რა ### ტური იყო
ნუ შალკე გასაგებია, დორტმუნდიც მოსალოდნელი იყო
ბაიერნი ისედაც პირველზე იყო და აბსოლუტურად შემთხვევით წააგო
ლევერკუზენი კი საოცრებაა, ასეთ მატჩში როგორ უნდა მოახერხო წაგება, წარმოუდგენელია
ამდენი მომენტის გამოყენებას როგორ ახერხებენ, სრულიად გაუგებარია
გაცილებით უფრო დაბალი დონის ფეხბურთელები გაცილებით უფრო მაღალი პროცენტით იყენებენ ხოლმე საგოლე მომენტებს
ამათ რა ემართებათ, არ ვიცი
ნუ ბაიერნი პირველზეა გასული
სავარაუდოდ დორტმუნდიც პირველზე გავა
რატომღაც მგონია, ლევერკუზენიც
შალკე მგონი ვერ გავა, რომც მოუგონ მარიბორს (რისიც ძაან მეეჭვება), ჩემი აზრით ჩელსი - სპორტინგი ფრედ დამთავრდება, არ გაწირავს მაურინიო თანამემამულეებს
ამ ყველაფრის ფონზე, როცა სამ გერმანულ გუნდს ნაადრევად აქვს განარდებული გასვლა, ერთსაც შანსი არ დაუკარგავს...............
იტალიის თემაში "შეშების" კლუბებს დასცინიან
იმ იტალიის თემაში, რომელსაც სულ 2 გუნდი ჰყავს ჯგუფებში, არც ერთის გასვლაა გარანტირებული და თუ გავიდნენ, სავარაუდოდ, ორივე გუნდი II ადგილით გავა
თუმცა იმდენი სისულელები იწერება ამ განყოფილებაში, ეგ რა მოსატანია
დრეს იმედია, ევროპა ლიგაზე მაინც არ შერცხვებიან გერმანულები
არადა რთული მატჩები აქვთ
ისე, ჯობია შალკე ევროპა ლიგაზე გადმოვიდეს
ჯერ ერთი, ჯგუფში ჩარჩენის შემთხვევაში, იქნებ გააგდონ ის იტალიელი ###
მეორე, ჯგუფიდან რომც გავიდნენ, მერვედფინალში ძაან გაასხამენ
ევროპა ლიგაზე კი უფრო შორს შეიძლება გაძვრნენ
ლევერკუზენი აუცილებლად პირველზე უნდა გავიდეს და კიდევ რაღაც შანსი ექნება, თუ გაუმართლა, მაგალითად ლივერპული/ბაზელი, შახტარი, სპორტინგი... ამათთან არც ისე ცუდი შანსი ექნებოდა და არც სიტი/რომასთან იქნებოდა განწირული
მეცოდება ეს გუნდი, თამაშის მიხედვით 5 მოგება უნდა ჰქონდეთ ჯგუფში და მხოლოდ 3 აქვთ
ერთადერთი ზენიტთან გასვლაზე ცოტა გაუმართლათ
მწვრთნელმაც რა ქნას, თვითონ ხომ ვერ გაიტანს გოლებს

ბაიერნზე არც ღირს ლაპარაკი და დორტმუნდი I-ზე უნდა გავიდეს და მთავარია ბარსა/პსჟ-ს აცდეს, დანარჩენებთან ფავორიტი იქნება