ნაკრების ისტორია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გერმანიის საფეხბურთო ნაკრები უკვე ათწლეულებია, რაც სამშობლოს წარმატებულად წარმოადგენს საერთაშორისო სარბიელზე. გდრ-ისა და გფრ-ის გაერთიანების შემდეგ ის ამ ორი ნაკრების სრულფასოვანი სამართალმემკვიდრე გახდა. მანშაფტი მსოფლიოსა და ევროპის სამ-სამგზის ჩემპიონი, ასევე ოლიმპიური ჩემპიონია. აღიარებულია, რომ გერმანია ყველაზე სტაბილური გუნდია საერთაშორისო ტურნირების არსებობის ისტორიაში. გუნდის მეტსახელებია: Die Nationalelf, Bundesteam, Nationalmannschaft, Bundesmaschine.
გერმანიის ნაკრების ხელმძღვანელობა - მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
მთავარი მწვრთნელის თანაშემწე: ჰანს დიტერ ფლიკი. მეკარეთა მწვრთნელი: ანდრეას კოიპკე. მენეჯერი: ოლივერ ბირჰოფი.
ბუნდესგუნდმა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ უნიკალური შედეგების ჩვენება შეძლო, მაშინ, როცა ომამდე მისთვის საუკეთესო მიღწევა 1934 წლის მუნდიალზე დაკავებული მე-3 ადგილი იყო. ომის დასრულების შემდეგ გერმანია ორად გაიყო. აღმოსავლეთ ნაწილში 1948 წელს საკუთარი საფეხბურთო კავშირი შექმნეს, თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამ ქვეყანამ პრიორიტეტი უფრო ინდივიდუალურ სახეობებს მიანიჭა და არა სათამაშო გუნდურ სპორტს. სწორედ ამიტომ იყო, რომ აღმოსავლელები დასავლელი თანამემამულეებისგან განსხვავებით შორს იდგნენ საფეხბურთო წარმატებებისგან. მათი ერთადერთი მიღწევა მონრეალის 1976 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოგებული ოქროს მედალია.
რაც შეეხება დასავლეთ გერმანიას... გფრ-ის საფეხბურთო კავშირი ფიფამ 1946 წელს გარიცხა თავისი რიგებიდან, სადაც მხოლოდ 1950 წელს დააბრუნა. გერმანელთა პასუხი დაუყოვნებელი იყო - წევრობის აღდგენიდან 4 წლის შემდეგ მათ მსოფლიოს თასი მოიგეს. ეს გამარჯვება ზეპ ჰერბერგერის ხელმძღვანელობით მით უფრო ფასეული იყო, რომ ფინალში ”უნგრეთის დიდი გუნდი” დასცეს ზურგზე - 3:2 წაგება, მით უფრო მას მერე, რაც პირველ 20 წუთში 2:0 მიჰყავდათ, მადიარებისთვის წარმოუდგენელი შოკი იყო. ეს იყო მათი მეორე მარცხი 1949 წლის შემდეგ (!). სწორედ აღნიშნულმა გამარჯვებამ ჩაუყარა საფუძველი მანშაფტის სტაბილურ ასპარეზობას დიდ ტურნირებზე. 1958 წელს გუნდი ნახევარფინალში გავიდა, 1962-ში - მეოთხედფინალში, ხოლო 1966 წელს ფინალური მატჩი დათმო, 1970 წელს მე-3 ადგილი დაიკავა.
უვე ზეელერინაკრების ისტორია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
70-იანებში გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ოქროს ხანა დადგა - 1974, 1975 და 1976 წლებში რეკორდმაისტერმა ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ მოიგო. სწორედ ამ კლუბის ფეხბურთელები შეადგენდნენ გერმანიის იმ დიდი ნაკრების ხერხემალს, რომელმაც 1972 წელს ჯერ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ორი წლის შემდეგ მსოფლიოს პირველობაც. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარებულ ჩემპიონატზე ჰელმუტ შიონის ბიჭებმა, მოგვიანებით XX საუკუნის უდიდეს მწვრთნელად აღიარებული, რინუს მიხელსისა და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო ინტელექტუალის, იოჰან კრუიფის ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხეს.
