მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე ისევ აქ უნდა დავწერო.
ლაზარე მოკვდა, ლაზარე ყარს მაგრამ ლაზარე მკვდრეთით აღსდგება და გაბრწყინდებასაფეხბურთო სამყაროს უკვე 20 მუნდიალი ახსოვს, ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორი კონტინენტის 8 ქვეყანამ შეძლო უმაღლესი რანგის საფეხბურთო ტურნირში გამარჯვება, მსოფლიო ჩემპიონობა. აქ იმაზე არ დავიწყებ ლაპარაკს რამხელა მასშტაბის ღონისძიება იყო თითოეული მსოფლიო ჩემპიონატი შესაბამის ეპოქაში, რა როლი აქვს ამ ტურინრს ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი და ა.შ. გავამახვილებ ყურადღებას მხოლოდ ევროპული და სამხრეთული ფეხბურთის იმ დაპირისპირებაზე, რომელიც "ლაითმოტივად" სულ თან სდევდა მსოფლიო ჩემპიონატებს და ზოგადად საფეხბურთო სამყაროს აგერ უკვე ლამის საუკუნის განმავლობაში.
არასდროს, ვიდრე 2014 წლამდე, ყოფილა რომ რომელიმე კონტინენტის ქვეყნებს 3 მსოფლიო ჩემპიონატი მოეგოთ მიჯრით და შესაბამისად საერთო ჯამში ორით მეტი ტიტული დაგროვებოდათ. თვით პელეს დროსაც კი, რომელიც დამსახურებულად იწოდება ფეხბურთის მეფედ (პირველ რიგში ზუსტად სანკარებო წარმატებების გამო), არ დაუშვა "ფეხბურთის ღმერთმა" და არ მიანიჭა რომელიმე კონტინეტს ამხელა უპირატესობა. მაგრამ ამ სამყაროში ხომ ყველაფერი დროებითია და აგერ უკვე მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მხოლოდ ერთმა სამხრეთამერიკულმა გუნდმა იასპარეზა და ისიც წარუმატებლად. ვიღაცისთვის შეიძლება ეს მხოლოდ ციფრებია მაგრამ სახმრეთული ფეხბურთის მოყვარულთა საუბედუროდ ეს "მშრალი სტატისტიკა" არის მხოლოდ შედეგი რეალური მიზეზისა. მიზეზი კი მარტივია, ბოლო 10წლეულის განმავლობაში ევროპული ფეხბურთი იყო გაცილებით მაღალი დონის ვიდრე სამხრეთული.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიოანტი კი ამის პიკი იყო. ნომერ 1-მა საფეხბურთო ქვეყანამ, ისეთი სამარცხვინო მარცხი განიცადა საკუთარ კედლებში, რომ თვით არგენტინელებისგან და სხვა "მოსისხლე" მტრებისგანაც კი შესაბამისი სიბრალური დაიმსახურა. პირადად ჩემთვის ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება, შოკი და ზოგადად გრძნობა რაც ფეხბურთისგან, როგორც მაყურებელს მიმიღია.
მაგრამ ისევე როგორც ევროპა-სამხრეთ ამრიკის "თანაბრ" ჭიდილს ამ ყველაფერსაც აუცილებლად ექნება და შეიძლება უკვე აქვს დასასრული. შარშანდალი სეზონი ჩემთვის სწორედ ამ დასასრულის დასაწყისი იყო და იმედია მოლოდინები გამიმართლდება.
რამაც მოგკლა იმან მოგარჩინოსო, ის რითიც გვაჯობეს ევროპელებმა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დიდების დასაბრუნებლად. ლაპარაკია ევროპულ საკლუბო ფეხბურთზე. სანტოსს და ბოკას ვერ გავუშვებთ ლიგაზე მაგრამ ძალიან აკრგი იქნება თუ ინდივიდუალურად გაბირწყინებე "სამხრეთელი" ფეხბურთელები. მსნ ამის ყველაზე კარგი მაგალითი და საშუალებაა. გარკვეულწილად მესმის (მაგრამ არა ბოლომდე) ბრაზილიის იმ გულშემატკივრების რომელიც მესის და სუარესს ვერასდროს "უბალეშიკებენ" ან არგენტინელების რომლებიც ნეიმარს, როგორც ბრაზილიელს ვერ უგულშემატკივრებენ და ა.შ მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში მსნ-ს წარმატება პირდაპირპორპორციულად აისახება სამხრეთამერიკული ფეხბურთის წარმატებაზე. განა ამის არდანახვა შეიძლება?

ბრაზილიის, არგენტინის და ურუგვაის საუკეთესო წარმომადგენლებს აქვთ შანსი დაწერონ ისტორია ევროპულ საკლუბო ფეხბურთში( მოიგონ ლიგა ზედიზედ, დაამყარონ ფაქტირუად მოხუსნელი რეკორდები და ა.შ) და ამას მგონი ნებისმიერი სამხრეთული ფეხბურთის მოყვარული ადამიანი უნდა გულშემატკივრობდეს.
2006 წლის ფინალის შემდეგ გახსოვთ ჩვენს ჯგუფში მოხვდა ორივე ფინალისტი, იქ ფრანგებმა რომ მოუგეს იტალიელებს მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ანრის კითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაახლოებით ასეთი რამ: "შეიძლება ეს მოგება ფინალის რევანშად ჩავთვალოთ"? ანრიმ რა უპასუხა მგონი გასაგებია )) ანალოგიურად აქაც, იმ მარცხს და იმ საშინელ 10 წელს (9 წელის პონტშI

) ვერაფერი შეცვლის და მითუმეტეს მსნ-ს ლიგაზე გაბრწყინება მაგრამ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს რაც დაგვეხმარება შემდეგში უპირატესობის დასაბრუნებლად.
სამხრეთამერიკაში რომ ფეხბურთი არ მოკვდება გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია რომ ბოლო დეკადაა ძალიან "ვიჩაგრებით" ამიტომ ორმაგად სასიხარულოა როცა ამ "დაჩაგრული" მდგომარეობიდან ამოდიხარ და თან ყველაზე მარტივი საშუალებით, კარგი ფეხბურთის თამაშით, რომელსაც მოაქვს შედეგი

საგულისხმოა ისიც ვინ ყავდა ბარსელონას და შესაბამისად მსნ-ს შარშან მეტოქეები ფინალში და ნახევარფინალში? იუვენტუსი (იტალიის სახე) და ბაიერნი(გერმანიის სახე) იმ მიზეზების გამო რაც დავწერე, ორმაგად სასიხარული იყო ჩემთვის როგორც ბარსელონას გულშემატკივრისთვის მათთან ასე დამაჯერებლად გამარჯვება.
წინ 2018 წლის ჩემპიონატია და იქამდე ბევრი დროა თუმცა აუცილებელია სამხრეთელების საკლუბო ფეხბურთში დომინირება, ბაბაიარომაც აღნიშნა მაღლა ერთი იმედისმომცემი ფაქტი.
ჰოდა შეცვალეთ "სათაურში" ლაზარე "სახმრეთული ფეხბურთით" და იგრძენით ჭესმარიტება