი თვალიდან ეგ საწყალი თავისსაქმესაკეთებსროგორცშეუძლია ტიპი გამოვიდა და თქვენ ვიღაც აგრესორი უზრდელი ბავშვები.
არადა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია ხალხის ეგ პროტესტი რაც დაფიქსირდა, მითუმეტეს რომ საქმე ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის კომენტატორს და არა კერძო ტიპს.
მართლა რომ ჩაჯდეს ორი ტიპი და ჩამოუყვეს მაგის ჩანაწერებს, გადაცემებს, მოაგროვებს ისეთ მასალას, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება თუნდაც დედამისმა არ თქვას, რომ ეგ ტიპი ძალიან ცუდი კომენტატორია როგორც მინიმუმ. როგორც მინიმუმ, რადგან მარტო ფეხბურთის ცოდნაზე არ არის, ელემენტარული წინადადების წარმოთქმა თუნდაც არასაფეხბურთო თემაზე ხომ უნდა შეგეძლოს ტიპს? ეგეც არ შეუძლია. ფეხბურთს რაც შეეხება, მაგას აღარც ვეხები - ყველამ ისედაც ყველაფერი იცის, ვინც არ იცის კი მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს - უბრალოდ ვურჩევდი ერთხელ მაინც მოუსმინოს random რეპორტაჟს ყურადღებით

ჰოდა, რაც შეეხება ამ აქციას, ეს ღიმილით მისვლები და რაღაცები ზადნი იყო თუ რა იყო ვერ მივხვდი, მაშინ სულ არ მისულიყავით. ტელეფონით დაჯმაც ნიტოა.
მოკლედ, არ მომეწონა როგორც გამოვიდა, თუმცა ჩემ თვალში ამით მინაშვილი მაინც იგივე ტიპად რჩება.
კარგი ადამიანიაო ვინც წერს კი, მათაც ვურჩევდი ადამიანს როცა არ იცნობენ ასეთ დასკვნებს ნუ აკეთებენ
Дым,веселящий душу . . .
-------------------------