http://www.liberali.ge/ge/liberali/news/119646/საქველმოქმედო კამპანია Ice bucket challenge-ის (ყინულიანი წყლის გადასხმის აქცია) ერთ-ერთი შემქმნელი, კორი გრიფინი ყვინთვის დროს დაიხრჩო, - წერს ბრიტანული გამოცემა The Independent.
16 აგვისტოს მასაჩუსეტის შტატში 27 წლის გრიფინი ჩაყვინთვის დროს დაიხრჩო.
Boston Globe-ში დაბეჭდილ ნეკროლოგში კორის მამა მას მსოფლიოში საუკეთესო ადამიანად ახასიათებს და ამბობს, რომ გრიფინმა დიდი წვლილი შეიტანა ყინულიანი წყლის გადასხმის კამპანიის პოპულარიზაციაში, რაც მეგობრის, პიტ ფრატესათვის დადგენილი დიაგნოზის შემდეგ დაიწყო.
ყინულიანი წყლის გადასხმის აქცია, რომელიც მსოფლიოში ALS Ice Bucket Challenge-ს სახელით არის ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ALS Assossiation-ის დასახმარებლად შეიქმნა. წესების თანახმად, მონაწილემ, რომელსაც გამოიწვევენ, კამერის წინ ყინულიანი წყალი უნდა გადაისხას და შემდეგ ვიდეომასალა ინტერნეტში ატვირთოს ან ორგანიზაციის დასახმარებლად თანხა გადარიცხოს, შემდეგ კი სხვა ადამიანები გამოიწვიოს. აქციამ პოპულარობა მიმდინარე წლის ზაფხულში მოიპოვა და მასში მსოფლიოში ცნობილი მრავალი ადამიანი მონაწილეობს.