ლოგიკურად დაასრულა ფრედიჟოების ბანდამ გამოსვლა - მესამე ადგილისთვის მატჩიც სამარცხვინოდ, ამაზრზენად და ყოვლად უთავმოყვარეოდ წააგეს.
მსაჯები ცალკე თემაა - დადო არარსებული პენალტი, ბოლო იმედის ჯარიმისთვის არ გააძევა ტიაგო სილვა, გვერდითმა ვერ დაინახა თამაშგარე, რომელსაც გალანძიის მეორე გოლი მოყვა, არ დადო სუფთა პენალტი ოსკარის წინააღმდეგ უხეშობისთვის, მეტიც იქით უჩვენა ყვითელი.
თუმცა ალჟირელი ჩოილარის საძაგელი მსაჯობა არანაირად არ ამართლებს იმ უთავმოყვარეობას, რაც სელესაომ აჩვენა დღეს.
სამარცხვინო იყო ბრაზილია და შედეგიც შესაბამისი მოიმკა - სამარადჟამო სირცხვილი, შუასაკუნეებში მეძავებს რომ უკეთებდნენ იმ დამღის პონტში, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი ბედოვლათი ნაკრების გულშემატკივარიც კი წამოაძახებს სელესაოს ფანებს "თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო, ბრაზილიამ ნახევარფინალი და მცირე ფინალი 1-10 წააგო, თან ბრაზილიაშიო".
ამ გადმოსახედიდან, ნეტა შეეგდო იმ ჩემანალა პინილიას 1/8-ში 120-ზე, ცოტას ვიჯაჯღანებდი, ცოტას შევიგინებოდი, ყარაულის თოფის პონტებზე ვილაპარაკებდი, სამაგიეროდ იმას არ ვნახავდი, რაც ბოლო ორ მატჩში ვნახე.
წლევანდელზე ამაზრზენი და უთავმოყვარეო სასტავი მგონი საქართველოს უბადრუკ ნაკრებშიც არ არის თავმოყრილი.
პ.ს. ფინალის მსაჯი ნიკოლა რიცოლია.
ამ ჩემპზე სამი მატჩი იმსაჯა:
ესპანეთი - გალანძია 1-5
და ორი არხენტინის მონაწილეობით

ნიგერია - არხენტინა 2-3
არხენტინა - ბელგია 1-0
ღმერთი სამობით არისო, ხოდა ეგებ ფეხბედნიერი გამოდგეს სენიორ ნიკოლას არბიტრობა მესამედ.
სხვათაშორის არხენტინა- ჰოლანდიის 1978 წლის ფინალსაც იტალიელი სჯიდა - სერჯო გონელა, ფინალი როგორ დამთავრდა მე მგონი ყველას გახსოვთ (ან ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე იცით მაინც) 3-1 დამატებითში მოიგო ალბისელესტემ.
This post has been edited by Tom Brady on 13 Jul 2014, 03:48