1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიანაკრების ისტორია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამ გუნდში განსაკუთრებით ორი მეგავარსკვლავი გამოირჩეოდა - ფრანც ბეკენბაუერმა თავისი რაფინირებული, ელეგანტური სათამაშო მანერით მთლიანად შეცვალა წარმოდგენა ცენტრალური მცველის დანიშნულებაზე, ხოლო გერდ მიულერი ჭეშმარიტ საგოლე მანქანად მიიჩნეოდა. ბაიერნელების კეთილი სანაკრებო ტრადიცია არც შემდგომ წლებში დარღვეულა, 1976 და 1980 წლების ნაკრებებშიც სწორედ ბაიერნელები თამაშობდნენ ლიდერის როლს. 70-იანელთა დიდ თაობას მოგვიანებით არანაკლებ ღირსეული მემკვიდრეები გამოუჩნდნენ.
გერმანიის ნაკრების სტაბილურობას ბზარი არც 80-იან წლებში შეჰპარვია. 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ გუნდმა 1982 წლის ფინალშიც გააღწია, სადაც ყველაზე პრინციპულ მეტოქე იტალიასთან დათმო გადამწყვეტი მატჩი. 1986 წელს გერმანია ჩემპიონატზე, შეიძლება ითქვას, უსახური გუნდით წარდგა. ამ ფორმაციის გუნდი კი ფინალში მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა გასულიყო, თუკი მასში... გერმანელები ითამაშებდნენ. ”ღმერთივით მოთამაშე” დიეგო მარადონას არგენტინასთან ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ მისი გუნდის მსოფლიოს ჩემპიონობა რასაკვირველია გაუხარდებოდა, მაგრამ ეს ფეხბურთს ნაკლებად წაადგებოდა. ”კაიზერ ფრანცმა” ოთხი წლის შემდეგ ღირსეული რევანში აიღო იმავე არგენტინასთან, დაამარცხა რა ყველა მეტოქე პრაქტიკულად ერთი ამოსუნთქვით.
1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრები ნაკრების ისტორია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1989 წელს ორ გერმანიას შორის საზღვრები ოფიციალურად გაიხსნა, 1990 წლის 3 ოქტომბერს კი ქვეყნის გაერთიანება ოფიციალურად გამოცხადდა. ბუნებრივია, პოლიტიკურმა მოვლენებმა ყველაფერს თავისი ხელი დაატყო და მათ შორის ფეხბურთსაც. გერმანიის ნაკრებში გამოჩნდნენ პირველი აღმოსავლელები, მათ შორის ულფ კირსტენი, თომას დოლი, მათიას ზამერი. გაერთიანებულმა გერმანიამ 1992 წელს პირველივე დიდ ტურნირზე შეძლო თავის გამოჩენა, გავიდა რა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. 1996 წელს ინგლისში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიამ უკვე პირველი ტიტული მოიგო და გუნდის უდავო ლიდერი სწორედ ექსგდრ-ელი მათიას ზამერი იყო. ამის შემდეგ გერმანიის ნაკრებს სერიოზული კრიზისი დაეწყო - გუნდმა მომდევნო 4 დიდი ტურნირიდან 3 პირწმინდად ჩააგდო, 2000 და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატები და 1998 წლის მსოფლიოს პირველობა. გამონაკლისი იყო 2002 წლის მუნდიალი, სადაც მანშაფტმა ფინალურ შეხვედრას უწია. აღსანიშნავია, რომ კრიზისის პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე გერმანელებმა მას არ წაუყრუეს და შესაბამისი ზომები მიიღეს. 1996 წლიდან საფეხბურთო კავშირმა და მისმა სპონსორებმა უზარმაზარი თანხმების ჩადება დაიწყეს ბავშვთა ფეხბურთში, რამაც ქვეყანას შედეგი აშკარად მისცა. ბოლო წლებში გერმანიაში არა ერთი და ორი ექსტრაკლასის ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა.
