ძალიან მაგარი ორი დღე იყო, უმაგრესი
ბრავო დორტმუნდს, ძალიან კარგად ითამაშეს, როისი დაფრინავდა, გუნდოგანიც კარგად ჩაერთო
3-ვე მოგება, 9:0-ზე ბურთები, ჯერ გოლი არ გაუშვიათ
არ დათმობენ ესენი პირველ ადგილს
ანდერლეხტი და გალათასარაი სახლში უწევთ
როისი გოლი შედევრი იყო
დაცვაც როგორც იქნა უშეცდომოდ იდგა
იმედია, ბენდერი სერიოზულად არ დაშავდა
სრული შემადგენლობით რამხელა ძალაა დორტმუნდი
ბრავო ლევერსაც
სულ ტყუილად წააგეს მონაკოსთან პირველი მატჩი, თავისუფლად უნდა მოეგოთ ისიც
იმის მერე ორივე მატჩი ძალიან დამაჯერებლად მოიგეს და პირველზე გადავიდნენ
კარგია, რომ მეორე მატჩში მონაკომ ვერ მოიგო
იმედია პეტერბურგში არ წააგებენ, დაჟე მოგებაც შეიძლება.... მეორე მატჩში კი ბენფიკა მოიგებს
ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს დღეს, მომენტი არ შეაქმნევინეს რუსებს
დაცვა კარგად იდგა, როგორც იქნა ამათიც
ოთხივე გუნდს ძალიან კარგი შანსი აქვს ჯგუფიდან გასვლის
მშვენიერია
ევროპა ლიგაზეც მოიგონ რა ვოლფებმა და გლადბახმა და იდეალური ევროკვირა გამოვა
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)