საღოლ კლოზეს
გლადბახი უსერიოზულესი გუნდია წელს
ჯერ მატჩი არ წაუგიათ ამ სეზონში, არადა უკვე 15 ითამაშეს
კარგი შემადგენლობა, კარგი მწვრთნელი.. აშკარად ძალიან გააზრებულად თამაშობენ საკმაოდ მაღალ დონეზე
კრამერი ძალიან პროგრესირებს
ს(ზ)ომერი

ძალიან მაგარი მეკარეა, მე პირადად ტერ შტეგენს მირჩევნია
ვოლფსბურგიც მაგარ ფორმაში შევიდა ზედიზედ 4 მოგება..
უმარტივესად მოუგეს საკმაოდ უხერხულ მაინცს
ბევრად მეტი უნდა გაეტანათ
ყველა შემტევი ნახევარმცველი კაი ფორმაშია... კალიჯური
იმედია, ზამთარში ერთი კაი თავდამსხმელს იყიდიან და ზაფხულში კიდე ერთ მართლა მაღალი დონისას
ლევერკუზენი ისევ შევიდა ფორმაში, ცოტა დაცვაშიც გამოსწორდნენ ბოლო ორი მატჩია
მომენტი არ ჰქონიათ პრაქტიკულად ზენიტს და შალკეს
ჩალჰანოღლუ

... ჯარიმების მეფეა
ჰოფესაც საღოლ.. ფოლანდის გოლმა გაასწორა, როგორც იქნა, გაიტანა
გიზდოლი თუ დაცვას დაალაგებდა, რას ვიფიქრებდი... თან რა ხალხით.. ახალგაზრდა და გამოუცდელი ზიულე და სტროლბი... ზიულე იმედია დიდ ფეხბურთს ითამაშებს, U17-დან მახსოვს მაიერთან და გორეცკასთან ერთად...... ბაუმანის ტრანსფერი 10-იანშია მორტყმული... ძალიან მაგარი ვიღაცაა
დორტმუნდი რომ არ ###ობდეს, სხვა მხრივ კაი ტური იყო
ასე მინდა.. პირველი 4-ეული - ბაიერნი, დორტმუნდი, ლევერი, შალკე
ევროპა ლიგაზე - გლადბახი, ვოლფსბურგი, ჰოფენჰაიმი
გავარდნენ - პადერბორნი, ფრაიბურგი, ვერდერი
გადმოვიდნენ - ლაიფციგი, ფორტუნა, კაიზერი
ფრაიბურგი იმ მხრივ მენანება, რომ ბევრი ახალგაზრდა გერმანელი ტალანტი ჰყავთ
ნუ აინტრახტი-შტუტგარტი მშვენება იყო, გენტნერს საღოლ, რა მატჩები დადო შტუტგარტმა, ჯერ 3:3 0:3-დან , ახლა ეს
ვერნერმა ზედიზედ მეორედ გაიტანა, მარა მაგარი ღორი ვიღაცაა, არ მევასება ეგეთი ფეხბურთელები
შააფი დაყლევდა საბოლოოდ, აღარ არის მაგისი და მაგისნაირების დრო, წავიდა, მიხვდნენ რა
ვერდერი სრული ###ობა... მოვუტყან მაგათ სკრიპნიკი
კიოლნი კი მაგრად სვარკავს, მარა გადარჩენას დაასვარკავს საბოლოოდ
ჰერტა საღოლ, უბრალოდ რა ინტერნაციონალური შემადგენლობა ჰყავთ, მაგიტომ არ მევასებიან, შუაში დაასრულებენ
არც აუგსუბრგი მგონია გავარდეს, ამათაც რა ბანძი შემადგენლობა ჰყავთ, მარა მაინც კარგად გამოდიან, ეს ვაინცირლი არ ჩანს 1-2 სეზონიანი მწვრთნელი, ნაგვით დებს კაი შედეგს
შალკემ ტიპიური დიმატეო თამაში აჩვენა, კიდე რამდენი იქნება ეგეთი..