http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...damarckhda.htmlგორის "დილა" პირველ სპარინგში ლუცკის "ვოლინთან" დამარცხდა
საქართველოს ჩემპიონმა გორის "დილამ", რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის თურქეთში ემზადება, პირველი სპარინგ-მატჩი უკრაინულ "ვოლინთან" გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
"დილას" ოფიციალური საიტის ცნობით, უჩა სოსიაშვილის გუნდმა პირველი გოლი 23-ე წუთზე გაუშვა, უკვე 37-ზე კი უკრაინელები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში "დილამ" ერთი ბურთი გაქვითა. მარცხენა ფრთიდან ოთარ მარცვალაძის გრძელი გადაცემის შემდეგ, დავით ხურცილავამ თავით დაუგდო კვირკვიას და მათემაც ერთი შეხებით მეკარეს ზემოდან გადაუგდო ბურთი.
შეგახსენებთ, რომ გორის "დილა" წელს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ბელგრადის "პარტიზანი" იქნება.
2:3 მოიგო დილამ