zigfriedმატიე არის ყველაზე დიდი მესამეხარისხოვანი ფეხბურთელი (ან მცველი), ხომ ვთანხმდებით ყველა ამაზე? კარგია, თუ მეოთხეხარისხოვანი არაა
31 წლისაა, ხომ ვიცით, ვიცით იხდიან 20 მილიონს
ახლა ვნახოთ, აკეთებენ თუ არა არნახულ, არგაგონილ იდიოტობას
სარეკორდო ტრანსფერები ასეთი ასაკის (30 წელი და მეტი, მადლობა ტრანსფერმარკტს) ფეხბურთელების (ფრჩხილებში მყიდველი)
30 წლის იბრა 21 მლნ (პსჟ)
30 წლის ეტოო 27 მლნ (ანჟი)
30 წლის დიეგო მილიტო 25 მლნ (ინტერი)
30 წლის მაკელელე 20 მლნ (ჩელსი)
30 წლის ბატისტუტა 32.5 (რომა) - რეკორდი
ვნახოთ (ცენტრ)მცველები (30-31 წლისამ რომ გამოიცვალეს გუნდი)
რეკორდები:
კანავარო - 11.5 (იუვენტუსი > რეალი)
სტამი - 10.5 (ლაციო > რომა)
ძამბროტა - 10.5 (ბარსა > მილანი)
კანავარო - 10 (ინტერი > იუვენტუსი)
საუთგეიტი - 9.75 (ასტონ ვილა > მიდლსბრო)
კარვალიო - 8 მლნ (ჩელსი > რეალი)
ოდო - 7.75 (ლაციო > მილანი)
ლუსიო - 7 (ბავარია > ინტერი)
შიმუნიჩი - 7 (ჰერტა > ჰოფენჰაიმი)
სკილაჩი - 6.5 (სევილია > არსენალი)
თუ მაინცდამაინც ანალოგი გვინდა ვიპოვნოთ, ალბათ ეს ტრანსფერი ტოლფასია სკილაჩის ტრანსფერისა, რომელსაც 20 თამაში მაინც ქონდა ჩატარებული ნაკრებში (მატიეს 2 აქვს)
სკილაჩი > მატიე (როგორც მცველი, ჰა, ვალენსიას ფანი რომ ეკამათოს სევილიას ფანს, შეიძლება ,,დაზავდნენ" და თანაბარი დონის არიანო)
სკილაჩი იყიდა არსენალმა, ფრანგმა წაიყვანა და არც მაგდენი თანხა გადაუხდია (დროში განსხვავების მიუხედავად, ის თანხა არ იყო იმდენად სასწაული, რაც მატიეში 20 მილიონი ახლა), წაიყვანა ძირითადისთვის
ბარსას მიყავს ორჯერ მეტ თანხად, ვიდრე ოდესმე გადაუხდიათ პირველხარისხოვან(!) მცველებში, მიყავს (იმედია) სკამისთვის, რომელიც გამოდგება გუნდში ჰა 1-2 ყველაზე დიდი 3 სეზონი (34/35 წლის პუიოლი ჩამოწერეს და 34 წლის მატიე ,,გამოდგება?"

)
სად არსენალის, სად ბარსას ამოცანები თუ მიზნები, გინდაც ფეხბურთელის დონე, რომ მოხვდეს ამა თუ იმ კლუბში (მოგეწონება კლუბში ჯურუ? ჯურუ აღემატება მატიეს, რა ვთქვათ კოსელნიზე, რომელსაც ვიწუნებთ ყველა და მატიესთან შედარებით ბარეზია)
დაამატე ამას რამდენიმე წლიანი კრიზისი ცენტრალური მცველებისა, უპრეცენდენტო ნებისმიერი კლუბისთვის
ყველაფერი ამის შემდეგ მითხარი, ვერ ხედავ რაღაც საოცარ შეუთავსებლობას? კლუბის და ფეხბურთელის დონისა
ასაკისა, თანხისა, მიზნებისა, მომავლისა...
ლუის ენრიკე, ჩაგა....პირში ამ ტრანსფერისთვის

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მილანი არ იკადრებს ამას უბრალოდ

, მილანი არ წაიყვანდა მატიეს უფასოდაც. იმათაც უკეთესი (რამი) იყიდეს რამდენიმე მილიონად
კარგით რა, ღმერთო აი მატიეს რომ დავინახავ ბარსაში მოთამაშეს, რანაირად ვუყურო? იეპესი მაინც იყოს ამის დედაც ვატირე

,,კურიკულუმი" მასაც აქვს და საინტერესო მცველი იყო, რა ერქვა იმას კაცო, ინტერში, მჭადის სახელი რომ დაგავიწყდება, კორდობა ჰო, ეგ დააბრუნნ ფეხბურთში ან ბურდისო მოიყვანნ, ჰაინცე იყოს, ყველა ჯობია მატიეს ბარსასთვის!

(არ გადავაჭარბებ და კორდობა არ ჯობია, რადგან შეეშვა, მაგრამ ჰაინცე თუ ჩამოუვარდებოდეს რა

, ბურდისო კი ჯობია!

, თუ ვაჭარბებ, სულ ოდნავ, სახელბს შეხედეთ, ყველაზე უარესი ხალხია (კორდობა-იეპესზე არ ვამბობ) ვინც შეგიძლია მოიფიქრო საერთოდ, მოგივიდეს აზრად
20 მილიონი მატიეში

დეუს ტრანსფერი კოლოსალური მიღწევაა ამასთან შედარებით.
რა უნდა ,,გამოდგეს", კარგით რა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ გამოვიდეს და კუთხურზე შეაგდოს თავით (ეს შეუძლია) იმ შემთხვევაშიც, რა უნდა გამოდგეს? მაგის თამაშს ფეხბურთი არ ქვია, ბარსაში ადეკვატური ფეხბურთელები მინდა, ცოტა გვყავს ეს მონტოიები? (პერსპექტივა მაინც აქვთ!)
This post has been edited by უვიცი on 16 Jul 2014, 14:43