2006 წელს გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლა. მასპინძელთა გუნდს სათავეში უდგა წარსულის უდიადეს ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი, არაორდინარული იურგენ კლინსმანი. ჩემპიონატის სლოგანი იყო ”სტუმრად მეგობრებთან”. ხოლო მასპინძელთა გუნდის დევიზი იყო ერთი გუნდი, ერთი მიზანი (ein team, ein ziel). საბოლოოდ გერმანიის ამ ფორმაციის ნაკრებმა ვერ შეძლო ჩემპიონატის მოგება, მაგრამ მთელ მსოფლიოს ”გერმანიის ახალი სახე” უჩვენა. კლინსის ბიჭები არნახულად ლამაზად თამაშობდნენ. მიუხედავად საქვეყნოდ ატეხილი ”პროკლინსმანისეული” კამპანიისა, ჩემპიონატის დასრულებისთანავე იურგენმა დატოვა თანამდებოდა. მისი ადგილი კი მისმა თანაშემწე იოახიმ ლიოვმა ჩაიბარა.
ორი წლის შემდეგ, 2008 წელს, ლიოვმა ევროპაზე თითქმის იგივე შემადგენლობა წაიყვანა. გერმანელებმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავეს, თუმცა პლეი ოფში შეძლეს ჯერ პორტუგალიელების და შემდეგ თურქების დამარცხება. ფინალურ შეხვედრაში მანშაფტმა ესპანეთის ნაკრებთან დათმო.
2010 წლის მსოფლიოს პირველობაზე გერმანიამ არსებობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი წაიყვანა. აღსანიშნავია, რომ გუნდს ტრავმების გამო რამდენიმე ლიდერზე უარის თქმა მოუხდა. ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ ნაკრების კაპიტანი და ლიდერი მიხაელ ბალაკი, ასევე სამწვრთნელო შტაბის მიერ პირველ მეკარედ დასახელებული რენე ადლერი. პირველივე შეხვედრაში (ავსტრალია 4:0) ლიოვის სამწყსომ ბრწყინვალე სპექტაკლი შესთავაზა გულშემატკივარს და დაამტკიცა, რომ მათ სრულიად სამართლიანად შეიძლებოდა ჰქონოდათ ჩემპიონობის პრეტენზია. ჯგუფური ეტაპის გადალახვის შემდეგ დაიწყო... სასწაული. 27 ივნისს გერმანია ფაბიო კაპელოს მიერ დამოძღვრილ ინგლისს დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. მიუხედავად მსაჯის აშკარა შეცდომისა, რომელმაც ალბიონელებს ერთი გოლი არ ჩაუთვალა, ინგლისური პრესა წერდა, რომ მათ მადლობა უნდა ეთქვათ გერმანელებისთვის სწორედ ასეთი გამანადგურებელი მარცხისთვის, რათა ინგლისელ ფეხბურთელებს გასამართლებელი საბუთი არ დარჩენოდათ და არ ეთქვათ, რომ ისინი მსაჯის შეცდომის გამო გამოვარდნენ.
