გთავაზობთ ჩემი თანაფორუმელის babaiaros პოსტს, რომლიტაც ითქვა უმთავრესი
"პირველ რიგში ვულოცავ ყველა გერმანიის გულშემატკივარს!!! დიდი ხანია მიდიოდა გუნდი აქამდე და ძალიან სამართლიანად მოხდა ის რომ ლიოვის გუნდმა დადო დიდი ტიტული. მათ ეს დაიმსახურეს თან ისე რომ აჩვენეს მშვენიერი შემტევი ფეხბურთი. მსოფლიოს ღირსეული ჩემპიონი ყავს !!!
ეხლა კიდე გულისტკივილი უნდა გამოვთქვა რასაც ვამჩნევ გარშემო და შეიძლება დრამატიზირებას ვახდენ მაგრამ მგონი რომ პრობლემაა მთლიანად საზოგადოების. ეს არიანიარად არ ეხება ამ ჯგუფს და მის წევრებს, სწორედ ამიტომაც მიხარია რომ აქ ვარ.
12 წლიდან გაქანებული ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ და იმიტომ კი არ ვამბობ ამაში რამე საამაყოა (ფეხბურთის ყურებაზე ადვილი რა არის). არაერთი ღამე გამითენებია რათა მენახა როგორ ითამაშებს ფლუმენინსე ლიბერტადორესის თასის 1/4 ფინალს ან უფრო უარესს რას იზავს სან-პაულო კოპა სუდამერიკანაზე.
აქედან გამომდინარე არაფერი მეგონა იმაზე უარესი ვიდრე არგენტინას ისევ ებრძოლა მარაკანაზე ჩემპიონობისთვის როცა ბრაზილია უკვე გამოთიშულია. ამას კოშმარიც აღარ ერქვა ჩემთვის იმის იქითა სტადია იყო

))
მაგრამ ჩემი აზრით თუ ადამიანს სპორტი უყვარს მთავარი მიზეზი უნდა იყოს ის რომ აქ ხედავ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს. ყველა რეკორდი შეიძლება დაემხოს და ყველა ლეგენდა შეიძლება დაიმსხვრეს. შეიძლება გახდე მოწმე არაორდინალური მოვლენისა რომელსაც 5 ან 10 წლის წინ ვერავინ წარმოდგენდა თვით თავის ყველაზე დიდ ფანტაზიაშიც კი.
მე ვერ მოვესწარი ვერცერთის თამაშს მაგრამ ვიცოდი რომ ფეხბურთს 2 მეფე ყავს. პელე და მარადონა. მათთან ახლოს ვერავინ ვერ მივა. ჯერ კიდევ გუშინდელ დღემდე მესის ქონდა იმის შანსი რომ ამ ორს გათანაბრებოდა. თუ ჩაიდენდა ფინალში რამე ექსტრაორდინალურს. ხოდა მე ამ მოვლენას ვგულშემატივრობდი. ვიცოდი რომ ამის შანსი დიდი არ იყო (ყოველშემთვევაში არგენტინის ჩამპიონობაზე გაცილებთ მცირე) მაგრამ იყო. იმიტომ რომ არც 98-ში ეგონათ რომ სეზონში 5 გოლის გამტანი ზინადი ფინალში ორ გოლს შეაგდებდა მაგრამ კი მოხდა.
ესე ვიქეცი არგენტინის გულშემატკივრად კონკრეტულ თამაშში ეს გაქანებული ბრაზილერო

