ცოტა არ იყოს ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, კიდევ შეგვეძლია ამ ზაფხულს გაძლიერება, ჯერჯერობით რა ამხანაგურებიც ტარდება ყველა გრანდი სანახევროდ რეზერვებით გამოდიან, ვერაფერს გაიგებ ჯერ, ერთი რაღაცა მინდა დავწერო, მე მგონი თქვენც იგივე დღეში ხართ, ძალიან მაღიზიანებს ინგლისური პრესის ასეთი მოჭარბებული ყურადღება ვანგაალის მიმართ, თითქოს ღმერთი მივიდა მანჩესტერში, დაიწყოს რა დროზე სეზონი დავინახავთ ვის რისი ტრაკი აქვს...ბლოკნოტა უდავოდ მოიყვანს აზრზე მაგათ მარა ჩემი აზრით ჟოზე მაგას ჯიბეში ჩაისვავს, ვნახოთ..რეალი დი მარიას იშორებს, ეს კარგია იმ მხრივ რომ ხამესა რომალდო და ბეილი ერთად ვერ დაიჭერენ ცენტრს, უკან პრესინგზე ვინ იქნება?მოკლედ ანჩელოტის არ უნდა მარა ვინ ეკიტხება, როგორც 2003 წელს ზიდანი-ფიგუს ბექემი რომ დაამატა და ცენტრში რომ ათამაშებდა თითქმის გაგდებული მაკელელს ადგილზე, იგივე გამეორდება რეალი წელს უნდა დასუსტდეს და კარლო გააგდონ...რაც არ უდნა თქვა სერიოზული ძალაა ლიგაზე, ბაიერნს ერთი ამოსუნთქვით გადაუბინა...ამიტომ ხედირა იქნება მაკელელეს ნაირად წამოგვეყვანა, თან ადასუსტდებოდა და თან ქვემოთ დავწერ რატომ მომინდა ხედირა..ბარსელონა ჯერ უნდა ვნახოთ თამაშში, მგონია ორმ ხავის წასვლის მერე და მესის ყოველი მომდევნო სეზონი უარესი იქნება, სუარესი მოყავთ იმისათვის რომ გოლები იტანოს 9-იდგეს და ერთგვარად მესი იგნორირდება, რაღაც არამგონია აეწყოს ეს ვარიანტი ვნახოთ...ბავარიაში კიდევ მგონია რომ გვარდიოლა იგივეს გაიმეორებს, სხვა გუნდს ვერ მივიჩნევს ლიგაში ჩვენზე ძლიერად...იგივე სიტიც დასუსტება და ოთხეულისთვის იბრძოლებს იმხო...რეალური შანსი გვაქვს ლიგის მოგების, ინგლისურის ჯერია თან...
დი მარია კი ძალიან სერიოზული იგროკია მარა 50-60 მლნ ნაღდად არ ღირს როგორ ტენის რეალი პესეჟეს...თუ პოგბა არ გამოდის ხედირას მოსვლა ნამდვილად საჭიროა, რატომღაც მგონია რომ მეტ წილ თამაშებში ფაბრეგასს ჟოზე მეათე ნომრის ადგილას ათამაშებს, მატიჩი რამირესის წინ და კოსტას უკან აზარი ვილიანიას შუაში...ხოდა მატიჩის გვერდზე ან რამირესი იქნება ან მიკელი, ვან გინკელმა არ ამგონია ჯერ სასტარტოში მოხვედრა შეძლოს..ამიტომ ამ სიტუაციაში მიკელსაც რამირესსაც რა თქმა უნდა ხედირა ჯობია, რა შედარებაა...საერთოდ რეალში თუ ვინმეს თამაში არ მისდის ეს არ არის კრიტერიუმი, ძალიან რთული გუნდია და როგორც იგივე დიმარია არ ჩანს ხედირაც ასე შეგვიძლია მივიჩნიოთ რომ უჭირს გამოჩენა, თან კიდევ ერთი მომენტია რომ საკმაო მაღალი და დიდი ხედირა, ესპანეთში კიდევ უფრო ტანდაბლებს ხავებს ინიესტებს მოდრიჩებს გამოცდით თამაში..მაგის სიმაღლე და ჯორცხენიზმი პრემიერლიგას მოუხდებოდა უფრო...ასე რომ თუ რამე ნორმალურ ფასად გაყიდის რეალი შეიძლება მაგის მოყვანა 20-25 მლნს ფარგლებში, ალბათ მიკელის ადგილას, რამირესი მაინც უფრო სხვანაირია ფრთაზე გაწევ ირბენს არ დაიღლება...ხედირა მატიჩი გადაიტანდა მთელს სეზონს და დაველოდებოდით პოგბას...ზუმას ეტყობა რომ საერთოდ გამოუცდელია გაუთლელია, ნელ ნელა სკამიდან შეეჩვიოს დიდ გუნდს და დიდ პასუხისმგებლობას, კარგი მონაცემები აქვს და უნდა გავზარდოთ, ერთი მარჯვენა მცველის მოყვანა გაასწორებდა მაგრად, რობოტას რა უნდა ძირითადში...დროგბას მოსვლას რაც შეეხება მგონია რომ შორს იქნება ფორმიდან და რეალურად მაგის ფეხბურთი მორჩა მაგრამ როგორც მოთამაშე მწვრთნელი როგორც ლეგენდა ავტორიტეტი იყოს იჯდეს სკამზე გასახდელში, უდავოდ დაეხმარება გუნდს, ახალგაზრდებს..პრობლემა არაა..ლუკაკუს ალბათ გაყიდის ჩელსი და ტორესს დატოვებენ შევეგუოთ

ოფიციალური საიტზე პირველი გუნდის შემადგენლობა ასეთია
ჩეხი კურტუა შვარცერი ბლექმენი
ტერი კეხილი ივა ზუმა ფილიპე ასპი (ბერტრანი, აკე)
მატიჩი სესკი მიკელი რამირესი ვან გინკელი (რომეუ)
აზარი ვილიანი შურლე ოსკარი სალა (მოსე მარინი)
კოსტა ტორესი დროგბა (ლუკაკუ)
ფრჩხილებში ჩასმული გვარების იმდეი მე არ მაქვს ჯობია გავყიდოთ, ამდენი იჯარებიდან არაფერი გამოდის რამდენჯერ უნდა გავანათხოვროთ, აკე არ ვიცი ვინაა მაგას არ ეხება...მეკარეზე რას იზმაენ აზრზე არ ვარ, ერთი წლით კურტუა დაეტოვებინათ ატლეტიკოში რა პრობლემაა ვერ ვხვდები
This post has been edited by 1984 on 27 Jul 2014, 12:19
მიმაგრებული სურათი