3 ივლისს გერმანიამ კიდევ ერთი მასტერკლასი ჩაატარა,ა ამჯერად არგენტინასთან, გუნდთან, რომელსაც ობექტურად ყველაზე მრისხანე შემადგენლობა ჰყავდა წაყვანილი ჩემპიონატზე, თუმცა არ ჰყავდა მთავარი მწვრთნელი, რომელიც მის ხელთ არსებულ რესურსს გამოიყენებდა. დიეგო მარადონამ ეს ნადვილად ვერ შეძლო. სამხრეთამერიკელთა განადგურებას სათავე დაუდო თომას მიულერის მიერ მე-3 წუთზე გატანილმა გოლმა. ამის შემდეგ არგენტინამ ბურთი ხელთ იგდო და შეუტია. კვანძი შეხვედრის ბოლო 22 წუთში გაიხსნა, როცა გერმანელებმა სამჯერ (68, 75 და 89-ე წუთებზე) შეძლეს მეტოქის კარის დალაშქვრა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს მატჩი აღმოჩნდა მეასე მიროსლავ კლოზეს სანაკრებო კარიერაში. ”იუბილარმა” 2 გოლის გატანა შეძლო. 4 დღეში გერმანიას წინ ისევ ესპანეთის ნაკრები აღუდგა. ”ფურია როხამ” შეძლო გერმანელთა მრისხანე შეტევების განეიტრალება. საბოლოო ჯამში 1:0 პირენეელთა სასარგებლოდ. 10 ივლისს მანშაფტმა მე-3 ადგილისთვის შეხვედრა ურუგვაის ნაკრებს მოუგო.
ევრო 2012-ზე გერმანიის ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან ერთად უმთავრესი ფავორიტის რანგში წარდგა. ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშის მოგების შემდეგ იოახიმ ლიოვის გუნდი 1/4-ფინალში იოლად გაუსწორდა საბერძნეთის ნაკრებს, მაგრამ იტალიასთან ფინალის საგზურისთვის ბრძოლა უშანსოდ დათმო - 1:2.
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებმა 24-წლიანი შესვენების შემდეგ ისევ შედგა ფეხი საფეხბურთო ოლიმპოზე.
ტურნირი პორტუგალიასთან ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო (4:0). ლიოვის გუნდმა ჯგუფური ეტაპის ორი დარჩენილი მატჩი საშუალო დონეზე ჩაატარა, თუმცა პლეი ოფის საგზური მაინც იოლად მოიპოვა. ალჟირთან პირველ ეტაპზე ნერვიული გამარჯვების შემდეგ (დამატებითში 2:1) მანშაფტი საფრანგეთთან (1:0) უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. გუნდმა პიკს ბრაზილიასთან მიაღწია, როცა მასპინძელს ყველა დროის ყველაზე მწარე მარცხი აწვნია (7:1). ფინალმა ჩვეულ, დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა. ზედიზედ მესამედ მუნდიალის გადამწყვეტ შეხვედრაში დამატებითი დრო დაინიშნა. 113-ე წუთზე ანდრე შიურლეს გადაცემით მარიო გიოტცემ ისტორიული მნიშვნელობის ბურთი შეაგდო.
Deutschland Ist Weltmeister!!!
ბუნდესგუნდის შედეგები მსოფლიოს ჩემპიონატებზე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1930 არ უთამაშია
1934 მე-3 ადგილი
1938 I რაუნდი
1950 არ უთამაშია
1954 ჩემპიონი
1958 მე-4 ადგილი
1962 ¼-ფინალი
1966 ფინალისტი
1970 მე-3 ადგილი
1974 ჩემპიონი
1978 მე-2 ჯგუფური ეტაპი
1982 ფინალისტი
1986 ფინალისტი
1990 ჩემპიონი
1994 ¼-ფინალი
1998 ¼-ფინალი
2002 ფინალისტი
2006 მე-3 ადგილი
2010 მე-3 ადგილი
2014 ჩემპიონი
სულ მონაწილეობდა 20-დან 18 ჩემპიონატში, 106 თამაში, 66 მოგება, 20 ფრე, 20 წაგება
ბუნდესგუნდის შედეგები ევროპის ჩემპიონატებზე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1960 არ უთამაშია (შესარჩევში არ უთამაშია)
1964 არ უთამაშია (შესარჩევში არ უთამაშია)
1968 არ უთამაშია (შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა)
1972 ჩემპიონი
1976 ფინალისტი
1980 ჩემპიონი
1984 I რაუნდი
1988 ნახევარფინალისტი
1992 ფინალისტი
1996 ჩემპიონი
2000 I რაუნდი
2004 I რაუნდი
2008 ფინალისტი
2012 ნახევარფინალისტი
სულ მონაწილეობდა 14-დან 11 ჩემპიონატზე, 43 თამაში, 23 მოგება, 10 ფრე, 10 წაგება.
