ჩაბი ალონსომ და პეპემ შვებულების შეწყვეტა გადაწყვიტეს. ისინი დღეს მადრიდში ჩაფრინდებიან და კარლო ანჩელოტის მითითებებს შეასრულებენ...
ბასკმა და პორტუგალიელმა შვებულება ვადაზე ადრე შეწყვიტეს. მათი გუნდები მსოფლიო ჩემპიონატს ჯგუფური ეტაპიდან დაემშვიდობნენ. ვარაუდობდნენ, რომ ესპანეთის, პორტუგალიისა და ხორვატიის ნაკრებთა ფეხბურთელები გუნდს დღეს შეუერთდებოდნენ, მაგრამ კლუბმა მათ შვებულება ორი დღით, 23 ივლისამდე გაუხანგრძლივა.
ალონსომ და პეპემ შვებულების გაწყვეტა და ორშაბათს მადრიდში დაბრუნება გადაწყვიტეს. ისინი აშშ-ში გუნდთან ერთად გაემგზავრებიან. მათ "რეალისადმი" ერთგულება კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

იმედია მართალია გამისწორდა მაგრად
This post has been edited by goodspeed on 21 Jul 2014, 01:45