ბარსას ბოლო 2 ,,შენაძენი" ცენტრ-მცველი:
ჩიგრინსკო 25 მლნ
კვატიე 20 მლნ + გადასახადები
ყველა დროის ყველაზე უარესი ტრანსფერი ჩემი აზრით
არავის გაუკეთებია მსგავსი, არც ბარსას, როცა დეიბერსონში, კრისტანვალში, როჩემბაკში თუ სიმაო/კუარეშმებში იხდიდა დიდ თანხას, რადგან ისინი ყველანი ახალგაზრდები იყვნენ ანაც ნაკრებში უკვე ადგილი ქონდათ დამკვიდრებული
არც რეალს გაუკეთებია, ბილიჩიც ახალგაზრდა იყო, ფობერიც კი პრემიერლიგაში ,,ერთ-ერთი საუკეთესო იყო", არ ყოფილა ვეტერანი, იმას 1 თამაში ნაკრებში, კვატიეს 2

აი ყველაზე ახლოს, ალბათ გრავესენის ტრანსფერი დგას, 29 წლისა იყიდეს, ყველამ იცოდა, შეუფერებელი იყო, მაგრამ ის თითქმის მასკერანოს დონის ფეხბურთს აჩვენებდა პრემიერში (და ნაკრებში) და სხვა თუ არაფერი, ცოტა გადაიხადეს
არ მეგონა, უარესს იზამდნენ ვიდრე რონალდოსთვის 2-გზის კარის ჩაკეტვა, მაგრამ ეს მოახერხეს
ყოჩაღ

ამ ,,ტრანსფერის" მომწონებელს კიდევ პირდაპირ -

არ ვიცი რა, ანალოგს ვეძებ მსოფლიო ფეხბურთში და ვერ ვიპოვნე, 31 წლის არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი, მესამეხარისხოვანი და მეტი არა, რომელიც მარცხენა მცველად და გარემარბადაც კი იყო (როგორც ბეილი), მოგყავს ცენტრალურ მცველად, გახურებულ კრიზისში და შესაძლო სატრანსფერო ბანის წინ

იხდი 20 მილიონს, რომელიც გადასახადებით შეიძლება 25-მდეც კი ავიდეს
არა, ეს დაუჯერებელია

გასპარი ამას ნამდვილად არ იზამდა
კარგად ვიცინებ თამაშებისას, არაფრის ღირსები არ არიან და კვატიეთი რა ტიტულებსაც მოიგებენ, ამასაც ვნახავ. კვატიეს მსგავსით ჯერ არავის მოუგია არაფერი მნიშვნელოვანი.
ამასობაში კვატიეს საღამოს უვარჯიშია ვალენსიასთან, არაფერს ნიშნავს?
უახლოესი ინფო
http://www.esport3.cat/noticia/2453493/Es-...m-a-alternativa ვერ ყიდულობენო, დავიჯერო ძველი ინფო ახლა დაბეჭდეს? ნორმალური სანდო წყაროა
უფალო შემიწყალე :პირჯვარი:
* * *
eric lamelaმადლობა მადლობა
ვალენსიას ფორუმზე რომ დაგვცინიან, რასაც ქვია ზეიმია იქ და გლოვაა ბარსელონაში

ყველაზე კარგი ხუმრობა რაც წავიკითხე კვატიეზე(!) 266(!!!) გვერდიან თემაში არის რომ სალვოს (ვალენსიას პრეზიდენტს) დაიჭერებენ თაღლითობისთვისო

ევროპაში ხომ დასჯადია ზედმეტად მაღალ ფასად გაყიდვა ნივთის (ნაგვის)
საუკუნის გაბითურება, 20+ მლნ ვაიმე, რ. კოშტა რომ მოენდომებინათ (უფასოდ გაუშვეს ახლა გაოფიციალურდა) ალბათ იმასაც მინიმუმ 15-ად ,,გაგვატანდნენ" ბარსას
ვერ გაამართლებს ვერავინ ლუის ენრიკეს

სცადეს ,,ვერტონგენი უნდა მაგას", მაგრამ არ მჯერა, მწვრთნელის გარეშე ასეთი ნაგავი ტრანსფერი არ ხორციელდება. ბრენოშიც კი უფრო მეტად ღირს 20 მილიონის გადახდა, ამათი სისხლი დავლიე მე

ვერ გადავიტან ამას
This post has been edited by მესი on 21 Jul 2014, 22:57