ფეხბურთელთა მიერ ჩატარებული თამაშების სარეკორდო რაოდენობა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. ლოთარ მათეუსი (14.06.1980 - 20.06.2000) - 150
2. მიროსლავ კლოზე 24.03.2001-11.08.2014 - 137
3. ლუკას პოდოლსკი 06.06.2004 - 116
4. ფილიპ ლამი 28.04.2004-13.07.2014 - 113
5, იურგენ კლინსმანი 12.12.1987 - 04.07.1998 - 108
5. ბასტიან შვაინშტაიგერი 06.06.2004 - 108
6. იურგენ კოლერი 24.09.1986 - 04.07.1998 - 105
7. პერ მერტეზაკერი 09.10.2004 - 104
8, ფრანც ბეკენბაუერი 26.09.1965 - 23.02.1977 - 103
9. იოახიმ შტრაიხი 08.12.1969 - 20.10.1984 DFV - 102
10. თომას ჰესლერი 31.08.1988 - 20.06.2000 - 101
11. ჰანს იურგენ (დიქსი) დიორნერი - 22.06.1969 - 18.05.1985 DFV - 100
11. ულფ კირსტენი DFV:49 DFB:51 08.05.1985 - 20.06.2000 - 100
12 მიხაელ ბალაკი 28.04.1999 - 2010 - 98
13. ბერტი ფოგთსი 03.05.1967 - 21.06.1978 – 96
ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. მიროსლავ კლოზე - 71
2. გერჰარდ მიულერი - 68
3. იოახიმ შტრაიხი - 55 (DFV)
4-5 იურგენ კლინსმანი - 47
4-5 რუდი ფიოლერი - 47
6. ლუკას პოდოლსკი - 47 - მონაცემი 13.07.2014-ისთვის
7. კარლ-ჰაინც რუმენიგე - 45
8. უვე ზეელერი - 43
ზედიზედ ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფრანც ბეკენბაუერი - 60 შეხვედრა 1970 წლის 9 სექტემბრიდან 1977 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.
ბერტი ფოგთსი - 48 (1974 23.III-1978.21.VI)
მანფრედ კალტცი - 47 (1978.8.III-1982.14.IV)
ბერტი ფოგთსი - 39 (1968.6.III-1971.8.IX)
სტატისტიკა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველი საერთაშორისო შეხვედრა: შვეიცარია-გერმანია 5:3
(ბაზელი, შვეიცარია; 5 აპრილი, 1908)
დიდი ანგარიშით გამარჯვება: გერმანია-რუსეთი 16:0
(სოლნა, შვედეთი; 1 ივლისი, 1912)
დიდი ანგარიშით დამარცხება: ინგლისი-გერმანია 9:0
(ოქსფორდი, ინგლისი; 16 მარტი, 1909)
გერმანიის ნაკრებმა სულ ჩაატარა 892 თამაში, მოიგო 519, ფრე 181, წაგება - 192, ბურთების სხვაობა: 2007-1059
გერმანიის ნაკრების მწვრთნელები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სამწვრთნელო კომიტეტი - 1908-1927, 63 თამაში.
ოტო ნერცი (1928-1936) 70 თამაში, 42 მოგება, 10 ფრე, 18 წაგება
ზეპ ჰერბერგერი (1936-1964), 167 თამაში, 94 მოგება, 27 ფრე, 46 წაგება
ჰელმუტ შიონი (1964-1978) 139 თამაში, 87 მოგება, 31 ფრე, 21 წაგება
იუპ დერვალი (1978-1984) 67 თამაში, 44 მოგება, 12 ფრე, 11 წაგება
ფრანც ბეკენბაუერი (1984-1990) 66 თამაში, 34 მოგება, 20 ფრე, 12 წაგება
ბერტი ფოგთსი (1990-1998) 102 თამაში, 66 მოგება, 24 ფრე, 12 წაგება
ერიხ რიბეკი (1998-2000) 24 თამაში, 10 მოგება, 6 ფრე, 8 წაგება
რუდი ფიოლერი (2000-2004) 53 თამაში, 29 მოგება, 11 ფრე, 13 წაგება
იურგენ კლინსმანი (2004-2006) 34 თამაში, 20 მოგება, 8 ფრე, 6 წაგება.
