ეს ტარდელი ყოველთვის ანჟიში კი არ თამაშობდა ხალხნო საინტერესო ფეხბურთელია
2005 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჰოლანდიაში იყო ჩვენი მთავარი ზვეზდა
მახსოვს ეგეთი ლაპარაკი რომ ორი მთავარი კაცია აქოო მესი და ტარდელიი აბა ვნახოთ ვინ აჯობოსო
მესის ბარსას ზამენაში იყო მაშინ და თუ გახსოვთ 3 თამაში ქონდა ნათამაშები პრიმერაში მაგრამ უმაღლეს დონეზე
რონალდინიოს პასი და გოლი ლევანტესთან
მოკლედ იცნობნენ
ტარდელი კიდე სან პაულოს წევრი იყო
ძაან მაგარი სან პაულო იყო, სადღა გვყავს ეხლა ეგეთი სიძლიერეის კლუბები
გუნდს გუნდზე დღნავდნენ სამხრეთ ამერიკაში და იქამდე არ გაჩერდნენ სანამ ლივერპულიც არ შემოედღნათ
ამ ტარდელს ქონდა ისეთი პრესა როგორიც ვთვათ ეხლა აქვს პიაზონს მოკლედ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ
მაგრამ დაიჩაგრა იმ სან-პაულოში
გუნდი ბევრ ფრონტზე იბრძოდა და შედეგი ჭირდებოდა იმ წუთში
ტარდელის გაზრდას ვერ დაელოდებოდნენ
ამიტომ პერსპექტიულ ბიჭს ამჯობინებნენ ძირითადში დაეყენებინათ უფრო გამოცდილი ფეხბურთელები
ეს შეცვლებზე შემოყავდათ
მეორე უბედურება ის იყო რომ ტარდელის ჩაერთო მოუდი ქართველი ფეხბურთელეეეე
წარმოიდგინა რომ მაგარი ტიპია და დაიწყო ის რასაც აკეთებდა ბოლოს მესი
მოედანზე სიარული და დაკიდება რაღაც ეპიზოდების, ბოლომდე არ ბრძოლა
მერე რა ზვედზაა და მერე იზავს ისეთ რამეს რომ გადაფარავს
ეს გამოჩნდა იმ მუნდიალზე პირველი თამაშშივე ნიგერიასთან
როცა ისეირნა ტარდელიმ და ბრაზილია ნიგერია მორჩა 0:0
და აღნიშნა კიდეც ევრო სპორტის კომენტატორმა მახსოვს როგორ იქცევა ესო თავი შემდგარი ვარსკვლავი ხო არ გონიაო
ნიგერია ცუდი გუნდი არ იყო ფინალში გავიდა მერე
ვინც გაქაჩა იმ გუნდიდიან მეტნაკლებად იყვნენ
მეკარე რენანი (1 გოლი გაუშვა მარტო) ვალენსიაში თამაშობდა
დიეგო ალვეში-ეს ზამენაში იჯდა
რაფინია-(ბაიერნის) მაშინ ეწერა მაიკაზე რაფაელი და საუკეთესო იყო გუნდში
რაფაელ სობისი
ფელიპე ლუისი
და არ ვიცი გაქაჩვაა თუ არა უბრალოდ ჩემპიონთა ლიგაში აქვს ნათამაშები ბეშითქაშში ბობოს
ძაან მაზალო ნაკრები იყო სულ პიჟონები უცნაურად დავარცხნილი თმებით და რო ეტყობათ კი უბერავენ ეხლა ნორმალურად მაგრამ დაენძრევათ მალე
ეს ტარდელი საერთოდ ამოაგდეს ისე საშინლად ითამაშა მაშინ
მაგრამ სხვა ნაკრებებიც დიდათ ვერ ქაჩავდნენ და კი გავიდა გუნდი გოლის გაუშვებლათ 1/2 ფინალში
ძაან მომწონდა მე ცენტრალური მცველები ლეონარდო და გლასტონი მაგრამ დიდ ფეხბურთში დაიკარგა ორივე
მერე მესი ჩაგვახტა 86 წუთზე

თუ არ ვცდები
კი მთავრდებოდა თამაში ეგ ზუსტად მახსოვს
4 კაცი მოატყუა და გაიტანა
ამ ერთადერთი გოლით გამოვარდნენ
ტარდელომ მოუდი ქართველი ფეხბურთელეე სან პაულოშიც გააგრძელა და დაახვევინეს
მერე იბოდიალა სად აღარ იყო
აგერ დღეს ფელიფე ლუისმა და ტარდელიმ აბაროტი აუღეს იმ მესის
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ვიღაც არ არის
თავის დროზე რომ მესის გადარებენ ესე იგი რაღაც შეგეძლო და ეხლაც შეგიძლია
სხვა საქმეა რომ გაფლანგა თავის ტალანტი მაგრამ საქმე საქმეზე თუ მივიდა გაცილებით უფრო მექნება მაგის იმედი ვიდრე ბერნარდისა და ჟოსი
სადაც კაკა ამოიღეს ნაფტალინიდან ტარდელიმ რა დააშავა
საღოლ დუნგიტო
რაც თავი მახსოვს ამ ფორუმზე სულ მაგას ვამტკიცებ რომ მაგარი მწვრთნელია
და მგონი არ ვცდები