გავიდა ნახევარი სეზონი და გადავხედოთ ჩვენ გუნდს, რა პერსპექტივები გვაქვს, როგორი რესურსები და რა შეიცვალა ამ სეზონში.
პირველი რა თქმა უნდა ყველაზე კარგი რაც შეიძლება მომხდარიყო არის ის რომ კლუბს ვალები აღარ აქვს , არავინ ახრჩობს და აღარ უწევს წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა, თუკი ასეთები გუნდში არიან.
შემდეგი საკითხი არის მენეჯმენტი, ანუ ვინ მართავს გუნდს. მეეჭვება რომ სალვო და რუფეტე აიალასთან ერთად გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ მართვაში.
როგორც ჩანს გუნდის სახეს აყალიბებს პორტუგალიელი სუპერაგენტი მენდეში, რომელსაც პიტერ ლიმი უსიტყვოდ ენდობა. მენდეში სპორტის ამ სახეობაში არ არის დილეტანტი და ზოგჯერ ტყუილიც კი დაეჯერება.
სალვო და კომპანია ამ შემთხვევაში იძულებულია ენას კბილი დააჭიროს და შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ სალვო მთლად ყრუ-მუნჯი არ არის და კლუბისთვის ძალიან ბევრ სასიკეთოს აკეთებს როგორც ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის განვითარების, ისე ახალი სტადიონის მშენებლობის გაგრძელების საქმეში.
ახლა გუნდს რაც შეეხება
მწვრთნელი:
ჩვენი მწვრთნელი არის საკმაოდ დაბალი დონის სტრატეგი და ტაქტიკოსი. აშკარად გამოუცდელია, ნახევარი სეზონის მანძილზე ვერ მოახერხა გუნდი შეკრას და სტაბილურად ათამაშოს. მშვენივრად ჩატარებულ მატჩს მაშინვე უღიმღამო თამაში მოყვება ხომლე, თუნდაც იგივე ტაქტიკით და იგივე შემადგენლობით.
ნუნუს აქილევსის ქუსლია თავდასხმა. ვფიქრობ მისი გაგებით გუნდის თავდასხმას წარმოადგენს საჯარიმოდან მოედნიდნის ცენტრში გრძელი პასი და შემდგომ ბურთის თავით დაგდება ნახევარმცველებისათვის. მეტი არაფერი. ამიტომ არის, რომ ჩვენი თავდამსხმელები უაზროდ დარბიან და გოლის გატანას ვერ ახერხებენ.
ფეხბურთელები:
ვალენსიას ფეხბურთელებს დავყოფდი ოთხ ჯგუფად:
1. ძალიან კარგი ფეხბურთელები:
ასეთები მხოლოდ ორია ჩვენ გუნდში - ანდრეს გომეში და ხოსე ლუის გაია. ეს ბიჭები მართლაც ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები გაიზრდებიან.
2. კარგი ფეხბურთელები:
ამ ჯგუფში შედიან ისინი ვინც უკვე მიაღწიეს თავიანთ საფეხბურთო კარიერის ზენიტს და მათი შემდგომი გაზრდა აღარ მოხდება:
დიეგო ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, ორბანი, ენცო პერესი, ხავი ფუეგო, როდრიგო მორენო, ნეგრედო, პიატი და ფეგული.
3. ცუდი ფეხბურთელები:
ჩემი აზრით, ჯობია ამ ხალხმა დაუყოვნებლივ დატოვონ გუნდი:
მეკარე ყოელი, ბარაგანი და პარეხო.
4. ამ ჯგუფში შემავალი ფეხბურთელების კარიერა შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ მხოლოდ მაშინ თუ გუნდში მოვა ახალი, კვალიფიციური და გამოცდილი მწვრთნელი: ალკასერი, როდრიგო დე პოლი, რუბენ ვეზუ და ჟოაო კანსელუ
და ბოლოს, ამ სეზონის ჩემი პროგნოზი ასეთია: გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს იმ შემთხვევაში თუ მას დაკარგავენ სხვა გუნდები, ანუ შემთხვევით თუ გავალთ მეოთხე ადგილზე.
რა კარგი იქნება თუ შევცდები!