სპორტმა ლივერპულთან შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და აგერს მოიყვანენო 15 მილიონად (ვერც იოცნებებდა ალბათ სათადარიგო მცველის ასეთ ფასად გაყიდვას, დელაურენტისი 5-ს თუ გადაიხდიდა (მასკერანოზე იმასაც არ იძლეოდა)
იმიტომ ეს ,,ეკონომ-ვარიანტი" რომ დანარჩენი თანხა (40 მლნ-ზე მეტი) კუადრადოში ისროლონო (ამით გაამართლეს, კარგი, მაგრამ მატიეს რით ახსნიან?)
ერთის შეხედვით, გაამართლებს კაცი, შეიძლება გესიამოვნოს კიდეც, მაგრამ მერე გაიხსენებ რომ 2 სეზონისთვის (მატიე 30/31 წლის, აგერი 28/29 წლის) გადაიხადეს 35 მილიონი...არ შეგიწუხდება გული? 35 მილიონი! 2 ჩ-ლიგა უნდა დადონ რომ სპორტულად გამართლებული იყოს ამხელა თანხის გასროლა, 2 სეზონში ხომ არცერთი ივარგებს, ალვეშის დონე იქნება ორივე საუკეთესო შემთხვევაში ან ადრიანოსი (იქამდე, ეს ორი სეზონი ვითომ 100% ტიაგო სილვები გახდებიან
, რის იმედზე ვართ
ღმერთო, ჯობდა ალბათ მართლა აკრძალული ყოფილიყო ტრანსფერები)
აგერში გადაეხადათ 15 და მატიე არ მოეყვანათ, მე მირჩევნოდა, მაგრამ აჰა, ვიყოთ სასწაულის იმედზე, რომ ბარსაში ორივე ბრწყინვალე სეზონს გამართავს და ტიტულებით ამოიღებენ სპორტულ-ეკონომიურად (ჩ-ლიგა 40 მლნ-ს იძლევა მინიმუმ
)
რის იმედზე ვარ, ვინების იმედზე, აგერი+მატიე=1 ძლიერი, იგივე სტრატეგიაა პრინციპში რაც ბრავო+ტერ შტეგენი=1, ამისთვის ,,ანაწევრებენ" თანხას, კიდევ კარგი სუარესის ნაცვლად გომესი+მანჯუკიჩი არ მოიყვანეს (80-ად)
დე ვრეი 8.5 მლნ ევროდ ლაციოში
ხავი 1 სეზონი რჩება ნაღდად, ლუის ენრიკესთან ლაპარაკის შემდეგ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდეო. ვარჯიშზე გუშინ პირველი გავარდნილა, მონდომებულია. ლამპარდს კითხეს ნიუ-იორკში გუშინ, ვინ იყო კარიერაში ის, ვისთანაც ყველაზე მეტად გაგიჭირდათო და ბიძათქვენიო
განახლების ნაცვლად გუნდი ისე დააკომპლექტეს, უფრო რთული გასაახლებელი იქნება მომავალ 2 წელიწადში (ამდენ ვეტერანს რა მოიშორებს? უფასოდაც ვერ უშვებენ ხავი-ალვეშს ახლა, სონგი თუნდაც, ,,ოჯახური პრობლემების გამო" გუნდს გამოაკლდა და გაფრინდა საცხა, ეს ვეტერანიც არაა. მასკერანო, ადრიანო, ინიესტა, ყველა ვეტერანები იქნებია და საკმაოდ ასაკოვანი პედრო, სუარესი, რაკიტიჩი, მესიც
- ყველაზე ბებერი გუნდი ვიქნებით)
* * *
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არა, რომ დაფიქრდები კაცი, ტირილამდე მიხვალ
წინ არ უნდა გაიხედაო კაცო? რა კაკულიობა
უნდა ამას, რომ უსაშინლესი მომავალი ელის ამ გუნდს
ამ ლუის ენრიკეთიც თითქოს გიხარია ,,ავარჯიშება", მაგრამ მეთოლოგია 80-იანი წლებისას უფრო გავს, კერძოდ ლატეკისას, რომ გადაწვა მთელი გუნდი ფიზიკურ-ემოციურად. ჯანდაბა ამათ თავს, ახლა ვისაც ჩემი პოსტი არ ესიამოვნება, ან 2 თვეში გახარებული იქნება, თუნდაც 1 წლის შემდეგ (ნეტა ამის შანსი 20% იყოს...), 2-3-ის გასვლისას გამიხსენეთ
300 მილიოონი არ ეყოფა ტატა მარტინოს დონის გუნდის აწყობას
საშინელებაა, სრულ კატასტროფას დავარქმევდი
ვიღაც 8-9-იანად შეაფასებას ამ ზაფხულს
10-დან მაქსიმუმ 2-ს დავუწერდი.
