რა ცოტა გოლი გადის ამ ტურში
წინა სეზონში რაც იტანეს, ახლა მნიშვნელოვნად მოუკლეს
პარასკევის მატჩი მაგარი საზიზღრობა იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმი, 2 პასს ვერ აბამდნენ და ლოგიკურადაც დამთავრდა 0:0
ლევერკუზენმა ისევ უამრავი მომენტი გააფუჭა, უმეტესი დრო 1 კაცით ნაკლებნი იყვნენ, მარა ძაან ბევრი მომენტი გააფუჭეს, 2ჯერ ხარიხასაც მოარტყეს, მოკლედ, მოსაგები მატჩი ჰქონდათ ფრაიბურგთან, იმათი მეკარე ბიურკი მაგარი იყო
ნუ ბაიერნმა მარტივად მოუგო კიოლნს, 1 შანსი ჰქონდათ ფაქტიურად თხებს, ნოიერმა რომ აიღო 2 მაგარი ბურთი
ცოტა შეტევაში თუ არ გამოასწორეს, გაუჭირდებათ, ცოტა გოლის გაშვება კაია, მარა გატანაც საჭიროა
გიოცემ მეოთხე გოლი გაიტანა უკვე, მგარ ფორმაშია
შალკე საღოლ, დამსახურებულად მოიგეს
მაინც არ გააგდებენ იმ ###ს და ამიტომ ჯობია დაიწყონ ქულების დაგროვება, 4-ეულში ისევ უნდა შევიდნენ ესენი
დორტმუნდი ცუდ დღეშია, სანამ ტრავმირებულები არ დაუბრუნდებათ, რავიცი არაა ამათი საშველი, მარა დაცვაში ამდენ შეცდომებს მაინც არ უნდა უშვებდნენ
ერთი ობამეიანია კაი ფორმში
იმედია, ლიგაზე მაინც მოიგებენ იმ კვირაში და ბუნდესლიგაში დაიწყებენ ნელ-ნელა ქულების გროვებას
შტუტგარტმა როგორც იქნა მოიგო, გამოფხიზლდნენ ესენიც ცოტათი, აშკარად აჯობეს ჰანოვერს და დამსახურებულად მოიგეს
გლადბახსაც საღოლ, ამათაც დამსახურებულად მოიგეს
ჰერმანი კაი ფორმაში შევიდა, მარა აზარიც ათამაშოს რა, თუ არ უნდოდა, რას მოიყვანა
სხვა მხრივ შეტევაში დიდი არჩევანი რომ აქვთ, როტაციის შესაძლებლობაც არის, არ დაიკიდონ ევროპა ლიგა, მინუმუმ 1/4 ფინალამდე შეუძლიათ მისვლა
ლიგაზე გასვლაც შეუძლიათ, მარა მაინც ლევერკუზენი მირჩევნია ამათ, ჯერ 1-2 წელი კიდე ევროპა ლიგაზე აგროვონ გამოცდილება
თამაშის შUაში კაი მომენტი იყო, პადერბორნელმა კუჩკემ რომ გააუქმებინა მსაჯს კრამერისთვის ტყუილად მიცემული ყვითელი
ვოლფსბურგმაც დამსახურებულად მოიგო, ვერდერის საშველი არაა, ერთი გოლის ავტორი ბუში იყო კაი, კარგი ბიჭი ჩანს
ნუ როდირგესი ცალკე საუბრის თემაა, წინა ტურში კი წააგებინა გუნდს, მარა ახლა ისევ მაგარი იყო, გოლიც მაგრად შეასრულა, შეტევაში საოცარია
უკვე სამი გოლი აქვს...
ვიერინიას პასიც ოლიჩის გოლისას
იმედია, დღეს ჰერტა და ჰამბურგი მოიგებენ
და ბევრი გოლი გავა