დორტმუნდი, ლევერკუზენი
კაი, ეს დორტმუნდი გამოვა კრიზისიდან აუცილებლად, მარა ლევერკუზენი ისევ ასეთ ###დ დარჩება
უდაცვოდ რა შედეგზეა ლაპარაკი საერთოდ
შტუტგარტთან 3:0-ის მერე როგორ ვერ უნდა მოიგო
ეს კისლნგი სულ დაყლევდა, დააწყებინოს აწი თავიდანვე დრმიჩს, ენდოს 2-3 თამაში ბოლომდე რა
ერთი რაც კაი იყო, ბრანდტი დაბრუნდა და პაპადოპულოსი
ეს ბერძენი კიდე თუ არ დაიმტვრა, იქნებ ოდნავ უშველოს დაცვას
შტუტგარტიდან ვერნერის გოლი გამიხარდა
დორტმუნდის გამკვირვებია, მთლიანად კრიზისში რომ იყვნენ, ვერსად იგებდნენ, კიდევ ხო, მარა ლიგაზე ასე თამაშობდე და ბუნდესში 5 მატჩი ვერ მოიგო. საოცარია
მაინც კაია გუნდოგანის, როისის, მხითარიანის დაბრუნება. აუცილებლად ათამაშდებიან, მგონია უკვე იქითა ტურიდან
როისს საგოლე პასი კი გაუკეთებია
კიოლნს საღოლ... ახალწვეულებმა გაიტანეს გოლები
მაინცმა ისევ მოიგო და კვლავ წაუგებლადაა, ისევ ამათ უნდა ტყნან ტვინი რა, ვერ მოვიცილეთ ეს გუნდი
ნუ ჰოფმანის გოლი კი კაია, ლიდერად იქცა უკვე
ვოლფსბურგმა კალიჯურის დუბლით მოუგო ფრაიბურგს გასვლაზე, 2ვე პასი დე ბრუინმა გააკეთა
ნელ-ნელა ხდება ბელგიელი გუნდის ლიდერი
ფრაიბურგიდან ახალგაზრდა კერკმა გაიტანა, კაი ბიჭია და იმედია მეტი დრო ექნება ხოლმე, შარშანაც გაიტანა რამდნეიმე გოლი მგონი
გლადბახმაც ძალიან ადვილად მოიგო, არადა ჰანოვერში მოგება რთულია ძალიან
კრუზეს დუბლმა გაასწორა, ერთიც ჯაკამ შეაგდო
ნუ ბაიერნის და იმ საცოდაოების მატჩზე რა უნდა ითქვას, ისეირნეს და ამოტენეს
გიოცეს დუბლი და 6 გოლით ბუნდესის ბომბარდირებში პირველზეა, როგორც იქნა ათამაშდა საკადრისად
მიულერის 2 პასი და გოლი
რაც მთავარია ლამის დუბლი პირველად კარიერაში

იმედია შალკე მოიგებს დღეს
მატჩში საშუალოდ 4 გოლი გავიდა და ბევრი გერმანულიც იყო მათ შორის, 24-დან 16 გოლი გერმანელებმა გაიტანეს, კაი მაჩვენებელია