იოახიმ ლიოვი (2006-დან დღემდე) 112 თამაში (13.08.2014-ის მონაცემებით), 77 მოგება, 20 ფრე, 15 წაგება
ჰელმუტ შიონი და გერდ მიულერიდიდი კაპიტანი ფილიპ ლამიყველა დროის ბომბარდირი მიროსლავ კლოზებასტიან შვაინშტაიგერიმანუელ ნოიერითომას მიულერიანდრე შიურლემარიო გიოტცესამი ხედირა, პერ მერტეზაკერი, ტონი კროოსიმატს ჰუმელსი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზოგადი ცნობები გერმანიაზე:
ფართობი: 357 კვ კმ
მოსახლეობა: 81.7 მლნ
დედაქალაქი: ბერლინი
ავტონომიური ქალაქები:
ჰამბურგი
ბრემენი
ბრანდენბურგი
ბერლინი
მიწები:
შლეზვიგ-ჰოლშტაინი (კილი)
მეკლენბურგ-ფორპომერნი (შვერინი)
ნორდრაინ-ვესტფალია (დიუსელდორფი)
საქსენ-ანჰალტი (მაგდებურგი)
ქვემო საქსონია (ჰანოვერი)
თიურინგია (ერფიურტი)
ზაარლანდი (ზაარბრიუკენი)
საქსონია (დრეზდენი)
რაინლანდ-პფალცი (მაინცი)
ბადენ-ვიურტემბერგი (შტუტგარტი)
ჰესენი (ვისბადენი)
ბაიერნი (მიუნხენი)
წინა თემები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 10.03.2006 - 28.06.2006
2.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 28.06.2006 - 04.06.2007
3.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 04.06.2007 - 27.12.2007
4.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 27.12.2007 - 11.05.2008
5.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 11.05.2008 - 13.06.2008
6.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 13.06.2008 - 22.06.2008
7.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 22.06.2008 - 30.06.2008
8.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 30.06.2008 - 15.10.2008
9.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 15.10.2008 - 02.04.2009
10.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 02.04.2009 - 05.09.2009
11.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 05.09.2009 - 05.12.2009
12.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 05.12.2009 - 12.03.2010
13.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 12.03.2010 - 23.05.2010
14.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 23.05.2010 - 08.06.2010
15.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 08.06.2010 - 15.06.2010
16.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 15.06.2010 - 19.06.2010
17.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 19.06.2010 - 25.06.2010
18.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 25.06.2010 - 29.06.2010
19.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 29.06.2010 - 04.07.2010
20.
გერმანელებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! - 04.07.2010 - 09.07.2010
21.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი - 09.07.2010 - 27.07.2010
22.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი - 27.07.2010 - 24.09.2010
23.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი - 24.09.2010 - 29.11.2010
24.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი - 29.11.2010 - 14.03.2011
25.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი - 14.03.2011 - 31.05.2011
26.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი - 31.05.2011 - 06.08.2011
27.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი - 06.08.2011 - 10.09.2011
28.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი - 10.09.2011 - 16.11.2011
29.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი - 16.11.2011 -03.03.2012
30.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი - 3.03.2012-34.05.2012
31.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი32.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი33.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი34.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი35.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი36.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი (post #34275414)37.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი38.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი39.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი!40.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი41.
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი This post has been edited by Oliver on 11 Aug 2014, 16:03