KVINSONჰო, ვიუხეშე, მაგრამ ყველა ნერვებზე ვართ
რაც არ უნდა იყოს, მაგრად იმოქმედებს ხოლმე იმის წაგება, ვინც გიყვარს
რაც არ უნდა არ იმსახურებდეს და ა.შ. მაინც გინდა მან მოიგოს
რომ ვერ მოიგებს, ბრაზდები, რომ დააკლო, რაც შეეძლო ის ვერ გააკეთა, ქარს გაყვა ყველა იმედი
ადამიანები ალბათ სხვადასხვანაირები არიან და ზოგი ამას ,,ერთგულებით" გამოხატავს, არიქა, ჩუ-ო, სიტყვა არ დაძრათო
გაყუჩდებიან და არ ვიცი, რაზე ფიქრობენ საერთოდ, მემგონი მხოლოდ იმათ ელოდებიან, ვინც ხმას ამოიღებს, რომ მათზე ამოიყარონ ჯავრი (იმედგაცრუებისგან)
ესენი (ჩემნაირები

) კი იმაზე იყრიან ჯავრს, ვინც ყველაზე მეტად უყვართ

ეს იყო მსოფლიო ჩემპოინატი, სადაც უძნელესი იყო ,,გაბრწყინება", უძნელესი იყო ფეხბურთი გეჩვენებინა
ხამესი, რობენი და მესი, ეს სამი ცდილობდა ყველაზე მეტად, ნეიმარიც იყო, სანჩესიც, მაგრამ პირველ რიგში ეგ
როცა ანალიზს უკეთებ, სხვებს უნდა შეადარო, როცა არავის არაფერი გამოსდის დიდად რამე, ცოტა ნაკლები უნდა მოთხოვო მესისაც
მაგრამ მთელი თავით მაღლა დგას მონაცემებით ეს კაცი, როგორ არ უნდა მოთხოვო
ფინალამდე მისვლას და MVP-ობას ასე, ჯობდა ადრევე გავარდნილიყო და ისეთი ფეხბურთი ეთამაშა, თუნდაც ხამესმა რომ ითამაშა. გაცილებით მეტს მოიგებდა იგივე ,,ყველა დროის საუკეთესოობისთვის", ვიდრე ასე.
ვის რა უშლის ხელს, ეგ სხვა სალაპარაკოა, ადამიანს ყოველთვის რაღაც უშლის ხელს, რონალდოს გულის შეტევა ქონდა 98-ში, მე არასდროს გამიმართლებია ეგ მაგითი. მესი რომ ვერ დარბის, ფიზიკურად ვერ ახერხებს, ეგეც ფაქტია, მაგრამ ამაზე სხვა დროსაც უნდა ვილაპარაოთ, როცა იგივე თამაშით 3 გოლს გაიტანს ხოლმე. სხვისი არ ვიცი და მე ვლაპარაკობ მაგას მაშინაც.
,,ყურებადობის" მხრივ, კატასტროფული ფეხბურთი ითამაშა მესიმ, აი რა არის სამწუხარო, ამდენი მილიონი შენგან ფეხბურთს ელის და არა დრიბლინგის სტატისტიკას ან ,,გავლენა აქვს თამაშზე". ანალიზით საუკეთესო არავინ გამხდარა, სტატისტიკები რომ დათვალო, დააჯამო, შეიძლება სანტი კასორლა იყოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი

, სხვა რამეა საჭირო, რომ ეგეთი იყო (და ეგ ,,სხვა" რომ გექნება, მერე დაამატე ეგ სტატისტიკები და გაამყარე