)) მე არ ვავლებ ესეთ მკაცრ საზღვრებს ფეხბურთში. რომელი რიო-გრანდელი ფერმერი მე ვარ არგენტინელი გაუჩოები მპარავდნენ საქონლეს და ამიტომ ეგ ერი მძულდეს. კი გამწარდნენ ბრაზილიის ფანები 90-ში მარადონამ რომ კანიჯას პასი გაუჭრა მაგრამ თუ რომელიმე იტყვის ნეტა საერთოდ არ დაბადებულიყო ეგ ნარკუშა და ხო ვითამაშებდით იმ მუნდიალს კიდეო იმას საერთოდ რაზე უნდა ელაპარაკო.
არაფერს ისე არ დავუმწუხრებივარ როგორც ზიდანის ორ თავურს 98-ში მაგრამ საბოლოო ჯამშო 16 წლით უკან რომ ვიყურები ბედნიერი ვარ რომ ამ კაცის თამაშს მოვესწარი. არადა არცერთი გუნდი არ მიყვარდა სადაც თამაშობდა (საფრანგეთი, იუვე, რეალი).
უფრო მეტიც რომ ვიხსენებ ზიზუს 2006 წელს ბრაზილიის ყველაზე ვარსკვლავური გუნდის წინააღმდეგ ეხლაც კი მსიამოვნებს. მერე რო გადის დრო დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმ წუთში ვის სიმპატიზირებდი. მთავარია რომ ეს ნახე.
აი ამ ლოგიკით მინდოდა მენახა მესი რომელმაც გააკეთებდა დაახლოებით იმას რაც შეძლო მარადონამ.
ფინალში 2 გოლი რომ გაეტანა ან ისეთი პასი დიმარიას რომ მისცა ბელგიასთან გერმანიასთანაც რომ გაეჭრა იგუანისთვის ბოლო წუთზე და იმასაც შეეგდო ეს იქნებოდა იმის საფუძველი რომ დადგებოდა ეს ბიჭი იმ ორის გვერზდე.
გვარებს არ დავასახელებ

))
ვერ შეძლო აშკარად და აღარც დადგება. არ ვფიქრობ რომ 4 წელიწადში შეიძლება დადგეს. მორჩა ეს მითი რომ მესი იმ ორს გაუტოლდება და მე ეს ამბავი ძალიან გამიტყდა.
მაგრამ ხალხს რომ ეს მასიურად უხარია ამ ამაზე კი შეშფოთებული ვარ ევროპასავით

))
მართლა ვერ ვიგებ რა უხარიათ. რატო უნდოდათ რომ ის ვისი თამაშებიც საერთოდ არ უნახავთ იდგნენ უფრო მაღლა ვიდრე თანამედროვე ფეხბურთელი. რა არის იმაში სასიხარულო რომ ვიღაცას წარმოუდგენელ მიზანს შეეჭიდა მაგრამ დამარცხდა.
რა უფრო კარგი მოვლენაა?
როცა შენ ამბობ რომ მესი მარადონასთან ახლოსაც ვერ მივა და ეს მართლა ესე მოხდება
თუ შენი თვალით რომ იხილავ სასწაულს როცა ერთი ტანმორჩილი ყმაწვილი ორ მეფეს ჩააჩოჩებს.
მაგრამ არა. აქ ზოგი 4 წელიწადში 2-3 თამაშს უყურებს. მერე გაიხსენებს 86-ში კისლავოდსკში რომ უყურებდა მსოფლიო ჩემპიონატს (საკითხავია ან უყურებდა კიდე ან არა) და კმაყოფილი იმით რაც მოხდა. მესიმ ფეხი ვერ გაანძრია.
ამას კიდე მოითმენდა კაცი. ბევრი ისეთი ჯეელიცაა მისი გუნდი რომ გაუმწარებია მესის თავის დროზე და ეხლა კმაყოფილია რომ იმ ჯუჯამ შედეგი ვერ დადო.
რაღაც ბოღმას გავს ეს ყველაფერი. ძაან ბევრი ბოღმა გარშემო კიდე ცუდ აურასა ქმნის. უნდა გავნიკურნოთ ამისგან.
ბოლოს რაღაც ერის მამასავით კი გამომივიდა მოწოდება მაგრამ ღმერთმა დამიფაროს მაგის მცირე პრეტენზია მაინც მქონდეს

)) იმედია უბრალოდ ამ ჩემ არეულ ნაწერში გაიგეთ რისი თქმაც მინდოდა.
vaxo abazashviliსაბელა ისედაც მიდიოდა..დიდი ალბათობით ტატა მარტინო მოვა!
This post has been edited by Skiamakia on 15 Jul 2014, 11:23