აქამდეც დავწერე რის გამო ათამაშებენ ბონერას და მითუმეტეს კაპიტნად. ლოპესი რომ მდგარიყო ეგ იქნებოდა კაპიტანი.
დაბალი, თავზე ვერ თამაშობს, პოზიციურად შეცდომებს უშვებს, სისწრაფეზე დვალიშვილიც ასწრებს. რის გამო უნდა ათამაშო? ნუუ, მე მაინც მისი იტალიელობა და "გამოცდილი" მილანელობა მგონია.
მაგრამ ეს არაფერი - იმედი გაჩდა, რომ ბონერას ძირითადი აღარ ეღირსება და შეძლებს თუარა გააგდებს პიპო.
მიუხედავად იმისა რომ ვერ მოვიგეთ - ეს 2 ქულა მგონია არ დაგვღუპავს. გუნდი პროგრესირებს, შეთამაშება, მინუსების გამოსწორება. ეს განვითარება ჩანს, რაც არ ჩანდა ალეგრის დროს. მალე ჩავახტებით ბევრს ძლიერ გუნდს

ეს ის არ არის რაც გვინდა, მაგრამ ალეგრის მილანზე უკეთესია და მომავალში ეს გამოჩდება. არმეროს მისცეს შანსი - კოლუმბიაში კარგად თამაშობდა, და მისი თამაში რომ მახსოვს მთელ მარცხენა ფლანგს იღებდა, ძლიერი დაუღლელი ფეხბურთელია რომელიც ადის და ჩადის ფლანგზე.
აბატე

- მოსვლისდღიდან ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი მილანში, მიუხედავად იმისა რომ ბევრს სცოდავდა. აბატე არის უსწრაფესი იტალიელი ფეხბურთელი, თუმცა მისი თამაშისას ვხედავდი, რომ თავდაჯერება აკლდა, ნერვიულობდა , ცდილობდა შეცდომები არ დაეშვა, არასდროს არ რისკავდა მაგრამ ეს აშვებინებდა შეცდომებს. ყოველთვის უკან პასი და შებორკილი ჩაწოდებები.
მოახერხა პიპომ და შეცვალა ეს ფეხბურთელი, შიშის მომენტი მგონია. გახსნა სჭირდება ასეთ ფეხბურთელს.
- სისწრაფე მთავარი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია. მონაცემი აქვს უძლიერესი მარჯვენა მცველის, რომელსაც შეუძლია ბრწყინვალე კროსები გააკეთოს.
ბევრად უფრო ტანჯული თამაშები მახსოვს, ეს გუნდი უკვე უკეთესია წინაზე და დაიხვეწება. მოთხოვნები რაღაც დიდებულის ჯერ ადრეა.
მაგრამ წინასწარ შერაცხული ფავორიტები, ჩემპიონობის განაჩენს რომ გამოუტანენ ხოლმე ვერ იმარჯვებენ. წელს ველი ასეთ შედეგს.