5 რამ, რაც სტამბოლურმა მატჩმა გვასწავლასტამბულში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში არსენალმა უსახური ფრე გააგორა "ბეშიქთაშთან". ვნახოთ რა გვასწავლა ამ მატჩმა.
1. კალუმ ჩემბერსი ძალიან მაგარი ბიჭი იზრდება! სილვესტრების, ჯურუებისა და სენდეროსების შემდეგ, როგორც იქნა არსენალის დაცვა რაღაცას დაემსგავსა. მართალია ცხოველური აღნაგობის ბამ რამდენჯერმე დაჩაგრა ჩემბო, მაგრამ არც ამას დაუკლია აფრიკელისთვის.
2. არტეტა გაიტრავმა! მანამდეც ხომ იყო საჭირო ერთი ნორმალური ჩამშლელი და ახლა საერთოდ. იმედია მუსიე არსენი ფლამინის იმედზე არ დაგვტოვებს ამ მნიშვნელოვან სეზონში. კაპიტანი კი ნამდვილად არაა მაღალი კლასის ჩამშლელი, რაც მომავალ სეზონში დიდი ანგარიშებით წაგების ერთ-ერთი წინაპირობაა.
3. არსენალის შეტევის მარცხენა ფლანგი ფორმალური ხასიათისაა... ფაქტიურად იქედან ვერ ვუტევთ, ვერაფერს ვქმნით, რადგან გუნდში მარცხენა ვინგერი არ გვყავს. კი ბატონო პოდოლსკი, მაგრამ მთელი სეზონი ლუკასზე დაყრდნობა კარგს არაფერს მოგვიტანს. ჯობია ალექსისი ან ჩემბერლეინი შეაგუოს მარცხენა ფრთას და სანტი ცენტრში ათამაშოს. სანჩესი ძალიან მონდომებულია, მაგრამ მეორე ტაიმებში იკარგება.
4. ო როგორ გვიჭირს ფორვარდის პოზიციაზე... თურმე რატო ათამაშებდა სანოგოს, ჟირუ უარესი ყოფილა... ვენგერ დაგვანახე კემპბელი შე ოჯახაშენებულო!
5. ძალიან ცუდი დასაწყისია, მაგრამ გერმანელებისა და თეოს დაბრუნების შემდეგ ვიცი, რომ ასე აღარ იქნება! თან ერთი ტრანსფერიც (მინიმუმ) და არსენალი გუნდს დაემსგავსება! გუნდს, რომელსაც თავისუფლად შეეძლება ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლა!
100 %