ნუ ბოზი არ არის, მაგრამ ცუდი ხასიათის ფეხბურთელია. ბოზი არის კიელინი. კიელინის და ბონერას შედარება არ შეიძლება.

შეცდომებს უშვებს კიელინი და არასტაბილურია ბოლო ორი წელი, მაგრამ ნაკრებში მაგაზე უკეთესი მართლა არ არის ამ მომენტში. ჯერ ერთიც, გამოცდილია და ფიზიკურადაც კარგ მდგომარეობაშია, წინაც ძალიან სახიფათოა. ერთი ის არის, რომ დაყლევება ჭირს, შეიძლება გადამწყვეტ მატჩში ისე გამოყლევდეს, გუნდს წააგებინოს. ნუ, ეს დიდი მინუსია, მაგრამ მე კიელინი, ამ მომენტში, ბარძალისაც მირჩევნია, ბონუჩისაც, რანოკიასაც და პალეტა, ასტორისაც.
ოსვალდო არის კარგ ფორმაში. რახან ინტერშია მაგიტომ არ ვამბობ, უბრალოდ ბოლო თამაშები ძალიან შედეგიანია, ასისტების და გოლების მხრივ.
ასევე გრაციანო პელეც იმსახურებს ერთ შანსს. ერედივიზიონში რომ ბლომად გაჰქონდა, მაინც ვფიქრობდი ერედივიზიონია და მაგის გამოთქო, მაგრამ როგორც ჩანს, პრემიერ ლიგაშიც კარგად ართმევს თავს, ასე რომ იმედია ერთხელ მაინც გამოიძახებს კონტე.
კიდევ, ძალიან მინდა ფლორენცის მისცენ შანსი ნაკრებში და რომაში საკმარისი დრო. ძალიან მაგარი ბიჭია რა.
ყოჩაღ რომას და გარსიას, მიუხედავად ტრავმიანობისა, ასე თუ ისე, სუსტ გუნდებს ცალი ფეხით, კლასის ხარჯზე უგებენ და ქულებს არ კარგავენ. იმედია მორჩება ხშირი ტრავმები, ცოდოა ასეთი გუნდი ტრავმების გამო დაიჩაგროს.

ალეგრის იუვე ჯობს კონტესასო, საიდან დაასკვენით ჯერ?

ვნახოთ ლიგაზე რა შედეგს დადებს, სერია A-ში მეეჭვება კონტეზე უკეთესი შედეგი ვინმემ დადოს საერთოდ.