დამღლელი სეზონის შემდეგ რაჰიმ სტერლინგი ბუენოს აირესში ისვენებს.
იპოვიან არგენტინელი ჟურნალისტები, ხოდა ინტერვიუ მოგვეციო ტვინს უბურღავენ, კაიო რა უნდა ქნას სხვა.
ქერა არგენტინელ ჟურნალისტკას მისცემენ ტექსტს, ოპერატორი რამე რუმე ყველაფერი მზადაა და დაიწყება ინტერვიუ.
გამოკითხავენ ყველაფერს, მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილება და ჯგუფში ჩარჩენის მიზეზები, PL-ს დაძაბული სეზონი, სუარესის ტრანსფერი ბარსელონაში, მესი თუ რონალდო, ფანების მხარდაჭერა, ყველაფერი კაროჩე.
ხოდა დასასრულს უახლოვდება უკვე ინტერვიუ და ეს ჟურნალისტი ეკითხება, 2013/2014 წლებში რომ სერიოზული პროგრესი განიცადე, რისი დამსახურება არისო?
სტერლინგი გაუღიმებს და ბავშოვბიდან ამისკენ მოვდიოდი, ის ასობით საათები რომელიც მოედანზე და ჯიმში გავატარე როგორც იქნა ნაყოფს იღებს, ფიზიკურად მოვძლიერდი, ემოციების მოთოკვა ვისწავლე და გამოცდილებაც შევიძინე, თანაც არც ბრს ფაქტორი უნდა დავივიწყოთო.
უცებ ოპერატორი კამერას სტენდიდან მოგლიჯავს და გაშმაგებული თვალებით გაიქცევა სტერლინგისკენ, კამერას სახეზე გადაამტვრევს და წაქცეულ რაჰიმს წიხლებით შედგება, ჟურნალისტი გოგოს კივილზე ხალხი მოვარდება და ოპერატორს დაიჭერენ, თუმცა სტერლინგი უკვე გარდაცვლილი დახვდებათ.
საერთაშორისო სკანდალია, ინგლისის პრემიერი იმუქრება ამას არ გაპატიებთო.
ანტონიო ვალენსია გამოდის და მოედანზე ჩხუბის მიუხედავად, რაჰიმს უდიდეს პატივს ვცემდი და მისთვის ვილოცებო.
ფერგი ბიბისის ინტერვიუს მისცემს და ასეთ დროს საფეხბრუთო კინკლაობა მეორე მხარეს უნდა გადავდოთ და ჩვენს მეზობლებს მივუსამძიმროთო.
სუარესი გამოვა და სულ ვიცოდი რო არგენტინელები ###ები იყვნენ იტყვის.
ის ოპერატორი დაჭერილია, დაკითხვაზე ხმას არ იღებს, ცემენ, აწამებენ, არ ამბობს რა უნდოდა, გადაწყვეტენ რო გაგიჟდაო.
მარა მაინც სასამართლოა, ეს რო გიჟად შერაცხონ და არ დაიჭირონ, ინგლისთან ურთიერთობა ფუჭდება, ხოდა ნუ სამუდამო პატიმრობას მიუსჯის მოსამართლე და ბოლოს ეუბნება, აღარაფერი გაქვს დასაკარგი, ახლა მაინც გვითხარი რას ერჩოდი ეს ახალგაზრდა ბიჭი ასე ცხოველურად რომ მოკალიო.
ამოასხავს ამ ოპერატორს, ფეხზე წამოხტება და მთელ ხმაზე დაიყვირებს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბრს ფაქტორი თუ დაინახა, მესის წვლილი რატო ვერ დაინახა მაგ დედა#####ულმაო