)
არაფერი კატასტროფული არ მომხდარა, თუ მესი ძველებურად ათამაშდა, 3 სეზონი ითამაშოს როგორც 08-დან 11-მდე და მაინც დააყენებენ იგივე დონეზე, როგორც ყველაზე დიდ ხალხს
ასეც შეიძლება დააყენონ, ასე თუ გააგრძელა, მაგრამ მალე დაიჩრდილება და დავიწყებას მიეცემა.
მე არ ვიცი რა ჭირს მესის ან რას იზამს შემდეგში, ნათელმხილველი არ ვარ, ამიტომაც ველოდი ამ მსოფლიოს, ეს მენახა
მაგრამ ფეხბურთი ვერ ანახა, რასაც ყოველთვის ვამბობდი. სხვებიც ამას ამბობდნენ, როცა ფიქრობდნენ არგენტინა მსოფლიო თასის ფინალში გავიდოდა, იქ თავისთავად იგულისხმებოდა, რომ მესი საოცარ ფეხბურთს ითამაშებდა, ისე წარმოუდგენელი ჩანდა ფინალში მოხვედრა
გავიდა, უფეხბურთოდ, ახლა ითვალონ რაღაც სტატისტიკური მონაცემები, რომლის ანალიზი კიდევ ცალკე საკითხია
ჯობდა ვერ გასულიყო და ფეხბურთი ეთამაშა
თუ ეგრე სიარულს აპირებს, უბრალოდ იმიტომ, რომ არ დააკლდეს თამაშებს და ზოგჯერ გმირიც გახდეს, წასულია მაგისი საქმე, უნდა მოიფიქროს, ან დაისვენოს და მერე დაბრუნდეს
ან მწვრთნელ-ექიმებთან ერთად სპეც-ვარჯიშებით თუ დიეტებით აღიდგინოს
ადრე მე ეს არ ვიცოდი, ველოდებოდი უბრალოდ
მილიონი კაცი ამბობდა ,,თავს ზოგავსო", ახლა ეგ გამოჩნდა, რომ არაა
ან ავად არის, ან მორჩა მაგისი ფეხბურთი, ყოველთვის ხომ ვერ ითამაშებ
რომელია, ამასაც მომავალი გამოაჩენს. მე ,,მორმწუნე" არ ვარ, ერთი ვიწამო. მე არ ვიცი ბატონო
მგონია რაღაც, რაც უნდა დამტკიცდეს, ან უარყოფილ იქნას

თუმცა ბარსასთვის, ეს მესიც სასარგებლოა, მისი თამაშის ახლანდელი მანერა და მიდგომა
თვითონ მესისთვის არის ცუდი
ბარსას წინ ორი გამგელებული კაცი ეყოლება, ნეიმარი და სუარესი, რომელთაც ყველაფრისთვის მისაღწევი აქვთ ჯერაც და ორგანიზმიც პროგრესირებს (სუარესმა ცოტა კი აურია ისე

)
დადებითი ისაა, მესიმ თვითონაც იცის უკვე, რომ აღარაა ის კაცი, ვისაც მთელი გუნდი უნდა ემსახუროს, დადგა და იქით ემსახურებოდა იგუაინებს, დი მარიებს და პალასიოებს, აღარაა ,,ყველაფერი ჩემია", ვეღარაა. გუშინდელი თამაშით ნაკრებში, ბარსა ნეიმარი-სუარეით ლიგას დადებდა

, რადგან მესის მიქონდა თავდამსხმელებამდე ბურთი.
ესენი კიდევ სხვა სალაპარაკოებია

. მაგრამ ამით გუშინდელ მესის ვერ გაამართლებ, ხალხი სერიოზულად თხოვს პალასიოს(!!!) რომ მან გოლი გაიტანოს და მესი ,,გააგმიროს", თვითონ მესის არაფერი უქნია ამისთვის, მესი იქნება ,,ჭანჭიკი" მხოლოდ, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ყველაფერი, მაგრამ ,,ფიგურა" ის ვერ იქნებოდა, ამას თვითონაც შეგუებულია, ვიმეორებ, იმიტომ თამაშობს მსგავს ტაქტიკაში თუ სტილში.
როცა მესი-ღმერთზეა ლაპარაკი, პალასიოს გატანას კი არ უნდა ელოდოს, 100-იც რომ გაუფუჭოს, თვითონ უნდა გააკეთოს.
This post has been edited by უვიცი on 14 Jul 2014, 12:56