Augusto Pinochetჰეიტერი აბა რა

, ზოგს მესის კარგი თამაშიც არ უნახავს (მის ცუდ თამაშზე რომ კარგს ამბობენ, თან მუდმივად, აბა რა უნდა თქვა? მესის ინჩი-ბინჩიც არ გაეგებათ) და ფანი როდის გახდა? გარჩევა არ იციან

რა სტატისტიკა, სასაცილოა ეგ ყველაფერი :დ (ზიკომ 82-ში 5 თამაშში 4+4 დადო, 78-ში კიდევ არგენტინაშიც რომ არ უარყოფენ ისეთმა ჩაწყობილმა (6:0 პერუსთან) დატოვა ფინალს გარეთ (ჩააგდო ეგ ტურნირი, თუმცა ისეთი გოლი არ ჩაუთვალეს, ანეგდოტია დღემდე (გოლის მომენტში დაასრულა თამაში მსაჯმა) - ამ ყველაფერით არავის გაუღმერთებია, როცა თავისუფლად შეიძლებოდა (მაგრამ მაშინ ისტერია არ სუფევდა :დ)
პლატინისაც 4 გოლი + 3 საგოლე პასი აქვს მსოფლიოზე, იმათ გაცილებით მეტი ფეხბურთი ქონდათ, ვიდრე მესის (ამას აქვს გავლენა თამაშზე, სტატისტიკა და ა.შ. მაგრამ არა ფეხბურთი, რის გარეშეც არასდროს გაღიარებენ მაინც საუკეთესოდ, მხოლოდ დროებითი იქნება, ან წარსულში ვისაც უთამაშია იმას არჩევენ, ან მომავალში აუცილებლად მოვა ის, ვინც ფეხბურთს ითამაშებს და ისე მოიგებს იგივე ტიტულებს) აი აქამდე მივიდა მესი და გაჩერდა
იტალიურმა გერინ სპორტივომ, რომელიც ,,დაარქივებაზე" :დ მუშაობს ამ ყველაფრის, შეჯამებაზე, ისტორიაზე, ბოლო სია რაც გამოაქვეყნა იყო ,,საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც 9 ნომრის პოზიციაზე უთამაშია საუკეთესოდ"
1. დი სტეფანო
2. რონალდო
3. გ. მიულერი
4. ვან ბასტენი
5. მესი
(პელე არასდროს ყოფილა 9 ნომერი, არ დავიღლები გამეორებით, იყო კლასიკური 10-იანი)
ასეთ რეიტინგებში რომ პირველზე გადახვიდე, არაა საჭირო სტატისტიკა, ტიტულები, არამედ ფეხბურთის ისე თამაში, ის რასაც მესი 2 წელია (მინიმუმ) არ აკეთებს. მესისთან ვიღაც არ ვიცი, ტანზანიელი ფეხბურთელები მიდიან ავტოგრაფებზე და უჩოქებენ, დი სტეფანოსთან ეგრე პირველი ხარისხის ვარსკვლავები იყვნენ, დი სტეფანოსაც რომ ჯობდნენ ხოლმე პერიოდულად ისეთები, იგივე იყო კრუიფზე, მესის ქების იმდენი პოსტი არ დაწერილა, რამდენიც სიმღერა მაგ კაცზე

მესის კიდევ 3 წელი აქვს მინიმუმ და იმედი მაქვს ეშველება, ეგ რა ფეხბურთსაც აჩვენებდა 2011 წლამდე, მაგისთვის მსოფლიოს მოგება არ იყო საჭირო, ყველაზე წინ დაეყენებინათ, წასულიყო პროგრესზე და ისედაც იქნებოდა (დღეს მოგებით, გოლით, მაგას მაინც არ დააყენებდნენ N1-ად, გარდა ბავშვებისა, რაც ხანმოკლე პერიოდი თუ გაგრძელდებოდა და მალე ყველას მიავიწყდებოდა, მსგავსი სიტუაციაები ყოველთვის არის, შევესწარი ვან ბასტანზე, ბაჯოზე, რონალდოზე, რივალდოზე, ზიდანზე, რონალდინიოზე, მესიზე, ვინც გამომრჩა რა ვიცი

, უმეტესობა ,,ჩემი" იყო, მაგრამ არ მინახავს მე მაგათი ყველა დროის საუკეთესოობა. აი მარადონა არ მიყვარდა, 90-ში წინააღმდეგ ვიყავი და 94-შიც სტოიჩკოვისკენ (რომელიც ასევე არ მიყვარდა), მაგრამ იმ კაცს ეგ ეტყობოდა თამაშის დროს. პიარი და ისტერია დროებით თუ გამყოფებს, შემდეგ დაგცემენ მიწაზე და უარეს ადგილს მიგიჩენენ, ვიდრე იმსახურებ (ჯერ ერთ მხარეს გადააჭარბებენ, მერე საპირისპირო)
ამიტომ ყოველთვის ვამბობდი, 1 და 10 თამაშის შედეგი ვერ ხდის საუკეთEსოს ვინმეს, რა ლოგიკაა? თუ საუკეთესოა ფეხბურთელი, ის წაგების დროსაც კი საუკეთესო უნდა იყოს, ვის გაუგია ეს ,,ცვლა" შედეგის მიხედვით, ახლა ესაა, მერე ის. ვინც არის, ის არის ყოველთვის

