
6 საკითხი, რომელიც 2015 წლის ზაფხულამდე უნდა გადაწყდეს
ვალენსიას 6 ფეხხბურთელს კონტრაქტი დაუმთავრდება 2016 წლის ზაფხულში, ამიტომ მომავალი წლის (2015) ივლისამდე უნდა მოგვარდეს მათი კონტრაქტების გაგრძელების საკითხი, თუ არა და ეს ფეხბურთელები თავისუფალი აგენტის სტატუსით (უფასოდ) დატოვებენ კლუბს.
ფეგული, კარლეს ხილი, ხავი Fუეგო, პარეხო, პაკო ალკასერი და პაბლო პიატი, ამ ექვსი ფეხბურთელიდან დღეისათვის კლუბი მხოლოდ ორს, პაკოს და პარეხოს სთავაზობს კონტრაქტს.
პაკოს და პარეხოს შეთავაზებულ კონტრაქტებს შორის სიტუაცია განსხვავებულია, კლუბს უნდა პაკო ალკასერთან ამ წლის (2014) ბოლომდე დაასრულოს ახალ კონტრაქტზე მუშაობა. მის აგენტ(ებ)თან მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და თითქმის შეთანხმებულია, რომ ალკასერი წელიწადში ხელზე მიიღებს 1,2 მლნ. ევროს, გამოსასყიდი თანხა (კლასულა, ბაიაუთი) იქნება 80 მლნ. და კონტრაქტი იმოქმედებს 2020 წლამდე.
პარეხოს კონტრაქტზე შეხვედრები გრძელდება, მაგრამ სიტუაცია რთულია, რადგან ფეხბურთელის მოთხოვნები ბევრად დიდია, ვიდრე კლუბი მის შესაძლებლობებს აფასებს.
კარლეს ხილთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ კლუბი თვლის, რომ ხილი მომავალში ვალენსიას ძირითადი ფეხბურთელი იქნება და მასზე სერიოზულ აქცენტს აკეთებს.
დანარჩენ სამ ფეხბურთელთან (ფეგული, პიატი, Fუეგო) მიმართებაში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მათზე დაკვირვება გაგრძელდება წლის განმავლობაში და დამოკიდებული იქნება მათი თამაშის ხარისხზე.
ფეგული მეხუთე სეზონია რაც ვალენსიაშია, ამ დროის განმავლობაში არის გუნდის ერთ-ერთი ძირითადი ფეხბურთელი, იანვარში აფრიკის თასზე მიიღებს მონაწილეობას, ჯერ-ჯერობით მასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე კლუბს არ მიუღია გადაწყვეტილება.
პაბლო პიატიმ ჯუკიჩთან და პიცისთან მუშაობის პერიოდში მოახდინა თავისი თავის რეაბილიტაცია, ნუნოს ხელმძღვანელობით კი სეზონი დაიწყო როგორც ძირითადმა ფეხბურთელმა. მაგრამ სავარაუდოდ წლის ბოლოს პიატის ტრანსფერი ალბათ გარდაუვალი იქნება.
პიტერ ლიმის მოთხოვნები ძალზე მაღალია, ამიტომ ფეგულის და პიატის დიდი მუშაობა მოუწევთ საკუთარ თავზე.
და ბოლოს ხავი Fუეგო, გუნდში ის მოვიდა როგორც შავი სამუშაოს შემსრულებელი, რასაც წარმატებით გაართვა თავი და დღეს საკმაოდ კომფორტულად და სტაბილურად გრძნობს თავს. რომ არა ვალენსია, ის დაიკარგებოდა მეორეხარისხოვან გუნდებში. მისი ბედი როგორც ფეგულის და პიატის, დამოკიდებულია პიტერ ლიმის მომავალ გეგმებზე, შეიძლება მისი ადგილიც აღარ აღმოჩნდეს მომავლის ვალენსიაში.
ამ ექვსი ფეხბურთელის ბედი გადაწყდება მიმდინარე წლის განმავლობაში და კლუბმა უნდა გადაწყვიტოს ღირს თუ არა მათი დატოვება გუნდში, თუ წლის ბოლოს ცოტა-რაღაც სარგებელი მიიღოს მათი ტრანსფერებიდან.
© პლაზადეპორტივა.ცომ