sparrowადასტურებენ სერიოზული წყაროებიც რომ 345 000 მაისური გაიყიდა მსოფლიო მასშტაბით ხამესის, აქედან 30%-ია რეალის, ანუ 10 მილიონი ჩაიჯიბა პერესმა
მარკას აზრით პლიუს-მინუსები 5 თეორიული კანდიდატის პუიოლის 5 ნომრის მორგებაზე
მარკინიოსი
+: მწვრთნელებსაც უნდათ და დირექტორატსაც, უარს არაა, გუნდი გამოიცვალოს
-: პსჟ 40 მილიონს ითხოვს, ბარსა არ აპირებს ამდენის გადახდას
ბლინდი
+: კარგი მომავალი უნდა ელოდოს ბარსაში, ძვირიც არ ღირს, სადღაც 22 მლნ
-: მწვრთნელები არ არიან დარწმუნებული რომ საჭიროა, გარდა ამისა სიმაღლით არ გამოირჩევა
ვერმალენი
+: იმდენი უნდა დაჯდეს, რამდენიც მატიე, კატ-გამოკითხვები ადასტურებენ, რომ გულშემატკივარს ის უნდა
-: მანჩესტერია კონკურენტი და არსენალი იაფად ბარსას არ მიყიდის
ვერტონგენი
+: ღირს 22 მლნ და ფიქრობს პრემიერლიგის დატოვებაზე
-: ბევრს უნდა და მის ტრანსფერს ,,აძვირებს". 2 წლის წინ ჰქონდა ბარსასგან წინადადება და მან ტოტენჰემში არჩია წასვლა (თვითონ წასულა აბა

)
ჰუმელსი
+: ახალგაზრდაა, მაღალი, მსოფლიოზე ყველა ეჭვი გააქარწყლა
-: კლოპი ასე იოლად არ დათმობს, თუ წავა - ინგლისში, სერიოზულ თანხად
შემდეგ არის მ. ლოპესის (ტაქტიკური ანალიზი, ისე გამოიჩინა ტვ-გაზეთებში თავი, ლუის ენრიკემ რომაშიც წაიყვანა (მცირე ხანი გაჩერდა იქ) სტატია ,,მატიე - ინკოგნიტო"
შესავალი:
ლუის ენრიკემ მოაყვანინა, ადრეც იყო ,,ბარსა-რადარზე" მაგრამ მწვრთნელები ვერ დაარწმუნესო (ტატა-ტიტო) სუბისარეტებმა
,,გრძელი ნაბიჯი" აქვს და ,,გრძელ დისტანციაზე" სირბილში რთულია მისი გასწრება, ფიზიკურად ძლიერია და კარგი კოორდინაციით (ჩვენი პასუხი ბეილს

)
ყველაზე ძლიერი მხარეები:
,,მოკლე დისტანციაზე" ორთაბრძოლებში თითქმის არ თმობს, როცა თავდამსხმელი პირით მისკენაა (და არა ზურგით), თუ ,,ბურთი არავისია" თითქმის ყოველთვის ასწრებს ფორვარდს, მოტყუებაც 1X1-ზე ძალიან ძნელია (,,მოკლე დისტანციაზე")
თავით თამაშში სტანდარტულებზე შეტევაშია ძალიან სახიფათო, იქ ახტომის გარეშეც კი ახერხებს პრობლემა შეუქმნას მეტოქეს
აი დაცვისას სხვა საქმეა, ყოველთვის ჯაჯგურშია მეტოქის ფიზიკურად ყველაზე ძლიერთან, მხრით მიწოლაზეა და აქვს ხოლმე პრობლემები
ბურთის ამოტანა:
კარგი დიაგონალური პასი აქვს, მარჯვენა ფლანგს კარგად ,,ხედავს"
კარგი ,,მაღალი პასი" აქვს 9 ნომერს ბრძოლაში რომ მისცეს, სიტყვაზე დაცვიდან ,,მოგერიებისას" (უმისამართოდ არ აკეთებს), მაგრამ მესის გუნდში ამას ვერ გამოიყენებს
ბარსას პოზიციური თამაში გაუადვილებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას, საით გააგრძელოს თამაში მეტოქის პრესინგისას
მარცხენა ფლანგზე დაყანების შემთხვევაში:
ალბა გასაგებია ძირითადია, მაგრამ მატიეს აქვს ის პლიუსი, რაც ალბას არ აქვს. ცენტრ-მცველის ,,ზურგის" დაზღვევა, იშვიათად ტოვებს ზონებს ისე, რომ მეტოქის თავდამსხმელმა ,,შეასწროს"
მთავარი, რასაც ბარსაში თხოვენ მცველებს:
სივრცეების შეზღუდვა-შემცირება რგოლებს შორის, მეტრების მოგება, უნდა ასწრებდეს ,,ამოწევას" ცენტრისკენ და თუ მეტოქე გაიქცა, მის დაწევას გრძელ დისტანციაზე - მატიეს იდეაში ეს ყველაფერი აქვს
მაგრამ როცა გუნდი უკვე საჯარიმოს მისადგომებთან იცავს თავს, მატიე კარგავს ხოლმე პოზიციას (ყურადღებას) მაშინ (გასაუმჯობესებელი აქვს ეს დეტალი), როცა თავდამსხმელი ახლოსაა ბურთთან ერთად (მთელი ყურადღება ბურთზე აქვს), მითუმეტეს როცა ტოპ-ფორვარდთან მოუწევს, ამან შეიძლება გუნდი დააზარალოს ხოლმე (ინკოგნიტოა