გარანტია რომ გქონდეს 2 ჩ-ლიგის მოგებისაც კი, მაშინაც კი არ უნდა დააკომპლექტო გუნდი ისე, რომ 2 სეზონში 8 კაცის (ეს ,,გარანტირებული", რამდენი იქნება ბალასტი+ (წამსვლელ-მომსვლელი ყოველწლიური) მინიმუმ 3/5) შემცვლელის მოყვანა გიწევდეს...მაგრამ კარგი, 2 ჩ-ლიგა მოიგონ, 1 იყოს და ,,გავამართლებ" შემდგომ უეფას თასის საგზურითვის ბრძოლას
(და ეს ,,ფანტაზმა" კი არა, რეალობაა...დღეს დასაყრდენი 10 კაცი ხვალ უნდა გამოცვალო და აბა რა არის?) სკოლარის ბრაზილია ვიქნებით, ნეიმარი და 10
* * *
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინასწარ გამოვიტირე, პირდაპირი მნიშვნელობით
შვება მაინც ვერ მომიტანა
როსელის გუნდის მოსვლაზე უარესი არაფერი ყოფილა ფეხბურთის ისტორიაში არცერთი გუნდისთვის, საუკეთესოს მოსვლაც კი 16-ში ვერ ააცილებს ამ ,,კლეიმოს"
აგერ ვნახავთ 2.5 წელში (ზუსტად), თუ ტყუილად მიტირია.
* * *
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კურტუა, მასიპი, ბავშვი
პიკე ან ჰუმელსი, ტიაგო სილვა (უკვე ამის შემცვლელის ძებნით უნდა ვიყოთ დაკავებული
) ან კომპანი, ალბა, დანილო, დანარჩენები
კროოსი, გუნდოგანი (უკვე მოსულებული უნდა ყოფილიყვნენ და ინიესტა წასასვლელად ემზადებოდეს), ბუსკეტსი, გუსტავო, დანარჩენები
მესი, ნეიმარი, სუარესი (მოყვანილი 2011-ში), კუადრადო ან სანჩესი, დანარჩენები
უნდა ყოფილიყო განახლებული გუნდი, რომელზე მუშაობაც 2010-დან უნდა დაწყებული, ნორმალური მწვრთნელებით და არა დასლეებული ტატა-ტიტო-ლუჩო-ებით და ვეტერანების ყიდვით.
* * *
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კუადრადო 2 წლის არ ვახსენე აქ? უდინეზეში როცა იყო
დანილო კი არა, რამ დამაწერინა, პედროს უკვე უნდა ეთამაშა 1 სეზონი მარჯვენა მცველზე
პიკე რამდენი ხნის გაშვებული უნდა იყოს, ვაიმე რამდენს აგვიანებენ და სიკვდილის პირას მისული ფეხბურთელები მოყავთ
მხოლოდ იმიტომ, რომ მხოლოდ ისინი არიან მზად ხელფასი გაინახევრონ
ეს არის მთავარი ამათ ,,სატრანსფერო პოლიტიკაში"
რატომ გავიღვიძე, დავარღვიე თემაში გამეფებული ოპტიმიზმი, რა იდეალურად მიდის საქმე არადა, სუარესი ბიწო მესი ნეიმარი ვინ უნდა გაგვაჩეროოს ვიიიინ
დავიძინე
This post has been edited by მესი on 29 Jul 2014, 04:43