Mandangusვერ ითამაშებ 4-4-2-ს ჩელსის, სიტის და ნებისმიერი კარგად დაბალანსირებული გუნდის წინააღმდეგ, სულ რო კარიერის პიკში მყოფი კინი გყავს იმ ერთადერთ ჩამშლელად, მაინც გაგირღვევენ ცენტრს
აი სიმეონე თამაშობდა 4-4-2-ის დაცვით ვარიაციას, მანდ რო მატას ეთამაშა, ფორვარდს მოხსნიდა წყობიდან და არა ჩამშლელს.
მატას დაცვითი კონტრიბუცია არის ძალიან დაბალი, მაგის როგორც ცენტრალური ნახევარმცველის განხილვა არის უბრალოდ შეცდომა, თანამედროვე ფეხბურთში მატა +1 არაა 2 ცენტრალური ნახევარმცველით თამაში

მითუმეტეს ვან გაალი არ ითამაშებს მაგას, ტოტალურ ფეხბურთს აღმერთებს მასტი, გამორიცხულია მაგან მეტოქეს მაგხელა სივრცე დაუტოვოს.
მაგიტომაც მივიდა 3-5-2-მდე.
პრობლემა ისაა რომ 3-5-2-ისთვის საჭირო შემსრულებლები უბრალოდ არ გვყავს.
4-3-3-ზე გადაწყობისას რუნი/მატა/ვანპერსიდან 1 უბრალოდ უნდა ამოვარდეს, მაგათგან ნებისმიერის ფლანგზე გადაწევა ჩემი აზრით მაზოხიზმია.
ადვილი გამოსავალი რეალურად არ არსებობს, რომ არსებობდეს არ იქნებოდა ამდენი დავა და კამათი მაგ საკითხზე, მარა ვან გაალს თუ რაღაცის ტრაკი აქვს, ან ამ 3-5-2-ზე აათამაშებს გუნდს, ან უბრალოდ დაიკიდებს იმ შემტევი სამეულიდან ერთს.
მე პირადად მეორე ნაწილს უფრო ვემხრობი, ჯერ ერთი იანუზაის უხსნის ხელ ფეხს, მეორე ეს 3-5-2 უბრალოდ მეზიზღება
This post has been edited by Manchester. on 18 Aug 2014, 16:22