არადა როგორი იმედი მქონდა გვარდიოლასი
არ მეგონა ასეთი ხისთავიანი თუ აღმოჩნდებოდა და უაზრო აკვიატებებს გადააყოლებდა ყველაფერს
ჯერ მაინც არ დამიკარგავს ბოლომდე იმედი, იქნებ მოეგოს გონს, ლიგის მეოთხედფინალამდე ალბათ უპრობლემოდ მივალთ და მერე გამოფხიზლდეს ლიოვის მსგავსად
არადა, ძალიან ცოდოა ამ ფორმაციის გუნდი მხოლოდ ერთი ლიგის თასისთვის
გაცილებით ხანგრძლივი დომინანტობა შეუძლიათ (ჯერ კიდევ)
ზედმეტი რომ არც პროფესორობა ვარგა, მტკიცდება გვარდიოლას შემთხვევაშიც
ნორმალურად რომ დაალაგოს გუნდი და დაცვის სისტემა, ამ სეზონშიც ძალიან მაგარი შანსია ლიგის მოგების
ძალიან ცოტა რეალური კონკურენტია
ნუ რეალი, კიდევ უფრო გაძლიერებული (თუ დიმარია არ გაუშვეს), მარა სამაგიეროდ მაძღარი და რაღა ეგენი მოიგებენ ზედიზედ
ბარსელონა - უძლიერესი შემტევი ხაზით, მარა საკმაოდ სუსტი დაცვით, + არ მგონია ლუის ენრიკემ პირველივე წელს ლიგა მოიგოს პეპივით
იტალიაში არავინაა კანდიდატი
ინგლისში ჩელსი, უძლიერესი გუნდით და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი
არსენალი კი გაძლიერდა, მარა ჩემპიონობამდე არამგონია გაქაჩონ
ისევე როგორც სიტიმ... ლიგის მომგები მწვრთნელი არ ჰყავთ ჩემი აზრით
ასევე პსჟ-ც
ატლეტიკო-დორტმუნდის მსგავსად შეიძლება ვიღაც გამოხტეს, მარა რეალური კონკურენტი ამ გადმოსახედიდან 3-ია ჩემი აზრით
რომლებსაც ასევე აქვთ მინუსები
ჰოდა გვარდიოლა გონს თუ მოეგო.....
დავიჯერო ასე უსახელოდ წავა აქედან,რომ ლიგას ვერ მოიგებს?
ეს ალკანტარაც რა ინვალიდი ყოფილა
კროოსი

თან რაღა იმ საყლევეთში
სეზონის პირველი ნახევარი ძალიან რთული იქნება ბაიერნისთვის
იქნებ, წინა სეზონისგან განსხვსვებით, ახლა პირიქით, მეორე ნახევრიდან დაიქოქონ