Neo777კარგი კითხვაა

და მარტო იუთუბი ვერ უშველის ამ საქმეს და იმის ცოდნა რომ რონალდომ 8 გოლი გაიტანა მსოფლიოზე.
რასაც ეხლა აქ დავწერ ჩემი აზრია და შეიძლება ვცდები.
მაგრამ 98-იდან 2002 წლამდე ყველაზე აქტიურად ვუყურებდი ფეხბურთს როცა კი ოდესმე მიყურებია და ბრაზილიის ნაკრების თამაშების 80 პროცენტი ნანახი მაქვს თავიდან ბოლომდე.
დარჩენილი 20 პროცენტი კიდე ჰაილაითები.
მოკლედ ჰაერზე არ ვამბობ და რონალდო ისე მიყვარდა რეალში მისი გატანილი გოლებიც კი მიხაროდა.
მაგრამ ის გუნდი იყო რივალდოს გუნდი.
98 წლის ფინალი იყო დიდი იმედგაცრუება და ხალხმა ბრაზილიაში გული აიცრუა რონალდოზე.
უსამართლოდ როგორც ბრაზილიაში ჩვევიათ ხოლმე.
ხოდა გამოვიდა ლუქშემბურგო, სხვათა შორის არც ისეთი დიდი ღლე როგორიც ბევრს გონია.
რეალში რომ არ იყო მაგის ადგილი გასაგებია.
და თქვა გუნდის აწყობა რონალდოზე იყო შეცდომა მე გავაკეთებ გუნდს რომელსაც ავაწყობ რივალდოზე.
პირველ თამაში მაშინ ჯერ კიდევ იუგოსლავიასთან მსოფლიოს მერე დემოსტრაციულად არ მოიწვია არცერთი ფეხბურთელი ვინს თამაშობდა მუნდიალზე.
იყვნენ მხოლოდ კაფუ და რივალდო.
ის თამაში 1:1 მორჩა და ვის ადარდებს ერთი ამხანაგურის შედეგი მაგრამ ეგ სპეციალურად გააკეთა რომ აგრძნობინა კაცს რომ ეხლა შენ ხარ მთავარი.
მერე შეკრა 99 წლის კოპასთვის უმაგრესი გუნდი.
99 წლის კოპას გუნდი ერთი თავით უფრო მაგარი იყო და უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობდა ვიდრე 98-ის.
რა თქმა უნდა იქ იყო რონალდოც რომელიც თამაშობდა ფანტასტიურად მაგრამ გუნდი მუშაობდა ჩერეზ რივალდოთი.
ხავი რაც იყო ბარსაში გვარდიოლას დროს იგივე იყო აქ რივალდო.
რაც შეიძლება მეტი დატვირთვა შეტევაში რითაც უნდა მიექცია ზედმეტი ხალხის ყურადღება და ამით მერე ფენომენი, ამაროზო და სხვა შემტევები სარგებლობდნენ.
როცა ეს გამოდიოდა გუნდი იყო დედის მსერავი.
როცა არ გამოდიოდა მაგალითად ჩილესთან მუნდიალის შესარჩევი გუნდი აგებდა დიდი ანგარიშით.
ამას დაემატა ის რომ ფულის კეთება გადაწყვიტა ნაკრებით ვანდერლეუკამ და კიდევ კარგი გააჯმევინეს დროულად.
პლიუს იმ კოპას მერე რონალდომ ტრამვა მიიღო და აღარ უთამაშია გუნდში.
ნაკრებში კიდე 3 წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ფეხბურთელმა ითამაშა.
დაწყებული ვამპეტებით დამტავრებული ფრაკებით, ვაშინგტონებით და მარკესებით.
ეს მარკესი მგონი საერთოდ არ იყო ფეხბურთელი და აჭამეს მთელ ბრაზილიას.
კრედიტ ოფიცერი იყო ალბათ და გადავადება გაუკეთა ლუქშემბურგოს სესხის და მაგანაც მაგ პონტში უგრევა და ათაშა.
თორემ იმ დროს ეგეთ კაცს რატომ უნდა ეთამასა თავდასხმაში გაუგებარია.
უცვლელი იყო ერთი.
ყველა მოგებულ თამაშში რივალდო იყო ფანტასტიკა.
გარდა ვენესუელას რომ მოუგეს 7:0.
წაგებულ თამაშებში უმეტესად არ იყო გამოძახებული სხვადასხვა მიზეზების გამო.
მოკლედ რეალურად ძალიან ცოტა თამაში ჩააგდო.
ისაც მსოფლიოს შესარჩევები როცა არ იყო არაფერი დესაიდერის მსგავსი.
როცა აეწვა პროჭი ბრაზილიას და დაემაუქრათ რეალურად საფრთხე რომ შეიძლება ვერ გავიდნენ მუნდიალზე.
იმ თამაშებში იკაცა რასაც ქვია.
ჩაჯმულ კოპაზე და ჩაჯმულ კონფედერაციის თასზე.
პლიუს ოლიმპიადაზეც სადაც უკვე ეპოქალურად ჩაიჯვა როანლდინიომ არსად არ ურევია მაგის სახელი.
ჩისტიტელივით იყო ვესტერნებში რომ არიან.
სადაც საჭირო იყო მოდიოდა.
უბრახუნებდა შორიდან და აგვარებდა პრობლემას.
ან არ უბრახუნებდა და სხვებს აგვარებინებდა.
მოკლეთ თუ იყო რამე წარმატება იქ აუცილებლად რივალდო იყო.
რონალდოს გარეშე მოიგებდა მუნდიალს?
ვერა რა თქმა უნდა.
ვერც კაფუს გარეშე მოიგებდნენ ეგრე.
და 11 კაცი იგებს ჩემპიონატს.
მაგრამ ის გუნდი იყო რივალდოსი.
სულისჩამდგმელი რაც მოედანზე ხდებოდა ეგ იყო.
იმ ფინალამდე მისვლა იყო საჭირო და იქამდე რომ მივიდნენ ყველაზე მეტად მაგ კაცის დამსახურება იყო.
უფრო სწორად ეგრე დამსახურებას რას გაზომავ.
მაგრამ შთაბეჭდიელბა ეგეთი დამრჩა მე.
კამათი ამ თემაზე უაზრობაა იმიტომ რომ ამის ობიექტური კრიტერიუმი არ არსებობს.
რატო ვფიქრობ ეგრე კიდე დავწერე ზემოთ.