, აგებს ის თუ იგებს, აჩვენებს იმ ფეხბურთს, რომელიც საუკეთესოა (ამიტომ წაგებულ თამაშებში ვინც მაგარია, ის უფრო მომწონს, ვიდრე მოგებულში

, იქ უფრო ჩანს ფეხბურთელის სიძლიერი. სუსტად რომ თამაშობს, მაშინ უფრო ჩანს მისი რეალური ძალა, ვიდრე როცა დაფრინავს. გადამწყვეტ თამაშებში კი არ ჩანს ფეხბურთელის რეალური ძალა, არამედ აი ყველაზე სუსტს რომ ეთამაშება, რა ფეხბურთს აჩვენებს იქ, მაშინ ჩანს საუკეთესო ფეხბურთელია თუ არა (და სტატისტიკა არაფერ შუაშია, სიარულით გატანილი 5 ბურთი, ფეხბურთია მთავარი!)
მაგრამ არსადაც არ წავა :დ, ეტყობა შენ ინტერში მოგდომებია და თავს უმალავ :დ, გაკეთდება ის გუნდი, სადაც ეგ წავა
პირველ რიგში მესიმ უნდა იმკურნალოს

კომპლექსურად, მამამისი ამბობს არაა ეგ ყველაფერი ნორმალური ეგ და ბაბუამისი აკრიტიკებს მის ფეხბურთს (ვერ თამაშობს ეგ ჩემისაო) და შემდეგ უკვე დიდი კაცია და დაერიოს იმ გუნდებს, ვისი ფანებიც ახლა მეცხრე ცაზე არიან :დ, რევანშის საშუალებას ფეხბურთი ყოველთვის იძლევა. კიდევ ვნახავ მაგათ აწკმუტუნებულს მესის ფერხთ

მაგრამ ამისთვის დასკვნები უნდა გამოიტანოს, ეგ ნამდვილად ხვდება მაგას, რომ ბოლო წლებში იშვიათად ქონია ისეთი თამაში, მოედნიდან კმაყოფილი გასულიყოს, ,,აი კარგად ვითამაშეო", მაგრამ არ აცლის ეს ცხოვრება, დიდია დაწოლა

, მერე ამყოფებენ ტყუილში და ცხოვრობს ესეც, სულ უფრო რომ უარესდება მისი და მისი გუნდის შედეგები, ამ სტატისტიკას კი სულაც არ უყურებენ დამცველი სტატისტიკოსები :დ
Pep Guardiolaლამაზი ფეხბურთი სუბიექტური ცნებაა, ლაპარაკია ფეხბურთზე, რომელსაც მესი დიდი ხანია არ თამაშობს (აი ოზილმა ითამაშა დღეს ფეხბურთი, შიურლემ ითამაშა ფეხბურთი, ყველას აქვს ,,თავისი ფეხბურთი", მესისაც აქვს, წარსულს მიბარებული)
და ეს მესის ნებისმიერმა გულშემატკივარმა იცის, თუ მესის გულშემატკივარია, არ შეუძლია არ დაინახოს სხვაობა, მის ფეხბურთს და იმას შორის, რასაც ეგ აკეთებს ახლა.
გუნდები კი იმიტომაც არიან გუნდები, რომ იქ არიან ისინი, ვინც არიან, შენი ლოგიკით იმ გუნდების გამართლება იმით შეიძლება, კატენაჩო რომ არ ითამაშეს, ეთამაშა კრუიფს კატენაჩო და მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდაო, ამოუდგებოდა მარადონა-პელეს გვერდში ისე, რომ ვერც ვერავინ დაძრავდა მანდედან (იმიტომ რომ ,,ფეხბურთი" მას ხელს უწყობდა), მსგავსი რამეები, მხოლოდ გასამართლებელი საშუალებაა ვინმესი და მეტი არაფერი, იქ პოზიცია შეიცვალა, აქ პალასიოს პასი გაუფუჭა...სხვას არ უცვლიდნენ? სხვას არ უფუჭებდნენ? მესის როცა უცვლიდნენ და მაგარ თამაშებს თამაშობდა (9-იანზე გადაყვანა, ან რეალთან 5:0-ზე უკან თამაში) ხომ იყო გენიოსი? როცა ბარსა ვერ თამაშობდა და ეგ 3 გოლს გაიტანდა ხოლმე (რეალთან 3:3) ხომ იყო გენიოსი? თურმე გუნდზე არ ყოფილა, გუნდი შეიძლება ჩავარდეს, მაგრამ ვიღაც მაინც თამაშობს, მასკერანომ გენიალური შეხვედრა ჩაატარაა 0:4-ზე გერმანიასთან!