ხამესის ცოლი დავიდ ოსპინას და ყოფილა, კოლუმბიის ნაკრების მეკარის

10 საინტერესო ფაქტი როდრიგესზე, ანუ “ელ ბანდიტოზე”
საინტერესო სიახლე გამოაქვეყნა ამერიკულმა გამოცემა Goal.Com-მა როდრიგესის შესახებ. როგორც იცით, კოლუმბიელი ფეხბურთელი 88 მილიონ ევროდ გადავიდა მადრიდის “რეალში.
1. როდრიგესის ნამდვილი სახელი და გვარი
ბევრი მითქმა მოთქმაა როდრიგესის სახელთან დაკავშირებით. ბევრი მას ჯეიმს ეძახის, ბევრიც კი ხამესს, თუმცა Goal.Com-მა სრულიად ახალი ვარიანტი შემოგვთავაზა – ჰამესი. მართალია ესპანურად ხამესია, თუმცა ინგლისურად ასე წარმოიქმნის ფეხბურთელის სახელი და გვარი – ჰამეს როდრიგესი.
2. დაწყებითი წლები
ცნობილია, რომ ჰამეს როდრიგესმა კარიერა კოლუმბიის ქალაქ ენვიგადოში დაიწყო. ის 12 კილომეტრს გადიოდა ყოველდღე, რათა საფეხბურთ სკოლამდე მისულიყო. ასეთ რთულ პირობებში უწევდა კოლუმბიელს ფეხბურთზე სიარული.
3. როდრიგესს მეტყველების პრობლემები აქვს
იცოდით, რომ ჰამეს როდრიგესს ნორმალურად ლაპარაკი არ შეუძლია? მას მეტყველების პრობლემები ბავშობიდან აქვს, რის გამოც გამართულად ლაპარაკი უჭირს. სწორედ ამიტომ ის ჟურნალისტებთან იშვიათად საუბრობს და განცხადებებსაც არ აკეთებს.
4. ჰამესის კუმირი
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჰამეს როდრიგესის კუმირი ახლა მისი თანაგუნდელია. ცნობილია, რომ ის მთელი ბავშობა კრიშტიანუ რონალდუს ქომაგობდა, რომელიც 8 წლით უფროსია მასზე. ამჟამად, ის მის კუმირთან ერთად თამაშს შეძლებს.
5. როდრიგესი ესპანეთში პირველად, 2010 წელს
როგორც იცით, როდრიგესი თავად აცხადებდა, რომ “ბარსელონაში” თამაშს, “რეალში” თამაში ერჩივნა, თუმცა ის ბარსელონაში, ერთხელ ირიცხებოდა, ოღონდ “ესპანიოლში”. 2010 წელს მისი ყიდვა მოინდომა კატალონიურმა გუნდმა, თუმცა მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზე ჩაიშალა.
6. ჰამესის ცოლი - დავიდ ოსპინას და
ჰამესს როდრიგესი, ჯერ მხოლოდ 21 წლის არის და მას უკვე ცოლი ჰყავს და შვილიც. იცით ვინ არის მისი ცოლი? ალბათ, აქამდე არ გეცოდინებოდათ, უმრავლესობას. მისი ცოლი, მისივე თანაგუნდელის დაა. ის დანიელა ოსპინაა, დავიდ ოსპინას და.
7. სად გაიბრწყინა პირველად ჰამესმა?
2008-2010 წლებში ჰამეს როდრიგესი არგენტინული “ბენფილიდის” ღირსებას იცავდა. 2009 წელს ჰამესი გახდა, არგენტინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი. შემდეგ გახდა, წლის ახალგაზრდა საუკეთესო ფეხბურთელი.
8. ჰამესის უმაღლესი განათლება
მიუხედავად იმისა, რომ როდრიგესი ფეხბურთელია და ადრეულ ასაკშიც, დაგეგმილი ჰქონდა, რომ დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, ის მაინც სწავლობდა. ცნობილია, რომ ის უმაღლეს სასწავლებელში ინჟინერიას სწავლობდა.
9. კალათბურთი
ცნობილია, რომ ჰამეს როდრიგესი კალათბურთის დიდი ფანია და მისი საყვარელი გუნდი “მაიამია”. ლებრონ ჯეიმსი, კი მისი საყვარელი კალათბურთელია, რომლის მაისურსაც თავისუფლად ირგებს ჰამესი.
10. მეტსახელი
ჰამეს როდრიგეს ორი მეტ სახელი აქვს. პირველია “ელ დიეს”, რომელიც ნომერ ათს ნიშნავს. მეორე კი “ელ ბანდიტო”.