ika_valenciaკარგი საქმე გაგიკეთებია, ყოჩაღ!!!
სამწუხაროა რომ მარტო იყავი.
...................................
LFP თავის სტიქიაშია, ჩემპიონატის კალენდარი რომელიც ვალენსიასათვის საკმაოდ კარგი იყო, შეცვალა და ჩვენთვის საკმაოდ დაამძიმა.
საქმე იმაშია, რომ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე ესპანურ კლუბებს შეღავათი გაუკეთა და შიდა ჩემპიონატის თამაშების განრიგი შეცვალა.
შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა ვალენსია, ხოლო პირველი ოთხეულიდან უკეთეს პირობებში აღმოჩნდა ბარსელონა.
33, 34, 35 ტურის მატჩები ვალენსიამ უნდა ჩაატაროს ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, ზუსტად კი მოუწევს 137 საათზე ოდნავ მეტი დრო.
ატლეტიკოს თამაშების იგივე რაოდენობა უწევს 2 დღით მეტ დროში - შვიდი დღის განმავლობაში, რაც დაახლოებით 166 საათია.
ბარსელონას კი შვიდი დღე და ოთხი საათი, ანუ 172 საათი.
რეალის განრიგზე ჩვენს პრესაში არ დაწერილა, ე.ი. არ აინტერესებთ.
პ.ს. მართალია, ესპანეთის კლუბებს ჩასატარებელი აქვთ ჩემპიონთა ლიგის მატჩები, მაგრამ მათი კალენდარის ცვლილება ვალენსიას კალენდარის ხარჯზე არ უნდა შეცვლილიყო, ფაქტია, რომ LFP მიბიძგებს ესპანეთის ჩემპიონატში არ მქონდეს ვალენსიას გარდა სხვა გუნდის სიმპათია...
პ.პ.ს. ჯერ-ჯერობით ჰოლანდია კარგია, თუმცა არასოდეს არ ვგულშემატკივრობ!