როგორ მოიქცევა, ეცემა მასკერანოსავით და ზურგს მოაშიშვლებს, თუ პიკესაც უკან-უკან წავა და მეტოქეს დასარტყმელად შეუქმნის უპირატესობას)
[/B]TOM SOIERI[B]
ტერ შტეგენი-ბრავო რომელი იქნება, ეგ ,,ინკოგნიტოა" :დ სამწუხაროდ (არ მინდოდა ორი თანაბარი მეკარე)
ორივე სულ სხვადასხვა სტილისაა და ორივე საჭიროა, საუკეთესო იქნებოდა, ერთში იყოს ეგ ორი :დ
ტერ შტეგენი მინდა იყოს ძირითადი, რადგან ქარიზმა აქვს და ბურთით უფრო ,,ელეგანტურია" ვიდრე ბრავო
პოზიციურადაც მგონია ტერ შტეგენი უკეთ დგას, 1X1-ზე თამაშშიც
აი ბრავოს რეაქცია აქვს უკეთესი, მოულოდნელ ბურთებზე თუნდაც, პასიც არ აქვს ურიგო, განსაკუთრებით შორ დისტანციაზე (კარგად ასვამს თავზე, ტერ შტეგენი ფეხში აძლევს)
ნახევარდაცვის ხაზი კი საერთოდ ,,უინკოგნიტესია" :დ, ამბობენ 4 ადგილიც იქნება ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის - კონკურენტები კი მინიმუმ 5-ნი არიან: მასკერანო-ბუსკეტსი-რაკიტიჩი-ხავი-ინიესტა +რაფინია და ის კვერცხი სერხი რობერტოც ითხოვს წუთებს
მე არ მინდა, მასკერანო-ბუსკეტსის ხარჯზე, - რომელთა მოხვედრა ამ მომენტისთვის უფრო სავარაუდოა ,,როგორც ძირითადები" - უფრო შემტევი ამოვარდეს, არადა ინიესტა-რაკიტიჩი-ხავისგან 1-ს დაეყრდნობა რეგულარულად, როგორც ,,წამყვანი ძალა", მეორე უბრალოდ შეავსებს მას. მესამე კი როტაციებში იქნება მხოლოდ, როტაციების როლისთვის კი ცოდვაა ასეთი დონის ფეხბურთელი
და ხავი სულაც არ ნიშნავს რომ როტაციებში იქნება, ეგ ყველაფერი ვარჯიშებზე გამოჩნდება, თუ აჯობა ინიესტა-რაკიტიჩს, ლუის ენრიკე მაგას ათამაშებს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მისი წასვლის წინააღმდეგი ნამდვილად არ იყო - ეს ახლა ფიქრობს, რომ ,,ხავიმ შეიძლება ვერ გაქაჩოს" ფიზიკური მდგომარეობის გამო, მაგრამ რომ გაქაჩოს?

ჩაჯდება ისევ ეგ ,,წამყვან ნახევარმცველად"
ჯერ მოდელიც არ აქვს მემგონი ლუის ენრიკეს მოფიქრებული, ამხანაგურებში დაიწყებს მოსინჯვას, როტაციებზე შემდეგ უნდა იფიქროს
ამ ,,ამხანაგური თასის" ყურება-გულის გადაყოლებას თუ აპირებს ვინმე

- მეც ვუყურებდი, ზოგიერტი თამაში უგვანო დროს რომ არ იყოს - 2 ჯგუფია, 4/4 გუნდით და პირველ ადგილზე გასულნი ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს
დღეს რომა - მანჩესტერი და რეალი - ინტერია, გუშინ აბიდალის ოლიმპიაკოსმა 3:0 მოუგო მილანს
მაინც ჩვენი მეტოქეა და იყოს თემაში

მარა-ფსონი რეალის ძირითად მეკარეობაზე (სეზონში) დ. ლოპესი 2.15, კეილრო 2.60, კასილასი 3.50
მიმაგრებული სურათი